სამხრეთ კორეის უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა Bithumb დააყენებს კრიპტოკოისკებს რესტორნებში

სამხრეთკორეულმა კრიპტო-ბირჟამ Bithumb განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, დააყენოს კრიპტოკიოსკები რესტორნებსა და კაფეებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მოახდინონ ანგარიშსწორება Bithumb-ზე არსებული მათი კუთვნილი კრიპტოვალუტის საშუალებით, იტყობინება ადგილობრივი ახალი ამბების პორტალი Zdnet.

კიოსკის ბრენდი, სახელწოდებით Touch B, წარმოადგენს თებერვლის პარტნიორობის შედეგს Bithumb-სა და კიოსკების მწარმოებლებს Unos Space-ს, Tros Systems-სა და IYU-ს შორის, რომლის მიზანია „მცირე ბიზნესზე მორგებული კიოსკების წარმოება, რომლებიც მუშაობენ საკვები პროდუქტებისა და სასმელების ფრანშიზებთან მცირე რესტორნებსა და კაფეებში“.

Zdnet იტყობინება, რომ Bithumb-მა გამოუშვა სამი სერვისი, რომელთაგან ორი წარმოადგენს კიოსკებს Touchpad და Touchbone, რაც ბიზნესის მეპატრონეებს სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს მათი ზომისა და ბარათის მიმართ მოთხოვნებიდან გამომდინარე. Touch B-ის კიოსკების ქირა იქნება 10%-ით ნაკლები, ვიდრე არსებული, რათა უბიძგოს მცირე ბიზნესს, ისარგებლოს Bithumb-ის პროდუქტებით.

მესამე სერვისი სახელწოდებით Bithumb Cache წარმოადგენს ანგარიშსწორების პაროლების სერვისს, რომელიც Bithumb-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თავისი სახსრების კონვერტირებას კიოსკებში მათი პაროლის საშუალებით, რომელიც „მოახდენს ურთიერთქმედებას კვების ბიზნესსა და ვალუტის ბიზნესს შორის“.

Bithumb-ის განცხადების თანახმად, „კიოსკების ბიზნესში შეღწევა მცირე ბიზნესის მეპატრონეებს სთავაზობს არსებით უპირატესობას და ქირის დაბალ საფასურს. ჩვენ გავაგრძელებთ ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მუშაობას, რომელიც ეფუძნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიას. ჩვენ განვაგრძობ მცირე ბიზნესისთვის სრული გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას ჩვენი პარტნიორობის საშუალებით“.

9 მარტს ჯოზეფ იანგმა გამოაქვეყნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ Bithumb-ის განცხადება სინამდვილეში „ხელს უწყობს კრიპტოვალუტის გავრცელებას სამხრეთ კორეაში“.

Bithumb, სამხრეთ კორეის უმსხვილესი ბირჟა, დააყენებს კრიპტოვალუტის ბანკომატებსა და კიოსკებს რესტორნებსა და კაფეებში. ამას შეუძლია სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის გავრცელებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით კი ეს ახალ ვალუტებს ეხება.

თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ფასს მთელი დღის განმავლობაში ან წაიკითხოთ რეალური პროგრესის შესახებ.

თვის დასაწყისში ავსტრალიურმა კრიპტო-ბირჟამ Bitcoin.com.au ასევე გააერთიანა კრიპტოვალუტები და მცირე ბიზნესი სისტემის გამოშვებით, რომელიც შესაძლებელს ხდის ახალი ამბების 1200 სტენდზე ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტის გაყიდვას iPad mini-ს საშუალებით.

დატოვე კომენტარი