ბუღალტერია ჩვენს დროში ითვლება მოსაწეყნ და რუტინულ სამუშაოდ, უმეტესობის აზრით არაფერი საინტერესო მასში არ არის. მაგრამ, როგორც ყველა ნებისმიერი საქმე, ისიც შეიძლება საინტერესო იყოს, თუ პროცესს სწორად მივუდგებით. სტატიაში შევეცდებით გადმოგცეთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ბუღალტერიის შესახებ. 
სტატისტიკის მიხედვით საბუღალტრო მომსახურების 90%-ს ახორციელებენ ქალბატონები, არადა ბუღალტერია კაცებმა მოიგონეს. ბუღალტერიის პირველი კვალი ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ ფიქსირდება, რაც გამოიხატებოდა ხეზე ამოკვეთილ იეროგლიფებით, ასე ვთქვათ ჩანწერების ნიშნებით. ბუღალტერიის სამშობლოდ ითვლება ეგვიპტე, სწორედ იქ დაიწყეს პირველი ანგარიშების ჩაწერა-წარმოება და ოპერაციების გატარება. 
ბუღალტერიის თანამედროვე ფორმა და დასახელება „ბუღალტერია“ გაჩნდა მოგვიანებით, მე-16 საუკუნეში და ის გამოიგონა იტალიელმა მათემატიკოსმა ლუკა პაჩოლიმ. 
ბუღალტერია განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ყველა ქვეყანას აქვს თავისი კანონები და სამართლებრივი ნორმატივები, მაგრამ საერთო ნიშნებით ბუღალტერია იყოფა 4 ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ინგლისურენოვანი ქვეყნები, მეორეს ლათინოამერიკული ქვეყნები, მესამეს კონტინენტალური ქვეყნები და მეოთხეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. 
პირველ სამეულში მნიშვნელოვანია ფინანსური შედეგის გამოთვლა და მოგების მიღება, მეოთხეში აქცენტი კეთდება რესურსების კონტროლზე. 
პირველი ჯგუფის ქვეყნებში ბუღალტერიისადმი მიდგომა პროფესიონალურია, დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, ყველა ბუღალტერი გაწევრიანებულია ასოციაციაში, რომელთანაც ახორციელებს ანგარიშსწორებას სახელმწიფო. ლათინური ამერიკის ქევეყნებში ბუღალტერიის ფუნქციებში შედის ეკონომიკის ინფლაციური პროცესების შესწავლა და ასახვა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბუღალტერია წარმოებს სახელმწიფოს მითითებებითა და დირექტივებით. 
ახლა ცოტა რამ ბუღალტერის დღის შესახებ - ამ პროფესიის ადამიანები ზუსტი და პასუხისმგებლობის მქონენი არიან, თუმცა ბუღალტრის დღის აღნიშნვასთან დაკავშირებით მაინც ვერ შეჯერდნენ. არის რამოდენიმე თარიღი, არსებობს საბუღალტრო ანგარიშწარმოების შესახებ ფედერალური კანონის მიღების თარიღი - 21 ნოემბერი, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის აღნიშვნა უდნა ხდებოდეს კანონის ოფიციალური გამოქვეყნების თარიღში - 25 ნოემბერს. ზოგი ფიქრობს, რომ ბუღალტრის დღე საერთაშორისოდ უნდა აღინიშნებოდეს. მაგალითად რუსეთში ბუღალტრის დღე აღინიშნება 16 ნოემბერს, უკრაინაში 16 ივლისს, ხოლო ყირგიზეთში 20 ივლისს. საქართველოში მსგავსი თარიღი ოფიციალურად არ არსებობს. 

დატოვე კომენტარი