წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

width=734ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.2 პროცენტი შეადგინა.

width=739სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 54.3 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორეზე – თურქეთი 15.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 13.4 პროცენტით.

width=698სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წელს 60.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 294.6 მლნ. აშშ დოლარით.

 

width=751

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი