წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლება დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების და კავშირგაბმულობის სფეროებში.

width=681

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი