უორენ ბაფეტის მოადგილეს სურს „სულელური ბიტკოინის განადგურება“ და ის მოითხოვს მკაცრი ზომების მიღებას

კრიპტოვალუტები უნდა „განადგურდეს“ შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ, ვინაიდან ისინი „საწამლავია“, განაცხადა მილიარდერმა ინვესტორმა, რომელიც უორენ ბაფეტის მოადგილე იყო. 94 წლის ჩარლი მანგერი, Daily Journal Corporation-ის უაღრესად წარმატებული თავმჯდომარეა, მაგრამ მან გააკრიტიკა ციფრული ვალუტები ლოს-ანჯელესში ორსაათიანი შეხვედრის დროს. მოუთმენელი მსმენელის კითხვაზე პასუხის გაცემისას, მან კრიპტოვალუტების მიმართ მზარდ ინტერესს სულელური უწოდა: „მე მიმაჩნია, რომ ბიტკოინით გატაცება სრულიად უგუნურია“. წარმატებულმა ბიზნესმენმა ასევე ციფრული ფული „დამღუპველ საწამლავად“ მოიხსენია.

ბიტკოინი, სხვა ონლაინ მონეტარულ აქტივებთან ერთად, როგორიცაა რიპლი და ეთერიუმი, უკანასკნელ 12 თვეში მეტად პოპულარული გახდა. ორიგინალურმა კრიპტოვალუტამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, როდესაც მისი ფასი მოიმატა 1500%-ით 2017 წლის განმავლობაში და მიაღწია 15 000 ფუნტ სტერლინგს. თუმცა ახლა ფასი შემცირდა 7 000 ფუნტ სტერლინგამდე, ის მაინც გაცილებით მეტია, ვიდრე იყო 2017 წლის იანვარში.

კრიპტოვალუტაზე აგრესიული თავდასხმის დროს ბ-მა მანგერმა თქვა: „მსოფლიოსგან მე დროდადრო ველოდები სულელურ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ყველას უნდა ადვილი ფული. უბრალოს ამაზრზენია, რომ ადამიანები ასეთი რამეებით არიან გატაცებულნი. ჩვენი ხელისუფლების ამის მიმართ სუსტი მიდგომა არასწორია. სწორი იქნებოდა ზომების გამკაცრება“.

ბ-ნი მანგერის კომენტარი არ არის ბიტკოინის პირველი კრიტიკა ფინანსების სფეროს პროფესიონალების მხრიდან. წინა წელს ინვესტორებმა კრიტიკა დაიმსახურეს, როდესაც ვალუტის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ციფრული ფულის სანდოობის და ინვესტორების უსაფრთხოების მიზნით, მთელი მსოფლიოს ქვეყნები განიხილავენ კრიპტოვალუტების რეგულაციებს. ფინანსთა მინისტრმა და საფრანგეთისა და გერმანიის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა მოითხოვეს დიდი ოცეულის მარტის შეხვედრის დღის წესრიგში კრიპტოვალუტების პოლიტიკისა და მონეტარული იმპლიკაციების საკითხის შეტანა. მათ სურთ, რომ მსოფლიო ლიდერებმა მოიფიქრონ სტრატეგია ონლაინ-აქტივებისრეგულაციისთვის.

ამავდროულად, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ცალმხრივად რეგულაციების გატარება. წინა თვეში სამხრეთ კორეამ ზომების მთელი რიგი წარმოადგინა, რომლებიც მიმართული იყო ბიტკოინისა და მსგავსი ვალუტების, როგორიცაა რიპლი და ეთერიუმი, რეგულირებაზე. ბიტკოინის საიდუმლო ხასიათის გამო ყველა შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან ბრძოლის მიზნით აზიის სახელმწიფომ აკრძალა ანონიმური ვაჭრობა.

 

 

 

წყარო: www.express.co.uk

დატოვე კომენტარი