ბიტკოინის ფასი უახლოვდება 10 000 დოლარს უკრაინელი ჰაკერების „მომწამლავი რეკლამის“ გამოვლენის შემდეგ

ბიტკოინმა მიაღწია დიდად სიმბოლურ 10 000 დოლარის ნიშნულს, წინა კვირის დაბალი წერტილიდან სწრაფი ტემპებით აღდგენის შემდეგ. ეთერიუმი უახლოვდება 1000 დოლარს, რიპლი კი - 1,15 დოლარს.

დილა მშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კრიპტოვალუტების, რეგულაციების, ინოვაციებისა და ფინანსური დანაშაულების მიმოხილვაში.

ჯერ ამას დაბრუნებას ნუ უწოდებთ. ამჟამად ბიტკოინის ფასი შეადგენს 9766 დოლარს, რაც 281 დოლარით მეტია, ვიდრე იყო ამავე დღის განმავლობაში.

ეთერიუმი ნელი ტემპებით უბრუნდება 1000 დოლარის ნიშნულს, რიპლი ასევე ნელა მიიწევს ჩრდილოეთისკენ, მცირე, 0,01 დოლარიანი ნაბიჯებით.

გამოვლენილია „მომწამლავი რეკლამის“ უკრაინელი ჰაკერების ჯგუფი

უკრაინელი ჰაკერების ჯგუფი, რომელიც თავის თავს Coinhoarder-ს უწოდებს, გამოავლინა კომპანია Cisco-ს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა Talos-მა მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა Blockchain.info-ს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული საფულის მომხმარებლებს 50 მილიონ დოლარზე მეტი მოპარეს.

ანგარიშში აღწერილია, თუ როგორ აითვისეს ქურდებმა „ძალიან მარტივი“ მეთოდი - Google-ის რეკლამის შეძენით, რომელიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ პოპულარულ საძიებო სიტყვებს შეიცავდა, „მომხმარებელთა ძიების შედეგების მოწამვლით“  და საფულეში არსებული ვალუტის გატაცებით.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ მოძებნიდით ტერმინებს „ბლოკჩეინი“ ან „ბიტკოინის საფულე“, თქვენ ნახავდით ყალბ ვებსაიტებს, რომლებიც Blockchain.info-ს საფულეებად ასაღებდნენ თავს.

„მასიური საფიშინგო კამპანია“ Cisco-სა და უკრაინის კიბერპოლიციის ექვსთვიანი გამოძიების ნაწილი იყო.

ცოტა ხნით ადრე Facebook-მა აკრძალა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ყველა რეკლამა და ახლა გახდა ცნობილი, რომ Google მუშაობს შეურაცხმყოფელი რეკლამების აღმოფხვრაზე.

ბიტკოინის ფასი შეადგენს 9936 დოლარს, 458 დოლარით მეტს, ვიდრე იყო წინა დღეს.

ბიტკოინი, რიპლი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტები უნდა „განადგურდეს“ შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ, ვინაიდან ისინი „საწამლავია“, განაცხადა მილიარდერმა ინვესტორმა, რომელიც უორენ ბაფეტის მოადგილე იყო.

94 წლის ჩარლი მანგერი, Daily Journal Corporation-ის უაღრესად წარმატებული თავმჯდომარეა, მაგრამ მან გააკრიტიკა ციფრული ვალუტები ლოს-ანჯელესში ორსაათიანი შეხვედრის დროს.

მოუთმენელი მსმენელის კითხვაზე პასუხის გაცემისას, მან კრიპტოვალუტების მიმართ მზარდ ინტერესს სულელური უწოდა.

მან თქვა: „მე მიმაჩნია, რომ ბიტკოინით გატაცება ს

დატოვე კომენტარი