მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ მცირდება ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება.

„ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის  დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. კერძოდ,  მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რათქმაუნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შემქნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის, – აცხადებს პრემიერმინისტრი.

 




მომწოდებელი news.ge

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი