Google, Amazon და სხვები ხდებიან ძალიან დიდი?

აშშ-ს ტექნოლოგიური გიგანტები Apple, Google-ის მშობელი Alphabet, Microsoft, Amazon და Facebook - მსოფლიოში ხუთი უმსხვილესი კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. მათი მზარდი დომინირება შეშფოთებას იწვევს კონკურენციისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის მხრივ.

გამკაცრდებიან თუ არა მარეგულირებლები?

მიმდინარე თვეში Amazon-ისა და Alphabet-ის აქციების ფასი გასცდა 1000 დოლარის ნიშნულს, რაც კომპანიების მზარდი ძალაუფლების ბოლო ნიშანი იყო.

მოსალოდნელია, რომ წელს Google მიიზიდავს სარეკლამო თანხების 40%-ზე მეტს; 2012 წლისთვის კი Amazon გეგმავს აშშ-ს ონლაინ-გაყიდვების ნახევრის მითვისებას, ამბობენ ანალიტიკოსები.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს ახარებს ეს ზრდა, ის ასევე შეშფოთებასაც იწვევს.

ამერიკელი მარეგულირებლები დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ ევროპას, როდესაც საქმე ანტიკონკურენტულ ქცევას შეეხებოდა, მაგრამ ჯონათან კანტერი, ანტიმონოპოლიური ადვოკატი ვაშინგტონიდან Paul Weiss-ში, მიიჩნევს, რომ დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს.

„ადამიანები სვამენ კითხვებს, არის თუ არა ინსტრუმენტები და პრინციპები, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა, სწორი მომავალი სარგებლობისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

მონაცემთა ძალა

ჯონ კვოკა, ბოსტონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი მიიჩნევს, რომ შერწყმის მკაცრი ხაზი არ იქნება საკმარისი Amazon-ის მსგავსი გიგანტების მზარდ ძალაუფლებასთან საბრძოლველად.

ეს ფირმები ასევე მიიღებენ ძალაუფლებას, ვინაიდან აგროვებენ მომხმარებელთა მონაცემებს და ქმნიან ინფორმაციის ნაკადს, რითიც აკონტროლებენ მომხმარებელთა წვდომას ფირმებთან, რომლებიც იყენებენ მათ პლატფორმებს.

„ისინი მართავენ არჩევანს და აკეთებენ ამას ისე, რომ შექმნან პულსაციის ეფექტი უფრო ფართო ეკონომიკაში, - ამბობს პროფესორი კვოკა.

ლინა ხანმა, კვლევითი ცენტრის New America თანამშრომელმა აპრილში გამოაქვეყნა სტატია Amazon-ის შესახებ. იგი ამბობს, რომ არსებობს ტექნოლოგიური ფირმების მაგალითები, რომლებიც უგულებელყოფენ კონკურენციის წესებს, და მაგალითად მოჰყავს Amazon-ის ბრძოლა ბავშვთა პროდუქციის მაღაზიასთან diapers.com. Amazon-მა დააკლო ფასები, ზარალი მიაყენა კონკურენტ ფირმას, შემდეგ კი შეიძინა იგი.

არსებობს იმის ნიშნები, რომ პოლიტიკოსები და მარეგულირებლები იღვიძებენ.

გაზაფხულზე აშშ-ს კონგრესი გადავიდა ობამას დროინდელი კანონების, რომლებიც მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობას იცავდა, გაუქმებაზე.

მას შემდეგ რესპუბლიკელთა ჯგუფმა წარმოადგინა უფრო ფართო წინადადება, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Google და Amazon, ტრადიციულ ინტერნეტ-პროვაიდერებთან ერთად, მიიღონ მომხმარებელთა ნებართვა, ვიდრე გააზიარებენ მათ მონაცემებს.

ევროპული მაგალითი

შეიძლება თუ არა აშშ-მ გამოიყენოს ევროპელი მარეგულირებლების უფრო ძლიერი მიდგომა?

2013 წელს ევროკომისიამ დააჯარიმა Microsoft თავის ბრაუზერისთვის Internet Explorer შეღავათიანი რეჟიმის მინიჭების გამო.

წელს მან დააჯარიმა Facebook „არასწორი ან დამაბნეველი ინფორმაციის გავრცელებისთვის შეტყობინებების გაცვლის სერვისის WhatsApp შეძენის დროს.

წინა თვეში Amazon შეპირდა ევროკომისიას, რომ ის შეწყვეტს კონტრაქტების გაფორმების იძულებას, რომლებიც ანტიკონკურენტულად ითვლება სხვა ელექტრონული წიგნების გამომცემლებისთვის.

ასევე გრძელდება გამოძიება Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet მიმართ იმის თაობაზე, რომ ის თითქოს უპირატესობას ანიჭებს საკუთარ სერვისებს ძიების შედეგებში.

ევროკავშირის ქმედებები აჩვენებს, რომ „არსებობს რაღაცა, რაც უდნა გაკეთდეს, - ამბობს პროფესორი კვოკა. „იქნება ეს დიდი თუ პატარა საქმე, რთულია თქმა, მაგრამ თუ ევროკავშირმა მას ხელი მოჰკიდა, ჩვენთვის გზა ხსნილია.

ტრამპის მოქმედებები?

გაუგებარია, როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებს პრეზიდენტი ტრამპი.

კანდიდატობის დროს მან აირჩია პოპულისტური რიტორიკა: Amazon-ს მონოპოლია უწოდა და თქვა, რომ მის ბოს ჯეფ ბეზოსს „უზარმაზარი ანტიმონოპოლიური პრობლემა აქვს.

იუსტიციის სამინისტროს ანტიმონოპოლიური განყოფილების ხელმძღვანელად მან ტრადიციული რესპუბლიკელი მაკან დელარიმი დანიშნა.

ფედერალურ სავაჭრო კომისიაში, სხვა საკვანძო მარეგულირებელ ორგანოში, რამდენიმე ვაკანსია დარჩა. მაგრამ სააგენტომ განაცხადა, რომ 2018 წელს ჩაატარებს კონფერენციას კონფიდენციალობის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიების შეეხო, რაც ამ საკითხისადმი მიძღვნილი მესამე კონფერენცია იქნება.

პროფესორი კვოკა და სხვები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში არ ელოდებიან სერიოზულ ცვლილებებს.

„მომხმარებლის არჩევანი

არიან თუ არა ეს ტექნოლოგიური გიგანტები ანტიკონკურენტული, როგორც ბევრი ფიქრობს?

Amazon შეიძლება დომინირებდეს ციფრულ გაყიდვებში, მაგრამ ონლაინ-მაღაზიები ჯერ კიდევ ჩამორჩება რეალურს. მხოლოდ Walmart-ის გაყიდვები სამჯერ აჭარბებს Amazon-ის წინა წლის გაყიდვებს.

მძიმეწონოსნები Microsoft და Google იბრძვიან კლიენტებისთვის ღრუბლოვან სერვისებში, როგორიცაა IBM და Salesforce.

ტექნოლოგიურ სექტორში მომხმარებლებს შეუძლიათ თავისუფლად მიმართონ განვითარებადი ბაზრების ახალ მოთამაშეებს.

ჩინელი ტექნოლოგიური გიგანტები - Baidu, Alibaba და Tencent - ძალიან კარგად ებრძვიან აშშ-ს ჰეგემონიას, ამტკიცებენ არა-ინტერვენციონისტები.

„ეს ბაზარი კონკურენტულია მხოლოდ მომხმარებელთა არჩევნის გამო, - ამბობს რონალდ ჯოზი, JMP Securities-ის ინტერნეტისა და ციფრული მედიის ანალიტიკოსი. „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მთელი ისტორიისთვის.

ზრდა და რისკი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკელი მარეგულირებლები დაიწყებენ მოქმედებას, ფინანსური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეშფოთებას არ იწვევს ის,  რომ კომპანიები დაზარალდება, ევროპაშიც კი.

მათი ზრდის პოტენციალი აღემატება ნებისმიერ მარეგულირებელ რისკს, ამტკიცებს საინვესტიციო ფირმის Cowen & Co ტექნოლოგიური პოლიტიკის ანალიტიკოსი.

„ინვესტორებმა იციან, რომ ასეთი ძალის და საბაზრო წილების მქონე კომპანიები აუცილებლად ექცევა ანტიმონოპოლიური რეგულატორების ყურადღების ცენტრში. ასევე მათ იციან, რომ ტრამპმა უარყოფითი რამ თქვა, - ამბობს ბ-ნი გალანტი.

 „ეს არის ინვესტორების გონებაში, მაგრამ ის არც უახლოვდება იმის გადალახვას, რაც ინვესტორებს მოსწონთ ამ კომპანიებში, - ამბობს ის.

Google და Facebook ეფექტურ და არც ისე ძალისხმევას მიმართავენ, ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა ყალბი ახალი ამბები, ნაწილობრივ მარეგულირებლების მოქმედებების პრევენციისთვის.

მაგრამ ჯეიმს მაკკუვი, კვლევითი ფირმის Forrester ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქციებზე ფასების ბოლოდროინდელი ზრდა შეიძლება იმის ნიშანი გახეს, რომ ინვესტორები საკმარისად ვერ აფასებენ მარეგულირებელი ორგანოების მოქმედებების შესაძლებლობას.

„ერთი წლის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ: „წარმოადგენს თუ არა რისკი ფაქტორს აქციების ფასში?, მე დადებითად გიპასუხებდით. ახლა კი საქმე სხვაგვარადაა, ბევრი მყიდველი რისკებს ყურადღებას არ აქცევს, - ამბობს ის.

Amazon-მა და Google-მა კომენტარზე უარი განაცხადეს.

დატოვე კომენტარი