Google ინდოეთში უფასო wi-fi-ს ავრცელებს

Google გეგმავს ინდოეთში wi-fi-ს ფართო საჯარო პლატფორმის გახსნას თავისი განაცხადის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მეტი ადამიანისთვის Google-ის მომსახურების შეთავაზებას.

„Google Station-ად წოდებული, სერვისი უზრუნველყოფს wi-fi-ს წერტილებს სადგურებში, თუმცა გეგმებშია სავაჭრო ცენტრებისა და კაფეების მოცვაც.

Google უკვე სთავაზობს მაღალსიჩქარიან უფასო wi-fi წვდომას 52 სარკინიგზო სადგურში ინდოეთის მასშტაბით. ნათქვამია, რომ ეს რიცხვი ასამდე გაიზრდება.

Google-ის ოფიციალურ ბლოგში წერია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ თქვა, რომ „პროექტი ჩაითვლება უმსხვილეს საჯარო wi-fi პროექტად ინდოეთში და ერთ-ერთ უმსხვილესად მსოფლიოში პოტენციური მომხმარებლების რიცხვის მიხედვით.

„ქსელში ჩართული მხოლოდ პირველი 100 სადგურით პროექტი wi-fi-ს ხელმისაწვდომს გახდის 10 მილიონი ადამიანისთვის, - წერს იგი.

ამ სერვისის სარგებლობა დასაწყისში უფასო იქნება,  მაგრამ რაღაც მომენტში Google მის მონეტიზაციას მოისურვებს.

ასევე 400 სადგურის მოცვის შემდეგ ის მიიზიდავს მეტ პარტნიორს, რომ გავრცელდეს სავაჭრო ცენტრებში, კაფეებში და სხვა მაღალი გამავლობის მქონე ადგილებში.

სეზარ სენგუპტამ, Google-ის Next Billion Users განყოფილების, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: „ყოველ წამს სამი ინდოელი გამოდის ინტერნეტში. ჩვენ გვსურს, რომ მათთვის ეს გამოცდილება შესანიშნავი იყოს.

„მაგრამ შემდგომი მილიარდი განსხვავდება პირველისგან, და ამ მომხმარებლებისთვის პროდუქტების შემოთავაზებით, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, თუ როგორ გამოიყენებს მსოფლიო ტექნოლოგიას უახლოეს წლებში.

ინდოეთი წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობებს მსხვილი ტექნოლოგიური ფირმებისთვის - ამ მომენტში დაახლოებით 350 მილიონი ინდოელი სარგებლობს ინტერნეტით, და მოსალოდნელია, რომ უახლოეს სამ წელიწადში ეს რიცხვი 600 მილიონამდე გაიზრდება.

2014 წელს Google-მა ქვეყანაში გამოუშვა ტელეფონი Android One, ფუნქციების მინიმალური ნაკრებით, რომელიც იყიდება დაახლოებით 100 დოლარად.

ახლახან კომპანიამ დაამატა ფუნქცია, რომლის წყალობით მობილური ვებ-გვერდები უფრო სწრაფად იტვირთება და მონაცემთა ნაკლებ მოცულობას მოითხოვს, ასევე YouTube გახადა ხელმისაწვდომი ავტონომიურ რეჟიმში. უახლოეს პერიოდში კი ავტონომიურ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი სერვისი Maps.

ის ასევე მუშაობდა თავისი პროდუქტებისთვის უფრო მეტი ლოკალური ენის მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, მათ შორის იყო Hindi Voice Search  და გაუმჯობესებული ჰინდი კლავიატურა შვიდი სხვა ინდური ენის მხარდაჭერით Android-ის ბოლო ვერსიისთვის.

მან ასევე წამოიწყო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ქალებისთვის დახმარების გაწევას ინტერნეტის საშუალებით.

მომავალში იგეგმება Google Station-ის გავრცელება ინდონეზიასა და ფილიპინებზე.

დატოვე კომენტარი