მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი ბანკი MUFG აპირებს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას 2018 წელს

იაპონიის Mitsubishi UFJ Financial Group (MUFG), მეოთხე უმსხვილესი ბანკი მსოფლიოში 2018 წელს საკუთარ ციფრულ ვალუტას MUFG-კოინს გამოუშვებს, ნათქვამია ადგილობრივი პორტალის Mainichi.jp 14 იანვრის პუბლიკაციაში.

MUFG არის უმსხვილესი საფინანსო კომპანია იაპონიაში და ის იქნება პირველი იაპონური ბანკი, რომელიც გამოუშვებს ვირტუალურ ვალუტას, იტყობინება Mainichi.jp.

ბანკი გეგმავდა კრიპტოვალუტის გამოშვებას ჯერ კიდევ 2016 წელს. Mainichi.jp-ის თანახმად, გამოშვების თარიღი დათქმულია და ეს მოხდება 2018 საფინანსო წელს.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული MUFG-კოინი მომხმარებლებს მყისიერი პირდაპირი ტრანზაქციების და უფრო დაბალი საკომისიოთი შენაძენების გაკეთების საშუალებას მისცემს.

MUFG-მა განაცხადა, რომ კომპანია დაამუშავებს ყველა ტრანზაქციას თავისი კრიპტოვალუტის ქსელიდან, რაც, მისი აზრით, გააუმჯობესებს მონეტის სტაბილურობას.

ბანკი ასევე გეგმავს MUFG-მონეტის იაპონურ იენასთან მიბმას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ნდობას ახალი კრიპტოვალუტის მიმართ.

11 იანვარს სხვა ლოკალურმა კომპანიამ, ელექტრონული კომერციის გიგანტმა DMM Group, გახსნა საკუთარი შვიდ-აქციანი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელშიც ხაზგასმულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მზარდი დონე იაპონიაში.

მეზობელი ჩინეთისა და სამხრეთ კორეისგან განსხვავებით, იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების უფრო კეთილგანწყობილი მიდგომა აირჩია, რამაც, სავარაუდოდ, დადებითი გავლენა მოახდინა ქვეყანაში დარგის ზრდას.

 

 

დატოვე კომენტარი