სამხრეთ კორეაში წარმოდგენილი კანონპროექტი საჯარო მოხელეებს თავისი კრიპტო-ინვესტიციების დეკლარირებას ავალდებულებს

სამხრეთ კორეაში წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს საჯარო მოხელეებისგან კრიპტოვალუტებში, ბიტკოინის ჩათვლით, ინვესტიციების დეკლარირებას. ეს ინიციატივა გამოწვეულია ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებით კრიპტოვალუტის რეგულაციების შესახებ, შიდა ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულირების ჩათვლით.

კანონპროექტები საჯარო მოხელეებისთვის კრიპტო-ქონების დეკლარირების შესახებ

ადგილობრივი მედიის მონაცემების თანახმად, ჩანგ დონგ-იუნმა, სამხრეთკორეული ეროვნული ასამბლეის კომიტეტის წევრმა ადმინისტრაციულ და უსაფრთხოების საკითხებში, განსახილველად შეიტანა კანონპროექტი კრიპტოვალუტის, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერი, საჯარო ინფორმაციის გამჟღავნების სიაში დამატების შესახებ.

მან განმარტა, რომ „არსებული კანონი სახელმწიფო სამსახურის ეთიკის შესახებ გამორიცხავს კრიპტოვალუტას, რომელიც ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელდა ქონების პროლიფერაციის სახით“, - ნათქვამია Suwan News-ის პუბლიკაციაში. გამოცემამ დაამატა, რომ კანონპროექტი იყო ერთობლივად ინიცირებული რამდენიმე დეპუტატების მიერ.

კანონპროექტი ცვლის საჯარო სამსახურის ეთიკის აქტს და საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, მოახდინონ თავისი კრიპტოვალუტის ქონების, რომელიც აღემატება 10 მილიონ ვონს (~$9 350), დეკლარირება. თუ მოხელეები წარმოადგენენ მცდარ ან ყალბ ინფორმაციას თავისი კრიპტო-ქონების შესახებ, ჩანგი სთავაზობს მათ დაჯარიმებას და დისციპლინარული ზომების შემოღებას, აზუსტებს Money Today. Hankyoreh კი მის სიტყვებს აქვეყნებს: „ვინაიდან ხელისუფლება წამყვან როლს ასრულებს კრიპტოვალუტის რეგულირებაში, სახელმწიფო სექტორმა უნდა იკისროს ინციატივა კრიპტოვალუტის ქონების პროლიფერაციის გამჭვირვალობის შესახებ“.

ვინაიდან დეკემბერში სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა კრიპტოვალუტის რეგულირების ზომების შემოღების შესახებ, საჯარო მოხელეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა.

კრიპტოვალუტის რეგულაციებთან დაკავშირებით იყო შედგენილი მრავალი ეროვნული პეტიცია, მათ  შორის, სახელწოდებით: "ხელისუფლებას ოდესმე ჰქონია ხალხისთვის ბედნიერი ოცნება?" ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, პეტიციას 223 055 ადამიანმა მოაწერა ხელი. ლურჯი სახლის წესების თანახმად, მთავრობა 200 000-ზე მეტი ხელმოწერის მქონე ნებისმიერ პეტიციას პასუხს გასცემს.

ბოლო დროს სახელმწიფო დეპარტამენტებს შორის კოორდინაციის არარსებობამ გამოიწვია იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომ ის განიხილავს კრიპტოვალუტის ვაჭრობის აკრძალვას, რასაც სხვა კორეული საფინანსო რეგულატორებმა მხარი არ დაუჭირეს.

წინა კვირას ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის (FSS) ზოგიერთ თანამშრომელს ბრალი ედებოდა შიდა ვაჭრობაში კრიპტოვალუტის რეგულაციების ცოდნის გამოყენებით. ამჟამად სააგენტო საქმეს იძიებს. თუმცა ადვოკატის იან ცზი მინის თქმით, „არ არსებობს არანაირი იურიდიული დებულება სასჯელისთვის“, რადგან ამჟამად კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ფინანსურ პროდუქტს, იტყობინება Yonhap.

იმავდროულად, წარმომადგენელმა ჰა  ტე-კეუნმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ მთავრობის 40 წუთიანმა ემბარგოს პროცედურამ გამოიწვია ბაზრის მანიპულირება, როგორც წერდა news.Bitcoin.com. ჰას აზრით, „მთავრობას მოუწევს გარკვევა, თუ სადიდან გაჟონა ინფორმაციამ ემბარგოს შესახებ“, წერს Korea Economic Daily. პრემიერ-მინისტრის აპარატი უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას ინფორმაციის გაჟონვის შესახებ.

Hankyoreh-ს ჩანგის სიტყვები მოჰყავს: „ჩვენ უნდა გავარკვიოთ, მივიღეთ თუ არა ჩვენ უსამართლო მოგება და საჯარო გავხადოთ ინფორმაცია ჩვენი აქტივე

დატოვე კომენტარი