კლასიკური გაგების მიხედვით, დანაზოგი არის ფულადი შემოსავლების დაგროვილი ნაწილი, რომელიც სამომავლოდ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არის გათვლილი. 
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფულის ეს მასა განკუთვნილია კონკრეტული მოთხოვნებისთივს. ანუ დანაზოგი - ეს არ არის მხოლოდ ფულის შეგროვებისთვის დაზოგილი თანხა. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს ესა თუ ის მოთხოვნა.  
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ „დანაზოგის“ გაგება. ფული დაგროვება მხოლოდ იმისთვის, რომ მუთაქაში ჩავტენოთ - სიძუნწის პირველი ნიშანია. ფული მხოლოდ სახსარია და არა მიზანი. თქვენ შეგიძლიათ დანაზოგი გააკეთოთ სხვადასხვა მიზნებისთვის, რაიმე მსხვილი შენაძენისთვის ან პირველადი კაპიტალისთვის, რომ სამომავლოდ მომგებიანად დააბანდოთ. ფული - ეს არის ენერგიის განსაზღვრული სახეობა, რომელსაც ერთ ადგილზე გაჩერება არ უყვარს. ფულად ერთეულებს უყვართ მოძრაობა. 
ამიტომ, მოერიდეთ ფულის უმოქმედოდ გაჩერებას და საკუთარი თავის იმით დამშვიდებას, რომ მუთაქაში ფული გაქვთ და ეს საკმარისია. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მეწვრილმანე გახდებით. ფული დაიწყებს თქვენს მართვას და არა თქვენ მისით სარგებლობას. 

დატოვე კომენტარი