კრიპტოვალუტის ახალი შესაძლებლობები

ბიტკოინისა და ეთერიუმის მსგავსი კრიპტოვალუტების გავრცელება გრძელდება, ვინაიდან სულ უფრო მეტი ადამიანი მსოფლიოში ხედავს შესაძლებლობებსა და სარგებელს, რომელსაც ისინი სთავაზობენ. შემდგომი გამოყენებისთვის მათში არის მრავალი შესაძლებლობა მეწარმეებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის.

მე არ მაქვს კავშირი ამ სტატიაში ჩამოთვლილ არც ერთ კომპანიასთან, ისინი უბრალოდ იმის კარგ მაგალითს წარმოადგენენ, თუ როგორ შეიძლება ახალი დარგის წამოწევა ახალი და უნიკალური საშუალებებით. ვინაიდან მე ვმუშაობ კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინთან (ტექნოლოგია, რომელიც მათ უდევს საფუძვლად), მე მოხარული ვარ ინდუსტრიის გაფართოვებით ამ ახალი შესაძლებლობების წყალობით. მე მიმაჩნია, რომ მათი გაზიარება ჩემს კოლეგა-მეწარმეებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაეხმარება მათ, გაიგონ ციფრული ვალუტის ბიზნესში და პირად ცხოვრებაში გამოყენების წარმოუდგენელი გზების შესახებ.

Bitcoin IRA

ეს არის საპენსიო ინვესტირების შედარებით ახალი კონცეფცია, რომელიც აჩვენებს, რომ კრიპტოვალუტა უნდა განიხილებოდეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი მონეტარული წყარო. მაგალითად, Bitcoin IRA - სრულად თავსებადი კომპანია, რომელიც ეხმარება ადამიანებს გახსნას საპენსიო ანგარიში. ან თუ თქვენ უკვე გაქვთ IRA, შეგიძლიათ გადმოიტანოთ სახსრები და გადაიყვანოთ კრიპტოვალუტაში. ამ ტიპის IRA უნდა შეესაბამებოდეს ყველა წესსა და დებულებას, რომელიც დადგენილია ამ ტიპის საპენსიო ანგარიშებისთვის.

არსებობს მინიმალური მოსაკრებელი, რომელიც უკავშირდება ამ ტიპის IRA-ს ფლობას, რომელიც წარმოადგენს მიმზიდველ უპირატესობას და ასევე თქვენი ინვესტიციების ზრდის პოტენციალს, ვინაიდან კრიპტოვალუტა სულ უფრო ღირებული ხდება. ის ასევე იძენს გადავადებული გადასახადის სტატუსს, როგორც ჩვეულებრივი IRA, ვინაიდან ციფრული ვალუტა ახლა აღიარებულია IRS-ის მიერ.

IRA-ს ანგარიშიდან ხარჯები ან სახსრების მოხსნა საპენსიო ასაკის 59,5 წლის მიღწევამდე ჯარიმდება, როგორც ტრადიციული IRA-ს შემთხვევაში. ამრიგად, ის თქვენი საპენსიო ფონდის ზრდის გაგრძელების იდეალურ საშუალებად იქცევა.

Bitcoin-ის სალარო აპარატები

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ დაფიქრდეთ კრიპტოვალუტის ინტეგრაციის შესახებ. BitAccess არის ერთ-ერთი იმ აპარატებისგან რომელიც ადვილი გამოსაყენებელია და აჩვენებს, როგორი ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს კრიპტოვალუტა. აპარატები მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, შეიტანონ ნაღდი ფული. ამის სანაცვლოდ ისინი იღებენ ციფრულ საფულეს, რომელშიც არის შეტანილი თანხის ექვივალენტი ბიტკოინის კრიპტოვალუტაში. მომხმარებელს ასევე შეუძლია კრიპტოვალუტის შეტანა და ტრადიციული ვალუტის მიღება.

ეს აპარატები უკვე არსებობს ბოულდერში, კოლორადოს შტატში, სადაც დიდ მოწონებას იმსახურებს, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც, ისინი ასევე ემსახურებიან გარკვეულ დარგებს, რომლებიც ადრე ებრძოდნენ ტრადიციულ საბანკო სტრუქტურებს, მაგალითად, კანაფის ინდუსტრიას.

სოციალური მედიის გადახდები

Kik - ეს არის მესენჯერი, რომელიც შესაძლებელს ხდის კრიპტოვალუტის გამოყენებას სოციალური ქსელების პლატფორმის საშუალებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისი, თუ როგორ ბაძავს კრიპტოვალუტა ტრადიციული საფინანსო პროცესების ყველა ტიპს. ის, რასაც Kik აკეთებს, ჰგავს Facebook-ისა და Instagram-ის ტრადიციული ვალუტების გადარიცხვას.

ამის საშუალებით შესაძლებელია  მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარიგებების განხორციელება რეგულარული საბანკო ანგარიშის ან ცენტრალური ბანკის გავლით გადარიცხვის გარეშე. ის ასევე ეხმარება მათ, ვინც ერიდება ხარჯებს და ვალუტების გადაცვლას, როდესაც უწევთ სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის თანხის გადარიცხვა სხვა ვალუტაში.

ფულადი გზავნილები და გადახდები

ახლა ბიტკოინი მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ ბანკები აღარ არის საჭირო, ვინაიდან მას შეუძლია იმავე ფუნქციების შესრულება, მაგრამ უფრო იაფად და ეფექტურად. ამისი უმეტესი ნაწილი ნაჩვენებია განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოქალაქეებს არა აქვთ ტრადიციული საბანკო ანგარიშები. კენიური BitPesa მუშაობს Western Union-ის მსგავსად, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი გზით. კლიენტები კენიაში, ნიგერიაში, უგანდასა და ტანზანიაში იღებენ კრიპტოვალუტას გზავნილის საშუალებით. შემდეგ მათ შეუძლიათ ბიტკოინების კონვერტირება ადგილობრივ ვალუტებში მობილური ფულის პლატფორმების დახმარებით.

CashU -  ეს არის გადახდების ინოვაციური პლატფორმის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც შემუშავდა ადამიანებისთვის, რომლებსაც არა აქვთ საბანკო ანგარიში ან საკრედიტო ბარათი, მაგრამ სურთ გადასახადების გადახდა. ამის საშუალებით მომხმარებლებს განვითარებადი ქვეყნებიდან ასევე შეუძლიათ ონლაინ-შოპინგით სარგებლობა.

სულ უფრო ბევრი რამის ყიდვაა შესაძლებელი კრიპტოვალუტის საშუალებით, რაც აჩვენებს მის გავრცელებას. საქმე არ არის მხოლოდ პროდუქტის ონლაინ შეძენაში ან ყავის ყიდვაში მეზობლად მდებარე მოწინავე კაფეში, საუბარია მსხვილ შენაძენებზე, როგორიცაა, მაგალითად, სახლი. MyCOINrealty.com - ეს არის ლისტინგის სერვისი უძრავი ქონებისთვის, რომლის ყიდვაა შესაძლებელი ბიტკოინების და არატრადიციული ვალუტის საშუალებით.

თუ გსურთ Lamborghini-ს შეძენა, შეგიძლიათ გადაურიცხოთ თქვენი ბიტკოინები Lamborghini Newport Beach-ს კალიფორნიაში და მიიღოთ ახალი ავტომობილი. არსებობს ინფორმაცია, რომ სხვა კომპანიებიც, როგორიცაა Tesla, ასევე იღებენ კრიპტოვალუტას.

მიკროფინანსები

კრედიტირება - ეს არის ბიტკოინის ახალი მზარდი საშუალება. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი კომპანია ცდილობს თავისი მომსახურების შენარჩუნებას ამ ნიშაში მარეგულირებელი ორგანოების ზეწოლის გამო, სხვები ჩნდებიან სამართლებრივი ჩარჩოების განხილვის შემდეგ. მათ შორისაა Bitbond. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ბიტკოინებში სესხებს გასცემს, არის Kiva. ის ეხმარება მთელი მსოფლიოს მეწარმეებს, მიიღონ წვდომა მიკროფინანსირებასთან. სხვა ვარიანტებიდან საყურადღებოა ასევე ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი საკრედიტო პლატფორმა SALT, რომლის მიზანია ბიტკოინების აქტივების გამოყენება.

რიცხვებში ზრდა

Google-ის სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს ბევრ ქვეყანაში ბიტკოინის მიმართ ინტერესი გაიზარდა. Coinatmradar.com-ის კვლევა აჩვენებს, რომ 58 ქვეყანაში არსებობს 1 718 ბიტკოინის ATM, მათი უმეტესობა კი აშშ-სა და ევროპაში მდებარეობს. ამას ემატება ახალი აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ კრიპტოვალუტის ღირებულება.

Fortune Magazine-ის სტატიაში ნათქვამია: „ბიტკოინი და მისი მსგავსი ვალუტების ფასი ახლა 107 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ექვსჯერ მეტია, ვიდრე წლის დასაწყისში“. შემდეგ გაჩერებად შეიძლება იქცეს ტრილიონი დოლარის ღირებულების ინდუსტრია, განსაკუთრებით თუ ეს ახალი აპლიკაციები გაიზრდება. ეს არის ამაღელვებელი დრო საფინანსო და არასაფინანსო ტექნოლოგიებში მონაწილეობისთვის.

 

 

დატოვე კომენტარი