დადებითი და უარყოფითი სცენარი Bitcoin-ის, Ethereum-ის, Ripple-ის, Litecoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტებისთვის.

ბიტკოინს, ეთერიუმს, რიპლს, ლაიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს უკეთესიც და უარესი დღეებიც უნახავთ.

საუკეთესო დღეები იყო ნოემბერსა და დეკემბერში, როდესაც „სათნო“ როტაციამ ხელი შეუწყო ბიტკოინის წარმატების გავრცელებას სხვა კრიპტოვალუტებზე. ეს ნიშნავს, რომ ერთი ვალუტიდან მიღებული თანხების ინვესტირება სხვა ვალუტებში მოხდა.

კრიპტოვალუტებისთვის ეს დადებითი „ტექნიკური“ ნიშანია, ვინაიდან ის უზრუნველყოფს სექტორის სიცოცხლეს.

უარესი დღეები იყო ამ კვირის დასაწყისში, როდესაც ძირითადი კრიპტოვალუტების გაყიდვა გავრცელდა მთლიან სექტორზე. ეს ნიშნავს, რომ ერთი კრიპტოვალუტიდან მიღებული თანხები არ გადაედინებოდა სხვა კრიპტოვალუტებში, არამედ ხდებოდა მათი განაღდება ან სხვა ინვესტიციების განხორციელება.

კრიპტოვალუტებისთვის ეს უარყოფითი სცენარია, რადგან ის ძირს უთხრის მთლიან სექტორს.

როგორც ჩანს, იმპულსი ძალიან სწრაფად იცვლება კრიპტოვალუტებში, გაცილებით სწრაფად, ვიდრე აქტივების სხვა კლასებში.

სწორად ამიტომ ტექნიკური ანალიზი თავისთავად ვერ იქნება სანდო ინდიკატორი კრიპტოვალუტების ბაზრის მიმართულების გამოცნობის მცდელობისთვის.

და ფუნდამენტური ანალიზი?

კრიპტოვალუტების უმეტესობისთვის არ არსებობს ფუნდამენტური ანალიზი, გარდა შეტყობინებისა საიტზე, რომელიც ჰპირდება საუკეთესო კაპიტალდაბანდებას.

ძირითადი კრიპტოვალუტებისთვის, როგორიცაა ბიტკოინი, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სცენარებისთვის.

დადებითი სცენარი ბიტკოინის უპირატესობას „უთავო“ ვალუტის სახით წარმოადგენს. „ბიტკოინი სულ უფრო ფართოდ მიიღება ანგარიშსწორების სისტემების სახით ბანკის შუამავლობისა და მოსაკრებლის გარეშე, რაც მას უთავო ვალუტის გარკვეულ ატრიბუტებს სძენს“, - ამბობს ერიკ პიჩეტი, KEDGE-ს პროფესორი.

მაშინ არსებობს კრიპტოვალუტის იშვიათობა და ფლობის დაბალი კოეფიციენტი, რაც ხსნის მისი ფასის ნახტომსა და შემდგომი ზრდის პოტენციალს. „ვირტუალური პროდუქტის ფარდობითი იშვიათობა მნიშვნელოვანწილად ხსნის მის ზრდას, იმიტომ რომ ის გააჩნია დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 0,01%-ს“, - ამატებს პიჩეტი. „შესაბამისად, შეიძლება მის სავაჭრო ფასზე ეფექტის წარმოდგენა, თუ სპეკულაციური ბუშტების ძირითადი მიზეზი, კერძოდ კი FOMO (დაკარგვის შიში), უნდა ვრცელდებოდეს მსოფლიო მოსახლეობის 1%-ზე, ანუ 100-ჯერ მეტ მფლობელზე“.

უარყოფითი სცენარი ფოკუსირებულია ორ ძირითად საფრთხეზე, რომელსაც აწყდება კრიპტოვალუტა. ერთ-ერთი მათგანი არის ბლოკჩეინში ყალბი მონეტების შეღწევა. კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოს ხელისუფლებების შეთანხმებული ძალისხმევა კრიპტოვალუტების გამოყენების აკრძალვის მიზნით.

როგორც ასკვნის პიჩეტი: „ამ პირობებში, რომელი ნემსი გახეთქვას ბუშტს? პირველი იქნებოდა საუკუნის ძარცვა: ბლოკჩეინში შეღწევა და ყალბი ბიტკოინების ნაკადის შექმნა. მეორე - ეს არის ყველა ეროვნული ხელისუფლების და ცენტრალური ბანკების მიერ ერთიანი პოზიციის მიღება, მაგალითად, თაღლითობასთან ბრძოლის მიზნით ანგარიშსწორების ამ მეთოდის აკრძალვის შესახებ.

 

დატოვე კომენტარი