Ripple-ის ფასის ცვალებადობა: რატომ ეცემა XRP ასე სწრაფად? რა იწვევს მის ვარდნას?

Ripple-ის ფასი დაეცა დაახლოებით 15%-ით უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. მაგრამ რა მოსდის რიპლს და რატომ ეცემა ის ასე სწრაფად?

CoinMarketCap-ის მონაცემებით, წინა კვირას სარეკორდო მაღალი ფასის - 3,84 დოლარის მიღწევის შემდეგ, XRP კრიპტოვალუტა დღეს დაეცა 2 დოლარზე დაბლა, 1,70 დოლარის მიღწევით დილის 8 საათსა და 30 წუთზე.

რიპლის ფასი დაეცა დაახლოებით 50%-ით ორშაბათს (8 იანვარს) გახსნის მომენტიდან, რამაც მის კონკურენტ ეთერიუმს საშუალება მისცა, დაებრუნებინა მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის სახელი ბიტკოინის შემდეგ.

ორშაბათს რიპლი ამაყობდა საბაზრო კაპიტალიზაციით, რომელიც 123 მილიარდ დოლარს აღემატებოდა დილის 4 საათსა და 30 წუთზე, მაგრამ 15 საათის შემდეგ რიპლმა თითქმის 40 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ამჟამად რიპლის ფასი ოდნავ აღემატება 2 დოლარს, Coinranking-ის უკანასკნელი გრაფიკები კი აჩვენებენ თითქმის 30%-იან ვარდნას უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში.

ბოლო ციფრები აჩვენებს, რომ XRP-მა თავისი მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში, მაგრამ უცნობია, შენარჩუნდება ეს ტენდენცია, თუ არა.

რატომ ეცემა რიპლი ასე სწრაფად?

რიპლის ოფიციალური პირები ამაში CoinMarketCap-ის გადაწყვეტილებას ადანაშაულებენ, რომლის თანახმად სამხრეთკორეული ბაზრების მონაცემები ამოღებულ იქნა ფასის გამოთვლის სისტემიდან.

რიპლის მთავარი კრიპტოგრაფი დევიდ შვარცი ტვიტერში CoinMarketCap-ს „პანიკის გაღვივებაში“ სდებდა ბრალს: „Coinmarketcap-ის გადაწყვეტილებამ, უგულებელყოს კორეული მონაცემები XRP-ის ნაჩვენები ფასიდან, გამოიწვია ფასის ვარდნა, რამაც პანიკას შეუწყო ხელი. ყურადღებით შეხედეთ მონაცემებს და ნუ დაიბნევით“.

ჯო დი პასკალი, BitBull Capital-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებდა, რომ რიპლი დაეცა, რადგან იყო „გადაფასებული“.

მან უთხრა Forbes-ს: „მისი ფასი თავიდანვე გადამეტებული იყო, ვინაიდან არსებობდა ჭორები მის გარიგებებთან მსხვილ ბანკებთან, და მისი ტოკენების დამატებაზე Coinbase-ზე. როდესაც ეს არ მოხდა, დამოკიდებულება შეიცვალა, და ინვესტორებმა დაიწყეს მისი გაყიდვა, როგორც კი ფასი 3 დოლარი გახდა“.

აღელვებულ მომხმარებლებთან ტვიტერში საუბრის დროს, ბ-ი შვარცი დაეთანხმა იმას, რომ კორეის ბირჟების ფასების ამოღებას „ჰქონდა აზრი“, მაგრამ დაამატა, რომ CoinMarketCap-ს უნდა გაეფრთხილებინა რიპლის ტრეიდერები, რომ მათ შეეძლოთ ცვლილებების კორექტირება.

ამავე დროს გრეგ დუაერმა, BitMex-ის ბიზნესის განვითარებისა და ბირჟების ოპერაციების ხელმძღვანელმა, განმარტა, რომ სამხრეთ კორეის ბირჟების ამოღებამ მასობრივი დაბნეულობა გამოიწვია.

„ყველა კრიპტოვალუტა სამხრეთ კორეაში 30%-ით მეტი ღირს“, - თქვა მან. „ამის ამოღების შემდეგ გამოვიდა, რომ საბაზრო კაპიტალიზაცია დაეცა 30%-ით, და ადამიანებმა დაიწყეს გაყიდვა, რადგან არ არიან დარწმუნებული, თუ რა ხდება“.

გაზრდილ სახელმწიფო რეგულაციებს შეეძლო თავისი როლის შესრულება რიპლის ბოლოდროინდელ ვარდნაში.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება შეპირდა კრიპტოვალუტებისთვის მიექცია ყურადღება, რამაც სპეკულანტებს ციფრულ სავალუტო ბაზარში რწმენა დააკარგვინა.

მაგრამ ნაემ ასლამმა, TF Global Markets-ის ბაზრის მთავარმა ანალიტიკოსმა უთხრა Bloomberg-ს, რომ ასეთი რეგულირება აუცილებელია ფასების სტაბილურობისთვის: ჩვენ გვჭირდება რეგულატორები, რომ ჩავუღრმავდეთ ამ სივრცეს, კორეული ბირჟები ჭკუიდან გადავიდნენ ფასის განსვლის თვალსაზრისით, ასე რომ ამ რეგულიციებმა შეიძლება ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყონ ხელი“.

მიუხედავად ბოლოდროინდელი ცვალებადობისა, რიპლის გენერალური დირექტორი ბრედ გარლინგჰაუსი დარწმუნებულია, რომ XRP-ს ჯერ კიდევ შეუძლია მსოფლიოში ფულის გადარიცხვის გზებში რევოლუციის მოხდენა.

ბ-ნი გარლინგჰაუსი არ ცდილობს იმ ფაქტის დამალვას, რომ რიპლი მჭიდროდ თანამშრომლობს დადგენილ ფანანსურ სერვისებთან. Fox News-თან საუბარში მან თქვა: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სისტემასთან, რადგან მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი მაინც დაუკავშირდება ხელისუფლებასა და ბანკებს. ხელისუფლება არსად არ მიდის. ბანკები არსად არ მიდიან. მოდით ვიმუშაოთ სისტემასთან, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მსოფლიოში ფულის გადარიცხვის მეთოდები და შევამციროთ პრობლემები“.

რიპლს ყურადღებას აქცევენ სხვა კრიპტო-კომენტატორები, რომლებიც გრძნობენ, რომ ბანკებთან დაახლოვება კრიპტოვალუტის იდეას ეწინააღმდეგება.

ერიკ ვორჰისმა, კრიპტოვალუტის ბირჟის ShapeShift გენერალურმა დირექტორმა თქვა: „კრიპტოვალუტის ტესტირება ბანკებში აზრს მოკლებულია - კრიპტოვალუტის მთელი არსი ასაა, რომ ბანკები არ არის საჭირო“.

ამავე დროს, მაიკლ გრემმა, Canaccord Genuity-ის ანალიტიკოსმა მოსაზრება გამოთქვა, რომ რიპლმა, შესაძლოა, დროს გაუსწრო.

CNBC-თან საუბარში მან თქვა: „რა თქმა უნდა, რიპლის ეკოსისტემა უნდა გახდეს გაცილებით დიდი, რომ გაამართლოს ის, სადაც XRP ამჟამად იმყოფება. მაგრამ მისი პრეცენდენტი სავსებით ნათელია, რაც განასხვავებს მას სხვა კრიპტოვალუტის აქტივებისგან“.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი