მაიკლ ნოვოგრაცის ოთხასმილიონიანი ფსონი: გიგანტური კრიპტოვალუტის ბანკის შექმნა

მილიარდერი ინვესტორი მაიკლ ნოვოგრაცი ბიტკოინს წინა წლის დასასრულს ჩამოშორდა ბაზრის ვოლატილობის გამო და, საბოლოო ჯამში, უარი განაცხადა თავის მოსალოდნელ კრიპტო-ჰეჯ-ფონდზე. მას შემდეგ ის დაბრუნდა ბაზრისთვის მნიშვნელოვანი განცხადებით სრული მომსახურების კრიპტოვალუტის ბანკის გახსნის გეგმების შესახებ, რომელსაც აღწერენ, როგორც ეკოსისტემის Goldman Sachs-ს, და ის თავის მთლიან კრიპტო-კაპიტალს - 400 მილიონ დოლარის ღირებულების აქტივებს ამ ამბიციურ პროექტს მოახმარს.

მაიკლ ნოვოგრაცი „ოლ-ინია“

ახალი წლის ჯერ მხოლოდ მეორე კვირა დაიწყო, მაგრამ კანადაში მდებარე Bradmer Pharmaceuticals-მა ხმაურიანი განცხადება გააკეთა თავისი ამბიციური პარტნიორობის შესახებ ცნობილ ინვესტორ მაიკლ ნოვოგრაცთან, როლის მიზანია კრიპტოვალუტის სავაჭრო ბანკის Galaxy Digital Holding-ის შექმნაა. აშშ-ს ახალ ამბებში აკრძალული, ხმამაღალი სახელის მქონე Galaxy Digital-ის, First Coin-ისა და Bradmer Pharmaceuticals-ის განცხადება ბიზნესის გაერთიანებისა და ბლოკჩეინის, ციფრული აქტივებისა და კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ, ინტერნეტ-სივრცეში 2018 წლის 9 იანვარს 08:10 EST გავრცელდა.

„შემოთავაზებული ტრანზაქცია შექმნის Galaxy Digital-ს, როგორც სრულ მომსახურებას, ციფრული აქტივების სავაჭრო ბანკს აქტივების მართვით, ინვესტიციებითა და ბიზნეს-მიმართულების კონსულტირებით“, აღნიშნული იყო განცხადებაში. Bradmer, First Coin Capital Corp. და Galaxy Digital შექმნიან სავაჭრო ბანკს, მისი საჯარო მითითებით TSX Venture Exchange-ზე, კანადის ელექტრონულ სატრეიდინგო პლატფორმაზე.

შობამდე ცოტა ხნით ადრე, News.Bitcoin.com წერდა ბ-ნი ნოვოგრაცის აღელვების შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო ბიტკოინის ფასის ვარდნით, რის შედეგაც მან გეგმები შეცვალა და უარი განაცხადა ისტორიულ კრიპტო-ჰეჯ-ფონდზე. „ჩვენ არ მოგვწონდა ბაზრის პირობები და გვინდოდა იმის გადაფასება, თუ რას ვაკეთებთ“, - ნათქვამია ამ ნაბიჯის განმარტებაში. „მე გონივრულად მიმაჩნია პაუზის ღილაკზე ხელის დაჭერა“, - თქვა მან, სიტყვა „პაუზის“ ხაზგასმით.

ამ დროს ეს პიროვნულია

ამჟამად „მაიკლ ნოვოგრაცის პირადი საინვესტიციო ბიზნესი Galaxy Digital მიმართულია ძირითად კაპიტალზე გადასასვლელად თავის კლასში საუკეთესო კომერციული საბანკო ბიზნესის შექმნის მიზნით, მომსახურების სრული სპექტრით, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სივრცეში“, - განმარტებულია განცხადებაში. ბ-ნი ნოვოგრაცი იქნება ის ადამიანი, რომელიც თავის ბიზნესში ინვესტიციებს ჩადებს. გაცილებით ადვილია სხვისი კაპიტალით გარისკვა და სულ სხვა საქმეა, როდესაც საუბარი შენს ქონებაზეა.

„Galaxy Digital გამოიყენებს თავის ღრმა კავშირებს ბიტკოინში, ეთერიუმსა და სხვა პროტოკოლის საზოგადოებებში, რომ ოთხი ძირითადი ბიზნეს-სეგმენტისგან მოგებას ბიძგი მისცეს“. ოთხ სეგმენტში იგულისხმება ვაჭრობა, ძირითადი ინვესტიციები, როგორიცაა მონეტების საწყისი შემოთავაზებები, მესამე პირების აქტივების მართვა, და ასევე First Coin-თან ერთად ისინი შექმნიან საკონსალტინგო ბიზნესს. სამართლებრივი და მარეგულირებელი დაბრკოლებების აღმოფხვრა უნდა დასრულდეს პირველი კვარტლის ბოლოს, პოპულარული RTO მეთოდის გამოყენებით, რათა მოხდეს ძვირადღირებული საჯარო შეთავაზებების თავიდან აცილება. არსებითად, ყველა კომპანია გადავა ახალ შეთანხმებაზე Galaxy Digital-ში „კაიმანის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად“.

ბ-ნი ნოვოგრაცი, „სავარაუდოდო, Bradmer-ის დირექტორთა საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება. ამის გარდა, საბჭოს ექნება კომიტეტები წესდებითა და წევრობით, TSX-V მოთხოვნების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი