ბიტკოინის ფასი ეცემა, ვინაიდან მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბაზარი ემზადება ვაჭრობის აკრძალვის კანონპროექტისთვის

·         სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრმა პარკ სანგ-კიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მზადდება კანონპროექტი ქვეყანაში ყველა კრიპტოვალუტის ვაჭრობის აკრძალვის შესახებ

·         პარკ სანგ-კიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით „დიდი საშიშროება“ არსებობს

·         ბიტკოინი 12-ზე მეტი პროცენტით დაეცა პარკის განცხადების შემდეგ

სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრმა ხუთშაბათს თქვა, რომ მზადდება კანონი, რომელიც აკრძალავს კრიპტოვალუტით ვაჭრობას ქვეყანაში.

ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს კრიპტოვალუტის სივრცისთვის, რადგან სამხრეთ კორეა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი მსხვილი მონეტებისთვის, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი.

დარგის ვებსაიტის CryptoCompare-ის თანახმად, ეთერიუმის 10%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეული ვონის წინააღმდეგ - რაც დოლარის შემდეგ საფიატო ვალუტის მეორე უმსხვილესი კონცენტრაციაა. ამავდროულად, ბიტკოინის 5% იყიდება ვონის წინააღმდეგ.

„არსებობს დიდი საშიშროება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით, და იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანოპროექტს ბირჟების საშუალებით კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა პარკ სანგ-კიმ პრესკონფერენციის დროს, იტყობინება სამინისტროს პრეს-სამსახური.

ბიტკოინი დაეცა 12-ზე მეტი პროცენტით პარკის განაცხადის შემდეგ, CoinDesk-ის ბიტკოინზე ფასების ინდექსის თანახმად, რომელიც ოთხი ბირჟიდან ფასს თვალს ადევნებს. ჰონკონგის დროით 13 საათსა და 26 წუთზე კრიპტოვალუტის ფასი დაეცა 13 357,7 აშშ დოლარამდე.

პარკმა დაამატა, რომ მას არ შეუძლია უფრო კონკრეტული დეტალების გამჟღავნება ქვეყანაში კრიპტოვალუტის ბირჟების დახურვის შესახებ, და დაამატა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება იმუშავებს ერთად ზომათა რიგის რეალიზაციის მიზნით.

მოგვიანებით Reuters-მა გამოაქვეყნა ოფიციალური წარმომადგენლის განაცხადება, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის აკრძალვის კანონპროექტის ანონსირება მოხდა „საკმარისი მსჯელობის შემდეგ“ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ფინანსთა სამინისტროა და ქვეყნის ფინანსური რეგულატორების ჩათვლით.

მოგვიანებით ახალი ამბების არხმა დაამატა, რომ ვირტუალური მონეტებით ვაჭრობის აკრძალვის კანონპროექტის წარდგენის შემდეგ საჭირო იქნება ეროვნული ასამბლეის 297 წევრის ხმათა უმრავლესობა მის მისაღებად, რაც წარმოადგენს პროცესს, რომელიც შეიძლება თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს.

კრიპტოვალუტებით ვაჭრობა სამხრეთ კორეაში ძალიან სპეკულაციურია და აზარტულ თამაშებს ჰგავს. ძირითადი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი მნიშვნელოვნად მაღალ ფასად იყიდება ქვეყნის ბირჟებზე, ვიდრე სხვა ადგილებში მსოფლიოში. მაგალითად, ბიტკოინის ფასი ადგილობრივ ბირჟაზე Bithumb შეადგენდა 17 169,65 დოლარს ერთი ტოკენისთვის, რაც 31%-ით მეტია CoinDesk-ის საშუალო ფასზე.

ფასებში ამ სხვაობას მრავალი ტრეიდერი „კიმჩის პრემიას“ უწოდებს.

ფაქტობრივად, მიმდინარე კვირის დასაწყისში დარგის მონაცემთა პროვაიდერმა CoinMarketCap-მა ტვიტერში დაწერა, რომ ამოიღებს სამხრეთკორეულ ბირჟებს ფასების გამოთვლის სისტემიდან „ფასების დიდი განსვლის გამო დანარჩენ მსოფლიოსთან“ და „არბიტრაჟის შეზღუდული შესაძლებლობის გამო“. ფასის გამოთვლის სისტემიდან ამოღებულ ბირჟებს შორის მოხვდა Bithumb, Korbit და Coinone.

CoinMarketCap: „დღეს დილით ჩვენ ამოვიღეთ ზოგიერთი კორეული ბირჟა ფასების გამოთვლის სისტემიდან ფასების უკიდურესი განსვლის გამო დანარჩენ მსოფლიოსთან და არბიტრაჟის შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ჩვენ ვმუშაობთ საუკეთესო ინსტრუმენტებზე, რომ შევთავაზოთ მომხმარებლებს საშუალო მაჩვენებლები, რომლებიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

წინა თვეში სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიამ განაცხადა, რომ კრძალავს კრიპტოვალუტის ბირჟებს ახალი სავაჭრო ანგარიშების გამოშვებით. თუ ბირჟა უშვებს ახალ ანგარიშებს, მაშინ ხელისუფლება უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი ზომები, და ან შეაწყვეტინოს ვაჭრობა, ან დახუროს ბირჟა, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომისიამ დაამატა, რომ ვინაიდან კრიპტოვალუტის ვაჭრობის უმეტესი ნაწილი ანონიმურად ხორციელდება, მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ თავისი ნამდვილი მონაცემები.

ხელისუფლებამ ასევე მიუთითა, რომ ის ყურადღებით თვალს ადევნებს ბანკებს და სწრაფად მიიღებს ზომებს საჭიროების შემთხვევაში, რომ შეზღუდოს სახსრების დინება კრიპტოვალუტებში.

ბიტკოინის აქციებმა სამხრეთ კორეაში მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო განცხადების შემდეგ. Omnitel-ის აქციები, რომელსაც აქვს ბიტკოინის გადარიცხვის სერვისი, დაეცა 30%-ით, Vidente-ის აქციები - 29,96%-ით, Digital Optics-ის - 13,7%-ით, ხოლო KPM Tech-ის აქციების ფასი დაეცა 5,48%-ით.

იუსტიციის მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირის დასაწყისში პოლიციამ და საგადასახადო სააგენტოებმა რეიდები ჩაატარეს ქვეყანაში უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟებზე გადასახადებისგან გადაუხდელობის გამო, თქვეს გამოძიებასთან დაახლოებულმა პირებმა Reuters-თან საუბარში.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი