პოპულარული მოსაზრების საპირისპიროდ, ეთერიუმი არ წარმოადგენს კრიპტოვალუტას (ანუ ციფრულ ან ვირტუალურ ვალუტას). თუმცა ის ეფუძნება იმავე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, როგორც კრიპტოვალუტები, ეთერიუმი იყენებს ამ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მისცეს დეველოპერებს, შექმნან განაწილებული აპლიკაციები, კონტრაქტები და სხვა. ეთერიუმის ქსელში გამოიყენება კრიპტოვალუტა ეთერი (Ether), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფაქტობრივი ფულის ალტერნატივის სახით, ბიტკოინის მსგავსად. და მაინც, ეთერის პირველადი დანიშნულებაა - მომხმარებლებს მისცეს საშუალება, გაიკვალონ გზა ეთერიუმის პლატფორმაზე და მოახდინონ ანგარიშსწორება აპლიკაციების შიგნით.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია, თავისი არსით, წარმოადგენს ყველა ტრანზაქციის საჯარო ჟურნალს. კრიპტოვალუტების შემთხვევაში, ყველა ტრანზაქციას აქვს ინდივიდუალური ბლოკი ბლოკების ჯაჭვში, ასეთივე ადგილი აქვთ ბალანსებსაც, რომლებიც მონეტების მფლობელებს ეკუთვნის. ანგარიშის მქონე ყველა ადამიანს აქვს პერსონალური გასაღები, რაც მას საშუალებას აძლევს, შეასრულოს ეს ტრანზაქციები, შემდეგ კი ისინი საჯარო ბლოკჩეინის ნაწილი ხდება. მაინერები ხსნიან რთულ მათემატიკურ ალგორითმებს, კრიპტოვალუტის ბლოკების გასახსნელად, და იღებენ მონეტებს ჯილდოს სახით. ეს ასე ეთერიუმის ქსელში ეთერის მონეტების შემთხვევაშიც ხდება.

ნებისმიერს შეუძლია ეთერის მოპოვება თავისი კომპიუტერიდან ღია საწყისი კოდის მქონე  უფასო პროგრამული უზრუნველყოფის საშულებით, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი ერთვება მონეტების აქტიურ მოპოვებაში, მაინინგის სირთულე მატულობს.

იმასთან ერთად, რომ ბიტკოინმა რევოლუცია მოახდინა ონლაინ-ტრანზაქციებში, მას თავისი ნაკლოვანებებიც აქვს. ჯერ ერთი, ტრანზაქციები ძალიან ნელია და პროცესი 10 წუთამდე დროს საჭიროებს. და მეორე, მონეტების რაოდენობას, რომელთა მოპოვება შეიძლება, აქვს ზედა ზღვარი - 21 მილიონი - და ის სწრაფად ახლოვდება, სტატიის დაწერის მომენტისთვის 16 მილიონ მონეტაზე მეტი იყო მოპოვებული. ამ პრობლემათაგან პირველის გადასაჭრელად, შესაძლებელია ეთერიუმის ტრანზაქციების თითქმის მყისიერად შესრულება. რაც შეეხება ბიტკოინების მეორე ნაკლს, ეთერის მონეტებს არა აქვს მსგავსი შეზღუდვა, ყოველ შემთხვევაში, კომპანიას ეს არ გაუმხელია ან არ გადაუწყვეტია.

ETH/USD არის ეთერიუმის, ან უფრო ზუსტად, ეთერის მონეტების ფასი აშშ დოლარებში. 2016 წელს ეთერიუმმა ზომიერი ზრდა აჩვენა, 2016 წლის დასაწყისში მისი ფასი შეადგენდა 1 დოლარს, 2016 წლის 31 დეკემბერს კი 7,98 დოლარს. 2017 წლის პირველ თვეებში მისი ფასი სტაბილურად იზრდებოდა, მაისში კი 100 დოლარის ნიშნული გადალახა. ერთ თვეში ფასი გასამმაგდა და გადალახა 300 დოლარის ზღვარი, რომელიც ნარჩუნდებოდა ნოემბრის შუა რიცხვებამდე, როდესაც ფასმა დაიწყო სწრაფი ზრდა და დეკემბრის 20-თვის შეადგინა 823 დოლარი.

ტრეიდერებს, რომლებსაც სურთ ეთერის შეძენა, მაგრამ თავს იკავებენ მაღალი ფასის გამო, შეუძლიათ შეიძინონ მონეტის ნაწილი. მაგალითად, თუ 1 ეთერის მონეტა ღირს 800 დოლარი, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ მონეტის 25% ანუ 0,25 200 დოლარად. თუ ETH/USD გაიზრდება 1500 დოლარამდე, მაშინ თქვენი 0,25-ის ღირებულება გახდება 375 დოლარი.

გაფრთხილება რისკის შესახებ: ისევე, როგორც ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაში, ეთერიუმით ვაჭრობას არანაირი გარანტია არ გააჩნია. თქვენი კაპიტალი საფრთხის ქვეშ ექცევა. ამ სტატიის შინაარსი წარმოადგენს ზოგად ინფორმაციას და არ არის გამიზნული საინვესტიციო ან სატრეიდინგო რჩევებისთვის.

დატოვე კომენტარი