Crypto Watch: კარდანოს (ADA) ფასი იზრდება 117%-ით 22 საათის განმავლობაში და უსწრებს IOTA-ს 10,4 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალით

„იაპონიის ეთერიუმმა“ გადაუსწრო IOTA-ს და გახდა მსოფლიოს #6 უმსხვილესი კრიპტოვალუტა 10,4 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალით.

მათთვის, ვინც ბაზრის ცვლილებებს თვალს არ ადევნებდა, ვიტყვით, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირა კრიპტოვალუტების სერიოზული ბუმით გამოირჩეოდა. ჯერ ერთი, ბიტკოინმა გადალახა 10 000 დოლარის ნიშნული, შემდეგ გასცდა 15 000 დოლარს, ახლა კი 19 000 დოლარის ფასს ინარჩუნებს, Cboe-ზე ბიტკოინის ფიუჩერსების გამოშვების შემდეგ. ლაიტკოინი გაიზარდა მხოლოდ 333%-ით 5 დღეში, შემდეგ გაიზარდა რიპლი 84%-ით ერთ დღეში. TRON-ის ფასი კი მოიმატა 500%-ით ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ კი ის კიდევ 110%-ით გაიზარდა.

დღეს კი კიდევ ერთმა მონეტამ მნიშვნელოვანი მოძრაობა განახორციელა: ADA-coin-მა.

რა არის ADA?

ADA არის Cardano-ს მონეტა, და თუმცა მათ, ვინც ახლა დაიწყო ბიტკოინსა და ლაიტკოინთან მუშაობა, შეიძლება იფიქრონ, რომ ADA მოულოდნელად გამოჩნდა, სინამდვილეში კარდანო 2015 წლიდან არსებობს. ეს არის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ-პროექტი სრულად ღია საწყისი კოდით, რომელიც სცდება ADA-ს ფარგლებს. ის დააარსა ჩარლზ ჰოსკინსონმა, ეთერიუმის თანადამფუძნებელმა, როდესაც ის თანამშრომლობდა კარდანოს ფონდთან.

ის, ვინც კარგად იცნობს ეთერიუმს, იცის ტერმინი „სმარტ-კონტრაქტის“ შესახებ. ვინც არ იცის, გაეცანით ამ პრაიმერს. კარდანოს მიზანია, გახდეს მოწინავე სმარტ-კონტრაქტის პლატფორმა, ახალი POS მეთოდის გამოგონებით, სახელად Ouroboros, რომელიც უფრო სანდო ფუნქციებს სთავაზობს, ვიდრე ეთერიუმი ან სხვა პროტოკოლები. ამგვარად, ADA, კარდანოს ქსელის კრიპტოვალუტა, მიზნად ისახავს უფრო ღრმა ფუნქციონალურ შესაძლებლობებს, ასევე უფრო სწრაფ, ეფექტურ და იაფ (ლაიტკოინის მსგავს) მუშაობას და ისეთივე „ღირებულების საცავს“, როგორსაც წარმოადგენს ბიტკოინი. ყველაფერი ერთ მონეტაში.

კარდანოს ზოგჯერ უწოდებენ „იაპონიის ეთერიუმს“, ვინაიდან ADA-ს მონეტების საწყისი შემოთავაზების მონაწილეთა 95% იყო იაპონელი, მაგრამ ის უფრო ცნობილია მისი კვლევებზე დაფუძნებული მიდგომების გამო, რომლებიც შედგება „მეცნიერთა და აკადემიკოსთა გლობალური გუნდისგან, რომლებმაც ზედმიწევნით შეისწავლეს ბლოკჩეინის სივრცე და ის, რაც მონეტას წარმატებულს ხდის“.

CoinMarketCap-ის თანახმად, 15 დეკემბერს ADA-ს ფასი იყო 0,20636 დოლარი, დღეს კი ფასი გაორმაგებულია, უკვე 0,447912 დოლარია. სტატიის დაწერის მომენტისთვის კი, ის შეადგენს 0,40251 დოლარს.

კარდანო ასევე დგას Daedalus-ის საფულის უკან, რომელიც ADA-ს მონეტის საფულეს წარმოადგენს, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება სხვა ვალუტების მხარდაჭერაც. კარდანოს უფრო ღრმა გაგებისთვის, უყურეთ ფრაგმენტს CryptoSlate-ზე სახელწოდებით „Why we are building Cardano“.

დატოვე კომენტარი