სამხრეთ კორეის იურიდიული ფირმა ებრძვის კრიპტოვალუტით ვაჭრობის ახალ „არაკონსტუტიცურ“ წესებს

იურიდიულმა ფირმამ „Anguk“, რომელიც მდებარეობს სეულში, სამშაბათს განაცხადა, რომ მან 30 დეკემბერს სამხრეთ კორეის მთავრობის ბოლოდროინდელ კრიპტოვალუტის სავაჭრო რეგულაციებთან, რომლებსაც „საკუთრების უფლების დარღვევა“ უწოდა,  დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა.

სარჩელში ნათქვამია, რომ გასულ კვირას გამოქვეყნებული მთავრობის რეგულაციები, რომლებიც კრიპტოვალუტით ვაჭრობას შეეხება და მიმართულია იმაზე, რომ სამხრეთ კორეაში ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობა გახდეს არაანონიმური, „არაკონსტიტუციურია“.

„Anguk“ ამტკიცებს, რომ ვინაიდან კრიპტოვალუტა ოფიციალურად არ ითვლება ვალუტად და ფინანსურ ინსტრუმენტად სამხრეთ კორეაში, არ არსებობს მათი რეგულირებისთვის შესაფერისი საფინანსო კანონი.

ჩონ ჰე-ჩანმა, ფირმის იურისტმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ვირტუალური ვალუტების სტატუსი - იქნება ეს საკუთრება, საქონელი ან აქტივების სხვა სახე - უნდა იყოს გადაწყვეტილი რეგულაციების შემოღებამდე:

„ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ რეგულაციები საჭიროა, მაგრამ რეგულირება უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც იქნება მიღებული შესაბამისი კანონები. პეტიცია ასევე წარმოადგენს მთავრობის მიმართ თხოვნას, პატივი სცეს ხალხის საკუთრებას და შემოიღოს რეგულაციები მხოლოდ სოციალური კონსენსუსის მიღწევის შემდეგ“.

უკანასკნელი რეგულაციები

28 დეკემბერს, სამხრეთ კორეის მთავრობამ გამოაცხადა თავისი გეგმები კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის ანონიმური ვირტუალური ანგარიშების გამოყენების აკრძალვის შესახებ „ვირტუალური სავალუტო სპეკულაციის აღმოფხვრის“ მცდელობაში, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Yonhap.

The Korea Times-ის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტების ბირჟების უმეტესობა ამჟამად საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ ვირტუალურ ანგარიშებს იყენებს, რადგან მათი საშუალებით უფრო ადვილია კლიენტთა ფულის განკარგვა.

20 იანვრიდან კლიენტებს მოუწევთ მხოლოდ ნამდვილი საბანკო ანგარიშების გამოყენება და კრიპტოვალუტების ბირჟებზე ანგარიშებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სახელები დეპოზიტებისა და თანხის გამოტანისათვის, ნათქვამია პუბლიკაციაში.

სამხრეთ კორეაში FOMO-ს მიერ მართული „კრიპტოვალუტის მანია“ გასულ კვირას გამოირჩეოდა Ripple-ის მნიშვნელოვანი ზრდით, რისი წყალობით ალტკოინი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მეორ

დატოვე კომენტარი