ყველას უნდა პასიური შემოსავალი, რომელშიც ცოტა დროსა და ენერგიას ჩადებს. იმისათვის, რომ ინვესტიციით მიღებულ შემოსავალზე იცხოვროთ, საჭიროა აქტივების დაგროვება. თავისთავად ეს საქმიანობა მძიმე არ არის, მაგრამ რთულია იმის გაცნობიერება, რომ არ უნდა გამოიყენოთ მისგან მიღებული შემოსავალი მანამ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს - ფინანსურ სიმშვიდეს. 
როცა თქვენ იწყებთ ინვესტირებას, აცნობიერებთ, რომ ეს არც ისე რთულია. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ გაარკვევთ, რომ გეგმის მიხედვით მოქმედება არც თუ ისე იოლი ყოფილა. უარყოფითი მომენტი არის ხანგრძლივი ინვესტირება, თუმცა მიღწეული მიზანი და დაზოგილი თანხა ამ საქმიანობის უდიდეს დადებით მხარედ ითვლება. გაითვალისწინეთ, რომ გარშემო მყოფი ადამიანები ყოველთვის ეცდებიან უარი გათქმევინონ ფულის დაზოგვაზე და ინვესტირებაზე. 
ჩვეულებრივ ასე ხდება მაშინ, როცა ცდილობთ თავი დააღწიოთ თქვენს წრეს. არსებობს ასეთი ქცევის ორი თეორია. ერთ-ერთი მათგანია ახლობლების ქვეცნობიერად შეჩერება, რომ არ დაუშვა შესაძლო შეცდომა. მაგრამ არიან ისეთი ნაცნობებიც, რომლებიც სხვებს სერიოზული ნაბიჯებისგან „იცავენ და ამას მხოლოდ შურის გამო აკეთებენ. 
არ ინერვიულოთ, ახლობლების უმეტესობა უბრალოდ უცოდინრობის გამო გააკეთებს ამას, უბრალოდ ბევრს საეჭვო საქმიანობად მიაჩნია ეს ყველაფერი და შესაბამისად ცდილობენ გადაგვაფიქრებინონ ინვესტიციის გაკეთება. თუმცა ხშირია ზემოთხსენებული შემთხვევები, როცა ლიდერის შურთ და მიზანმიმართულად უშლიან წინსვლაში ხელს. 
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ცხოვრების დონის ამაღლება, ნუ შეწყვეტთ წინსვლას წარმოქმნილი დაბრკოლებების გამო. საჭიროა ყველა პრობლემის გადაჭრა. გარშემომყოფთა სკეპტიციზმი ერთ-ერთი ნეგატიური მხარეა, ამიტომ პრობლემების დამალვის ნაცლვად საჭიროა მათი ერთიანი ძალებით მოგვარება. 

დატოვე კომენტარი