ფედკოინი შეიძლება მალე გამოვიდეს, მაგრამ წარმოადგენს თუ არა ის გამოწვევას ბიტკოინისთვის?

„Fedcoin“-ის, კრიპტოვალუტის, რომლის სპონსორია აშშ და ის იმართება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს. „წარმოდგინეთ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა, როგორც ძირითადი დეველოპერი, ხელმისაწვდომს ხდის ღია საწყისი კოდის მქონე ბიტკოინის მსგავს პროტოკოლს (შესაბამისად მოდიფიცრებულს), სახელად ფედკოინი“, - 2015 წელს თქვა სარეზერვო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა. იდეა ასევე მიმზიდველი გახდა ევროპაში, საბერძნეთის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, და განსაკუთრებით განიხილებოდა „ევროკოინის“ კონტექსტში საბერძნეთის ფინანსების ყოფილი მინისტრის იანის ვარუფაკისის მიერ.

ამ წლის დასაწყისში, ნობელის პრემიის მფლობელმა ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა განაცხადა, რომ მასძალიან მაგრადსწამს, რომ აშშ- შეუძლია და უნდა გადავიდეს ციფრულ ვალუტაზე და ფიზიკურზე უარი თქვას. მიუხედავად იმისა, რომ სტიგლიცი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინის ძირითად გამოყენებასაგადასახადო ორგანოებისა და რეგულირების გვერდის ავლა წარმოადგენდა“, ის, როგორც ჩანს, მხარს უჭერდა ციფრული ვალუტის ტექნოლოგიას მთავრობის სასარგებლოდ.

„ტექნოლოგიას, რომელიც ბიტკოინს უდევს საფუძვლად, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ფულზე ვფიქრობთ“, - თქვა კემპბელ რ. ჰარვიმ, დიუკის უნივერსიტეტის ფუქუას ბიზნეს-სკოლის ფინანსების პროფესორმა „Washington Post“-თან საუბარში. „ეს მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეწყვეტს ქაღალდის ფული არსებობას“.

ჰარვის თქმით, ფიზიკური ფულის - ნარკორეალიზატორებისა და შავი მარკეტინგის რეზერვის - არსებობის შეწყვეტა ეროვნული კრიპტოვალუტის მთავარ უპირატესობად იქცევა, ვინაიდან დამნაშავეებს გაუჭირდებათ ფულის დამალვა და გათეთრება, თუ ყველა ტრანზაქცია იქნება მთავრობის ბლოკჩეინზე ჩაწერილი.

პოტენციური კონფიდენციალურობა არ არის სასურველი სახელმწიფო კრიპტოვალუტებისთვის. პირიქით, როგორც ამტკიცებს ჰარვი, ციფრული ვალუტების შემოღება შეიძლება განპირობებულ იყოს ნაღდი ფულის ანონიმურობის აღმოფხვრის სურვილით. მეორე მხრივ, მომავალი ფედკოინის მსგავს, სრულად ელექტრონულ ეკონომიკაში ადვილი სავარაუდოა, რომ ადგილი ექნება ძლიერ შავ ეკონომიკას, რომელიც მხარდაჭერილი იქნება კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტებით, როგორიცაა ბიტკოინი, მონერო და სხვა ალტერნატივები, რომლებსაც შეუძლია მტკიცე ანონიმურობის უზრუნველყოფა.

„მიუხედავად აზრისა, რომ ბიტკოინი გამოიყენება არალეგალური ტრანზაქციებისთვის, ბიტკოინი არ არის ანონიმური, და კრიმინალებს, რომლებიც იყენებენ მას, ხშირად არ ესმით, რომ მათი ტრანზაქციები იწერება“, - აღნიშნავს ჰარვი. ფაქტობრივად, თუმცა ბიტკოინის მისამართი არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან, ბლოკის ქსელურ ანალიზს ხშირად შეუძლია ბიტკოინის მომხმარებელთა დეანონიმიზაცია. სამართალდამცავი ორგანოების მხარდასაჭერად, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Chainalysis და Elliptic, სთავაზობენ ბლოკჩეინის ქსელური ანალიზის რთულ ინსტრუმენტებსა და სერვისებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბიტკოინის ტრანზაქციების თვალის დევნებასა და მომხმარებელთა დეანონიმიზაციას.

ბოლო პრეზენტაციაში ჰარვიმ განსაზღვრა ფედკოინი, როგორც „ციფრული ამერიკული დოლარი, სადაც ტრანზაქციების სრული ისტორია ჩანს ფედერალურ სარეზერვო სისტემაში ფედ-ბლოკჩეინის საშუალებით“. ბლოკჩეინის ეს ტექნოლოგია, რომელიც თავიდან ითვლებოდა სახელმწიფო კონტროლისგან თავის დაღწევის ლიბერტალურ საშუალებად და შეიძლება გამხდარიყო მკვლელი აპლიკაცია ხელისუფლებისთვის, რომელსაც სურდა მოქალაქეებზე კონტროლი, ასევე გადასახადების აკრეფის და დაცვის უზრუნველყოფა, არარეალური ჩანს, მეტი რომ არ ვთქვათ.

სინამდვილეში, როგორც ლიბანის ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა საიფედიან ამოუსმა „Bitcoin Magazine“- განუცხადა, „ბიტკოინის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ატარებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ანგარიშსწორებას წინასწარ განსაზღვრული პროგრამული უზრუნველყოფის მიხედვით, მესამე მხარის კონტროლის გარეშე. ეს ცენტრალური ბანკის არსებობას აზრს უკარგავს და ცენტრალური ბანკების მისიის ანათემას წარმოადგენს, აკონტროლოს მონეტარული პოლიტიკა და მოახდინოს ფულის ნაკადების ზედამხედველობა“.

თავის პრეზენტაციაში ჰარვიმ ეკონომისტ კენეტ როგოფის 2016 წლის წიგნის „The Curse of Cash“ ციტირება მოაცდინა, რომელშიც სთავაზობს თანდათანობით უარი ვთქვათ ნაღდ ფულზე, საბოლოო ჯამში მიმოქცევაში მხოლოდ წვრილი ბანკნოტებისა და მონეტების დატოვებით, და ელექტრონულ ფულზე გადასვლას, რომელიც შეიძლება „ვირტუალური ვალუტა ბიტკოინის სახელმწიფო ვერსია იყოს“.

თუმცა როგოფს არ სჯერა, რომ დღევანდელი კრიპტოვალუტების „პოტენციურად დამანგრეველი“ ტექნოლოგია საკმაოდ მომწიფებულია, მას მიაჩნია, რომ ახალი თაობის  „ბიტკოინი 3.0“ შეიძლება მთავრობის მიერ კონტროლირებადი ციფრული ვალუტის მანიშნებელი იყოს. „თუ კერძო სექტორი მოიფიქრებს გაცილებით უკეთეს საშუალებას გააკეთოს რამე, მთავრობა საბოლოო ჯამში მოერგება ამას და მოგების მიზნით მოახერხებს რეგულაციებს“, - ამბობს როგოფი.

ამუსი არ ეთანხმება ასეთ არგუმენტებს: „ერთადერთი, რაც შეიძლება ცენტრალურმა ბანკებმა გააკეთონ ბიტკოინით, - ეს არის მისი, როგორც ფულადი სარეზერვო აქტივის დაგროვება. რაღაც მომენტში მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები იკითხავენ, ხომ არ არის უკეთესი აპოლიტიკური ბიტკოინის, და არა სხვა ქვეყნების ეროვნული ვალუტების შენახვა?“

„ფედკოინის იდეა წარმოადგინა სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ანდოლდატომ, პირველ P2PFISY სემინარზე, რომელიც მე მოვაწყვე ფრანკფურტში 2015 წელს“, - თქვა პაოლო ტასკამ, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის უნივესიტეტის კოლეჯის ლონდონის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა „Bitcoin Magazine“-თან საუბარში.

„ალტერნატიული ანგარიშსწორების სასარგებლოდ ნაღდ ფულზე უარის თქმის იდეა ახალი არ არის. 1900-მდელი უტოპიური მოაზროვნეები დიდ ძალისხმევას ხარჯავდნენ იმ გზის მოსაძიებლად, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა, უარი ეთქვათ იმაზე, რასაც რობერტ ოუენი უწოდებდა „ფულის გიჟურ საიდუმლოებას“. უკანასკნელ წლებში ეკონომისტებმა ასევე დაიწყეს უნაღდო საზოგადოების ცხოვრების უპირატესობების შესწავლა, განსაკუთრებით ცენტრალური ბანკების როლთან და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებასთან მიმართებაში“.

სხვა მთავრობები და ცენტრალური ბანკები განიხილავენ ფედკოინის თავის ვერსიებს. შვედეთის ცენტრალური ბანკი Riksbank განიხილავს საკითხს იმის შესახებ, უნდა თუ არა ქვეყანას, შემოიღოს ფულის წმინდა ციფრული ფორმა, მხარდაჭერილი სახელმწიფოს მიერ, სავარაუდოდ, გამანაწილებელი სარეგისტრაციო ტექნოლოგიის (DLT) გამოყენებით. შემოთავაზებული ელექტრონული კრონა იქნება ნაღდი ფულის დანამატი და იმუშავებს ანგარიშსწორების საშუალების, აღრიცხვის ერთეულისა და ღირებულების შენახვის სახით. აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფულის გამოყენება შვედეთში მცირდება და ქვეყანა შეიძლება სრულად გადავიდეს უნაღდო ანგარიშსწორებაზე უკვე ხუთ წელიწადში.

Riksbank არ არის ერთადერთი ცენტრალური ბანკი, რომელიც უშვებს საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობას. სინგაპურის, პაპუა-ახალი გვინეის, კანადისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები ასევე განიხილავენ მსგავს ნაბიჯებს. განსაკუთრებით საინტერესოა კანადის ბანკის მიერ გამოშვებული დოკუმენტი, რომელიც განიხილავს შესაძლო ბიტკოინის სტანდარტს, რომელიც ოქროს სტანდარტის ანალოგიურია. ფინეთის ბანკის მიერ გამოქვეყნებული სადისკუსიო დოკუმენტი, რომელიც  აღწერს ბიტკოინს, როგორც რევოლუციურ გამაოგნებელ ეკონომიკური სისტემას, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბანკი ინტერესით განიხილავს თავისი ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობას. ჩინეთის ცენტრალური ბანკიც კი ფრთხილად სინჯავს ციფრულ ვალუტას.

„სხვა ცენტრალური ბანკები (მათ შორის ინგლისის ბანკი, კანადის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი) შეისწავლიან ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის იდეას, როგორც არასტანდარტულ ფულად ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია ცენტრალური ბანკების უნარის გაუმჯობესება, მოახდინოს ინფლაციისა და ბიზნეს-ციკლის სტაბილიზაცია, ასევე ახალი საგადასახადო არხის სახით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ანგარიშსწორების ქსელის თვალის დევნება და ცალკეული პირების გადახდების ისტორიის ჩაწერა“, - დაამატა ტასკამ.

როგორც ჰარვის, ასევე როგოფის თანახმად, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ მოსწონს ხელისუფლებას ეროვნული კრიპტოვალუტის იდეა, ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძალაუფლების გამყარების საშუალება, ეკონომიკის მართვის ხელშეწყობის მიზნით, მაგალითად, უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების დაწესების გამარტივებით,

ჰარვი აღნიშნავს, რომ, თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა ოდესმე მიიღებს საკუთარ კრიპტოვალუტას, ის იქცევა ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების მსხვილ (და გაცილებით ნაკლებად ცვალებად) კონკურენტად. „სინამდვილეში, გაურკვეველია, სურს თუ არა ფედკოინს ეს შეჯიბრი, ფედერალურ სარეზერვო სისტემას კი შეუძლია ისეთი ნორმატიული გარემოს დაწესება, რომელიც დახრის სათამაშო მოედანს“, -აფრთხილებს ჰარვი.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი