2018 წლის Ripple-ის ფასის პროგნოზი XRPUSD-გან

იმ დროს, როდესაც ბიტკოინი კრიპტოვალუტის რბოლაში ლიდერობს, ჩვენ შევხედოთ სხვა პერსპექტიულ ალტკოინს - Ripple -ს. დღეს ჩვენ განვიხილავთ Ripple-ის ფასის პროგნოზს 2018 წლისთვის.

ჩვენ დავიმახსოვრებთ 2017-ს, როგორც კრიპტოვალუტის გიჟური რბოლის წელს, რომელშიც ლიდერობენ ბიტკოინი და ეთერიუმი. და მაინც, სხვა ციფრული ვალუტებიც კარგ შედეგს აჩვენებენ - Ripple და Litecoin საკმაოდ პოპულარულები გახდნენ ბოლო თვეების განმავლობაში.

კრიპტოვალუტები - ახალი უსაფრთხო თავშესაფარი

იმ დროს, როდესაც ბაზარი გადატვირთულია ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასების ანალიზით, ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება მიგვექცია ალტკოინებისთვის, რომლებიც ასევე იზრდებიან. Ripple-ის ამ ანალიზის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ ამ ვალუტის 2018 წლის პროგნოზზე.

კრიპტოვალუტის ტოპ-ათეულში მომავალ წელს მოხვდება ის ვალუტა, რომელიც უკვე წელს კარგ შედეგებს აჩვენებდა. ბიტკოინი, პირველი კრიპტოვალუტა, სწრაფად იზრდება. რაც შეეხება Ripple-ს, მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მისი ბაზრის განვითარების კოპირება სხვა ალტკოინების მიერ შეუძლებელია. ამრიგად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უახლოეს წლებში Ripple ბევრად უკეთეს შედეგს წარმოადგენს.

კრიპტომანია შთამბეჭდავ ზომებს მიაღწია უსაფრთხო თავშესაფარის მოთხოვნის წყალობით - ახლა ინვესტორები მიმართავენ ციფრულ ვალუტებს გაურკვევლობის პერიოდებში.

XRPUSD-ის პროგნოზი

ამჟამად Ripple-ის (XRP) საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 10,3 მილიარდ დოლარს. ეს ნიშნავს წელიწადში ფასის მომატებას 4000 პროცენტზე მეტით.

როგორც თქვენ უკვე იცით, Ripple უნიკალური კრიპტოვალუტაა. მაგალითად, თუ თქვენ აგზავნით ფულს საზღვარგარეთ, თქვენ იყენებთ SWIFT მომსახურებას. SWIFT არის სუბიექტი სასაზღვრო ტრანსფერების მონოპოლიით. თუმცა Ripple-ის აქვს პოტენციალი ასეთი სისტემის აღმოფხვრისთვის. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ Ripple არის Swift-ის კონკურენტი.

Ripple-ის ტექნიკური დირექტორის სტეფან ტომასის თანახმად: „Ripple წარმოადგენს ფულის გლობალური გადაგზავნის უპრობლემო გამოცდილებას ბლოკჩეინის გამოყენებით. RippleNet-ის საშუალებით საფინანსო დაწესებულებებს შეუძლია თავისი მომხმარებლების გადარიცხვების დამუშავება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მყისიერად, სანდოდ და ეკონომიკურად ეფექტურად მხოლოდ API-ს საშუალებით.

Ripple ერთადერთი ბლოკჩეინის ქსელია ნამდვილი მომხმარებლებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ 90 მომხმარებელთან მთელ მსოფლიოში, ხოლო 75  იმყოფება Ripple-ის კომერციული მიზნებით მომსახურების გაშლის სხვადასხვა ეტაპზე“.

2018 წლის Ripple-ის ფასის პროგნოზი

ბ-ნი ტომასის სიტყვებით, ფული უნდა სწრაფად მუშავდებოდეს და იგზავნებოდეს ისევე მყისიერად, როგორც ხდება მსოფლიოში მონაცემების გადაცემა. ეს არის ზუსტად ის, რაც შეუძლია Ripple-ის. ბ-მა ტომასმა დაამატა: „XRP-ის აქვს გამოყენების ნათელი პრეცედენტი. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული აქტივი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. ის განკუთვნილია საფინანსო დაწესებულებების მიერ გამოყენებისთვის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების მოთხოვნით ლიკვიდობის გადაწყვეტისთვის.

მაგალითად, გადარიცხვები განვითარებად ბაზრებზე შეიძლება მოითხოვდნენ რამდენიმე სავალუტო ტრეიდერს - დამატებით ღირებულებას - ან წინასწარ არსებულ ადგილობრივ სავალუტო ანგარიშებს, რაც ხშირად იწვევს კაპიტალის შეკავებას. ამის მაგივრად, გადარიცხვის პროვაიდერებმა და ბანკებმა შეიძლება გამოიყენონ XRP ამ გადარიცხვების ფინანსირებისთვის მოთხოვნით, შუამავლების გარეშე, 60%-ზე ნაკლები ხარჯით რეგულირებისთვის“.

იმ შემთხვევაში, თუ Ripple-თვის ყველაფერი კარგად იქნება და გლობალური ინსტიტუტები ფართოდ გაავრცელებენ მას, ჩვენ დავინახავთ მის ზრდას 2 დოლარამდე 2018 წლის დასასრულისთვის. ერთადერთ პრობლემას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, წარმოადგენს კომპანია, რომელიც აკონტროლებს XRP-ის მარაგ

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი