2018 წლის Ripple-ისა და Bitcoin Cash-ის ფასის პროგნოზი 

ჩვენ ვუახლოვდები 2017 წლის დასასრულს და 2018 წლისგან ყველა უკეთესს მოელის. ამ დროს კი იმედები კრიპტოვალუტის სექტორში მაღალია. აქ ჩვენ განვიხილავთ ორ ალტკოინს, რომელიც ბაზრის პოტენციურ მოთამაშედ გვევლინება და ინვესტორების დიდ ყურადღებას იზიდავს. მოდით, შევხედოთ Ripple-ისა და Bitcoin Cash-ის ფასის 2018 წლის პროგნოზს.

27 ნოემბერი, AtoZForex - Bitcoin Cash-ისა (BCH) და Ripple-ის (XRP) ფასის მკვეთრმა ზრდამ აჩვენა, რომ ალტკოინზე მოთხოვნა დიდია. ამ დროს Bitcoin Cash-ისა და Ripple-ის ფასის პროგნოზი- ის თემებია, რომელზეც საუბრობს კრიპტოვალუტის მთელი საზოგადოება.

ორივე ალტკოინს მსგავსი მახასიათებლები აქვს, ასევე ორივე გამოირჩევა ტრანზაქციების დამუშავების დაბალი ფასით. არის ალბათობა, რომ მომავალში იქნება შესაძლებელი ციფრული ვალუტის ბანკომატიდან მიღება. თუ ეს მოხდება, ინვესტორების ნდობაზე ზეგავლენა, რა თქმა უნდა, იქნება საკმაოდ დიდი. ეჭვი არ არის, ორივე ალტკოინი 2018 წელს აუტსაიდერის რანგში შეხვდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, არავის შეუძლია წინასწარმეტყველება, რომელი ალტკოინი გააგრძელებს ზრდას, რომელი კი დაეცემა. შევხედოთ, რას მოგვიტანს 2018 წელი.

არიან თუ არა Bitcoin Cash და Ripple წინა ხაზის მრბოლელები 2018 წლისთვის?

როდესაც ბიტკოინ-ქეშმა განტოტა ორიგინალური ბიტკოინი, ახალ ციფრულ ვალუტას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ფაქტობრივად, ყველა ფიქრობდა, რომ დროთა განმავლობაში ის გაქრება. დიახ, მან სრულიად საპირისპირო გააკეთა, ფასის უკვე 300%-ით გაზრდით. ეს ჰარდ-ფორკი აქამდე წარმატებული იყო - BHC-ის ფასი მკვეთრად გაიზარდა Segwit2x-ის გაუქმების ხარჯზე.

ბიტკოინ-ქეშით გატაცება კრიპტოვალუტის ბაზარზე აგვისტოში მისი გამოჩენიდანვე დაიწყო. თუმცა თავიდან ბიტკოინ-ქეში არ იყო წარმოდგენილი ალტკოინის სახით. ის წარმოადგენდა ბიტკოინის ჰარდ-ფორკს. მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანები მიხვდნენ, რომ მისი თვისებები განსხვავდება ბიტკოინისგან. BCH სადებეტო ბარათით გადახდის პროცესორების მიღება, როგორიცაა Bitwala, მას უნიკალურს ხდის კრიპტო-ბაზრის სამყაროში.

ბიტკოინ-ქეშის ტრანზაქციების დამუშავების მეთოდი უფრო სწრაფია და ხელმისაწვდომი ბიტკოინის მომხმარებლებისთვის. ამ ყველაფერს კი იმასთან მივყავართ, რომ ბიტკოინ-ქეში ბაზრის სათავეში მოიქცევა 2018 წელს.

სხვა ალტკოინი, Ripple, ასევე იმყოფება იმავე ხაზზე - ვალუტა მყარად იზრებობდა წინა კვირის განმავლობაში. ბევრი ციფრული სავალუტო ინვესტორი ნადირობს ახალ დიდ ალტკოინებზე, ვინაიდან იმედოვნებს იპოვოს ახალი ბიტკოინი კარგ ფასად. რიპლი (XRP) საუკეთესო კანდიდატია.

ამჟამად მონეტა წარმოადგენს ყველაზე შეუფასებელ ვალუტას კრიპტო-ბაზრის ვალუტების ტოპ-ოთხეულში. ეს ძალიან კარგი მიზეზია რიპლში ინვესტირებისთვის.

2018 წლის Bitcoin Cash-ის ფასის პროგნოზი

ბიტკოინის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ექსპერტმა რონი მოასმა გაზარდა ბიტკოინის ფასის თავისი პროგნოზი 11 000 დოლარიდან 14 000 დოლარამდე. და მაინც, ბიტკოინ-ქეშის პროგნოზი 2500-3500 დოლარის ფარგლებშია 2018 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის, წლის პროგრესირებასთან ერთად კი ფასი სულ უფრო იზრდება.

ბიტკოინ-ქეშმა თავის რეკორდულ დონეს - 2 500 დოლარს - მიაღწია 12 ნოემბერს, როდესაც ბიტკოინის ფასი დაეცა. იმ ფაქტის, რომ ბიტკოინის მასშტაბირების შეზღუდვები ჯერ კიდევ არსებობს, და ბიტკოინ-ქეშის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, ბევრმა დაიწყო ბიტკოინის მომავალზე ღელვა.

2018 წლის Ripple-ის ფასის პროგნოზი

ამ ალტკოინს ბევრი შესანიშნავი სიახლე აქვს. რიპლს შეუძლია წამში 1500 ტრანზაქციის დამუშავება, ბიტკოინს კი - მხოლოდ შვიდის. მისი ტექნოლოგია საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს საერთაშორისო გადახდის სისტემები ღირებულების შემცირებისა და მყისიერი გადაცემის გამო. ფაქტობრივად, ინდუსტრიის ზოგიერთი გიგანტი უკვე თანამშრომლობს მასთან.

მეტიც, რიპლი უკვე არის ბევრი ბანკის კარგი მეგობარი უფრო იაფი და სწრაფი ტრანზაქციების გამო, ვიდრე ტრადიციული მეთოდები. ბევრი წამყვანი ბანკი იყენებს რიპლის ტექნოლოგიას თავისი ანგარიშსწორების ინფრასტუქტურაში. ამრიგად, ეჭვი არ არის, რომ მონეტა 2018 წლის ლიდერი იქნება.

მოსალოდნელია, რომ 2018 წელს რიპლის ფასი გადალახავს 2 დოლარის ბარიერს. XRP-ის ვაჭრობის მოცულობა არ უახლოვდება ბიტკოინსა და ეთერიუმს, თუმცა სპეკულაციური აქტივობის ზრდამ შეიძლება მისი ფასი 4-5 დოლარამდე გაზარდოს.

 რა ღირს Bitcoin? 

რა ღირს Ripple?

დატოვე კომენტარი