მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიტკოინის საიტის დამაარსებელმა ყველა თავისი ბიტკოინი გაყიდა და კრიპტოვალუტას „ვირტუალურად უსარგებლო“ უწოდა

ემილ ოლდენბურგმა, Bitcoin.com-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა, თქვა, რომ ბიტკოინი ყველაზე სარისკო ინვესტიციაა, რომელიც შეიძლება განახორციელო, მისი ბოლოდროინდელი ფასის ზრდის მიუხედავად.

ვალუტის გურუმ მაღალი გადასახადები და ტრანზაქციების ლოდინის ხანგრძლივი დრო თავისი ბიტკოინების გაყიდვის მიზეზად დაასახელა.

ბ-მა ოლდენბურგმა თქვა, რომ ის გადადის ბიტკოინ-ქეშზე, ახალ ვალუტაზე, რომელიც აგვისტოში გამოვიდა.

მან უთხრა შვედურ ტექნიკურ საიტს Breakit: ამჟამად ინვესტიციები ბიტკოინში, ასე ვიტყოდი, ყველაზე სარისკო ინვესტიციებია, რომლებიც შეიძლება განახორციელოთ. ეს უსაზღვროდ მაღალი რისკია.

ახლახანს მე ნამდვილად გავყიდე ყველა ჩემი ბიტკოინი და გადავედი ბიტკოინ-ქეშზე“.

ბ-მა ოლდენბურგა განმარტა: „ბიტკოინის გადაცემა საფონდო ბირჟებზე და უკან ძალიან ძვირია.

როდესაც მე გავყიდე ჩემი ბიტკოინები, მე მომიწია 50 დოლარის გადახდა და 12 საათი ლოდინი ტრანზაქციის განხორციელებისთვის. ეს სრულად უსაფუძვლოა.

ხელმძღვანელმა და ვებსაიტის bitcoin.com თანადამაარსებელმა, რომელიც ეხმარება ინვესტორებს კრიპტოვალუტის შეძენაში, თქვა, რომ კომპანიამ შეწყვიტა ახალი სერვისების შემუშავება ბიტკოინის ძველი ქსელისთვის და ახლა ძირითადად ფოკუსირებულია ბიტკოინ-ქეშზე“.

ბ-მა ოლდენბურგმა თქვა, რომ ბიტკოინ-ქეშს გაცილებით ნაკლები გადასახადი აქვს.

ბიტკოინის ძველი ქსელი პრაქტიკულად გამოუსადეგარია გამოყენებისთვის, - თქვა მან. გადაწყვეტილება ბიტკოინ-ქეშია, აი აქ ვხედავ მე მომავალს.

იმ დროს, როდესაც ბიტკოინის ღირებულება გაიზარდა იანვრის 1000 დოლარიდან 18 000 დოლარამდე, ფინანსური ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ეს შეიძლება ცრემლებით დასრულდეს.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც მუშაობს ცენტრალური ბანკისა ან ერთიანი ადმინისტრატორის გარეშე.

ტრანზაქციები პირდაპირ სრულდება, კრიპტოგრაფიის საშუალებით და იწერება საჯარო გამანაწილებელ წიგნში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება.

რა არის ბითქოინის ღირებულება????

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი