როგორ შეცვალა კოდის ერთმა ხაზმა ჩემი ცხოვრება 

იყო 2012 წელი და ჩემს კარიერაში წინსვლა არ ჩანდა. იმ დღეს თანამშრომელმა ოტო ლომბარდომ მაჩვენა კოდის ერთი ხაზი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს არის ისტორია, თუ როგორ გავხდი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი.

კომპიუტერები ჩემი ბიძაშვილის წყალობით გავიცანი, როდესაც შორეულ 1992 წელს ვთამაშობდით თამაშს Street Rod. ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული. მახსოვს, როგორ ვთხოვდი დედაჩემს, რომ მის სახლში წავეყვანე, რომ ისევ და ისევ შემძლებოდა თამაში. დედამ კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე ჩამწერა, სადაც შევისწავლე DOS, Windows 3.1, Lotus 123, DBase! მაშინ მხოლოდ 10 წლის ვიყავი! მე ადრე მივდიოდი გაკვეთილებზე, კომპიუტერთან მეტი დრო რომ გამეტარებინა. ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე მშობლებმა შეძლეს ჩემთვის კომპიუტერის ყიდვა. მახსოვს უსასრულო დღეები, როდესაც ვთამაშობდი Carmen San Diego-ს.

ახლა კი რამდენიმე წლით მომავალში გადავინაცვლოთ. მე არგენტინიდან შეერთებულ შტატებში ჩამოვედი, როდესაც 15 წლის ვიყავი. დაახლოებით ერთი წელი ველოდი, ვიდრე ჩემი მშობლები მიყიდდნენ ჩემს პირველ კომპიუტერს, შავი ფერის Sony-. ის საოცარი იყო! და იყო ერთი რამ, სახელად ინტერნეტი, იყო 1999 წელი და მე ღამეებს ვატარებდი Notepad-ში საიტების წერით, შემდეგ ვტვირთავდი მათ AngelFire ჰოსტინგის სერვისში. ოქროს CD- კი მივიღე, ბილ გეიტსისა და სტივ ბალმერის ავტოგრაფით MSN-ის ტესტირებისთვის. ეს მშვენიერები დღეები იყო, ბევრს ვხალისობდი, ზოგჯერ ვჰაკერობდი კიდეც და შესანიშნავად ვგრძნობდი თავს.

ორიოდე წელიწადში მე გადავწყვიტე ჩემი კომპიუტერის შეკეთება, ვისწავლე რამდენიმე ხრიკი და მოულოდნელად ნიუ-იორკში კომპიუტერულ კომპანიაში გასაუბრებაზე აღმოვჩნდი. ოჰ! მე შევედი იქ და დავინახე კომპიუტერის ნაწილებით სავსე კალათები, მე მივაღწიე დანაპირებ მიწას, მე გავხდი ქსელის ინჟინერი და, უნდა ვთქვა, მე შემიძლია კომპიუტერთან/ქსელთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა, მე ამ საქმეში კარგი ვიყავი, მაგრამ ის არ მაკმაყოფილებდა. მე ყოველთვის მომწონდა რაღაცების შექმნა და ახლა მივხვდი, რომ კარიერა, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, იყო დაკავშირებული მხოლოდ შეკეთებასთან, და არა შექმნასთან. და ზუსტად მაშინ ეს მოხდა. თანამშრომელმა მანახა კოდი Delphi-ში, რომელსაც შეეძლო შეტყობინების Hello Ricardo! ბეჭდვა. ეს ნამდვილი მაგია იყო! ზუსტად ის, რაც მე მინოდა, მე მაშინვე მივხვდი, რომ მინდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი გავხდე. წავედი სახლში, ჩამოვტვირთე delphi და ერთ კვირაში  მე მქონდა პროგრამული უზრუნველყოფის იგივე ინტერფეისი, როგორც სამსახურში. მე პროგრამის მთავარი დეველოპერიც კი მოვატყუე, რომელმაც იფიქრა, რომ მე გავტეხე პროგრამა და შევცვალე მენიუ. ეს ძალიან სასაცილო იყო!

მაგრამ ახლა რა? უნდა გავაგრძელო Delphi- სწავლა? და თუ მომინდება ჩემს მირ შემუშავებული პროგრამის გაყიდვა, უნდა ჩავწერო ის CD-ზე? საბედნიეროდ, მეგობარმა შემომთავაზა iOS-ის სწავლა. შენ შეგიძლია შექმნა რაღაცა და უბრალოდ განათავსო App Store-ში!“ დაახლოებით ერთი წელიწადი დამჭირდა, რომ მესწავლა საფუძვლები. გახსოვდეთ, მე არ მქონდა ამ სფეროში არანაირი გამოცდილება. მე საათობით ვკითხულობდი, ვუყურებდი ვიდეოს, ვწერდი რაღაცებს. მე და ჩემი მეგობარი ვიწყებდით შაბათს დილის ცხრა საათზე და ვმუშაობდით ღამის 2-3 საათამდე (ან ვიდრე ჩემი ცოლი არ შეგვაწყვეტინებდა). მე შევძელი აპლიკაციის პროტოტიპის შექმნა, რომლის საშუალებით ჩემი პირველი სამსახური ვიშოვე... სახლიდან 3 საათის დაშორებით! 6 თვის განმავლობაში მე დღეში 5-6 საათს გზაში ვატარებდი. მე ნიუ-იორკის ქვინსში ვცხოვრობდი, ჩემი პირველი სამსახური iOS დეველოპერის რანგში კი მდებარეობდა ნიუ-ჯერსის სამიტში. ეს იმად ღირდა! დროის ნახევარს კითხვაში ვატარებდი, ნახევარს კი ძილში. უნდა ვაღიარო, რთული იყო, მაგრამ ამის წყალობით სახლთან უფრო ახლოს სამსახური ვნახე, 40 წუთის გზით, ნიუ-იორკის მანჰეტენზე. დაახლოებით იმავე დროს მე გავიმარჯვე დეველოპინგის კონკურსში და 20 000 დოლარი მივიღე, მეტიც რა მინდოდა!

მე შევძელი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სერტიფიკატის აღება, შემდგომში კი მიმიწვიეს სტუმრად ლექციის წასაკითხად, ასევე დამიქირავეს დეველოპინგის სფეროში გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად. მე დავიწყე კონფერენციებზე სიარული და გამოსვლაც კი. ეს იყო ის ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობდი, მე ვცხოვრობდი ჩემს ამერიკულ ოცნებაში!

ამჟამად მე MediPortal-ში ვმუშაობ, ჩვენ ვცდილობთ ჯანდაცვის დარგში შეღწევას. მე პასუხისმგებელი ვარ ყველა მობილური გადაწყვეტილებისთვის. ახლა საათს მნიშვნელობა არა აქვს, მე ვმუშაობ ღამე, დღის განმავლობაში, დასვენების დღეებში. როდესაც თქვენ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, თქვენ არ უყურებთ საათს და არ ფიქრობთ: სახლში მინდა. აქამდე გზა ადვილი არ იყო, მაგრამ ეს იმად ღირდა. გესმით, არის ერთი საიდუმლო, მზად ხართ? ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება! მე ყოველთვის მახსენდება სტივ ჯობსის სიტყვები:

„ცხოვრება შეიძლება უფრო ფართო გახდეს, თუ თქვენ აღმოაჩენთ ერთ ფაქტს: ყველაფერი თქვენს გარშემო, რასაც თქვენ ცხოვრებას უწოდებთ, იყო შექმნილი ადამიანების მიერ, რომლებიც არ იყვნენ თქვენზე ჭკვიანი, თქვენ შეგიძლიათ ამის შეცვლა, შეგიძლიათ ამაზე გავლენის მოხდენა, შეგიძლიათ თვითონ რაღაცა შექმნათ, რასაც სხვები გამოიყენებენ.

როგორც კი მიხვდებით ამას, თქვენი ცხოვრება აღარასოდეს იქნება იგივე.

თუ არის რამე, რისი მიღწევა მინდა, ეს არის ვინმეს მოტივაცია ისე, როგორც თავის დროზე ოტომ შეძლო ჩემი მოტივირება. შეუდექით თქვენი ოცნების განხორციელებას. არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთება არ შეგიძლიათ, და მხოლოდ თქვენ წინ უდგებით ამის განხორციელებას. იყავი გიჟი, იყავი თამამი. იმოქმედე!

მადლობა წაკითხვისთვის. მე ვარ რიკარდო ფანკი (@rfunk82). მე მიყვარს კოდისა და აპლიკაციების შემუშავება, რომლებიც ინოვაციებს ნერგავენ. ვგიჟდები წერაზე, დეველოპინგსა და ცხოვრებაზე.

 

დატოვე კომენტარი