ბითქოინი

2017-12-14

1419

იმ დროს, როდესაც ბევრი კომპანია იღებს ცვლილებებს, სხვები კი ემზადებიან მისთვის, ბიტკოინი ძალიან სწრაფად გავრცელებად ვალუტად იქცევა. მცირე ბიზნესები და წვრილი მაღაზიებიც კი უერთდებიან ამ მოვლენას. QR-კოდები ყველაზე სასარგებლო ფუნქციაა რეალურ სამყაროში ბიტკოინის გადარიცხვისთვის. სმარტფონისა და აპლიკაციის „ბიტკოინ-საფულის“ საშუალებით, მომხმარებელი ასკანირებს ნიშანს და ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ახორციელებს გადახდას. ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში არის კომპანიები, რომლებიც ამჟამად იღებენ ბიტკოინებს. დროთა განმავლობაში ჩვენ მას კიდევ შევავსებთ!

ციფრული სახსრების გადარიცხვა დროთა განმავლობაში სულ უფრო მარტივი ხდება განვითარებადი ტექნოლოგიის წყალობით. სმარტფონები და პლანშეტები თანხის გადარიცხვას უფრო პიროვნულს ხდის ბევრ საცალო მაღაზიაში არის სასაჩუქრე ბარათი, რომლის შეძენა ქაღალდის ფულითაა შესაძლებელი. თქვენ შეიყვანთ კოდს ონლაინ-საფულეში და სახსრები გადავა თქვენს ანგარიშზე.

თუმცა ყველა კომპანია ჯერ არ გადასულა ბიტკოინზე, გარკვეული სირთულეების გამო. New York Times, გაზეთის კომპანია, ამჟამად ეძებს მესამე მხარის ფილიალებს, რომელიც დაეხმარება ბიტკოინის ვალუტის განთავსებაში. ეს მხოლოდ პატარა მაგალითია, არ არსებობს ეჭვი იმაში, რომ ბევრი კომპანია მხარს დაუჭერს ბიტკოინს. ლეგალური მარიჰუანის მაღაზიებიც კი ვაშინგტონში იღებენ თანხას ბიტკოინებში. ზოგიერთი კომპანია ჯერ კიდევ ფიქრობს, ბაზრის სიახლის გამო. მხოლოდ 5 წლის წინ შემოღებული ბიტკოინი ჯერ კიდევ ვითარდება. ხელისუფლებისგან ნაღდი ფულით მხარდაჭერის გარეშე მისი ფასი სწრაფად იზრდება. თუმცა ზოგიერთმა კომპანიამ გარისკა, ზოგი ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს ამ ვალუტას.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი