Apple ყიდულობს Shazam- 400 მილიონ დოლარად

TechCrunch-ის ინფორმაციით, Apple ასრულებს Shazam-ის შეძენის გარიგებას, აპლიკაციის, რომლის საშუალებით შესაძლებელია სიმღერების, ფილმებისა და ტელეგადაცემების იდენტიფიცირება აუდიოკლიპიდან. Recode-მა დაადასტურა ინფორმაცია გარიგების შესახებ და აღნიშნა, რომ საუბარია 400 მილიონ დოლარზეა.

Apple-ისთვის Shazam-ის შეძენის ნათელ უპირატესობას წარმოადგენს მუსიკალური და ხმის ამომცნობი ტექნოლოგია. იგი ასევე დაზოგავს საკომისოს, რომელსაც უხდის Shazam- მომხმარებელთა iTunes Store-ში გადამისამართებისთვის მუსიკის შესაძენად, რამაც Shazam-ის 2016 წლის შემოსავლის უდიდესი ნაწილი შეადგინა და ასევე ციფრული ჩამოტვირთვის ყველა გაყიდვის 10% მოიცვა, როგორც იტყობინება The Wall Street Journal.

კიდევ ერთი სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ თუ Apple გადაწყვეტს აპლიკაციის დახურვას, ეს დააზარალებს კონკურენტებს, როგორიცაა Spotify და Google Play Music, სადაც Shazam ყოველდღიურად აგზავნის 1 მილიონზე მეტ კლიკს დღეში, იტყობინება WSJ. Shazam- ასევე Snapchat-თან აქვს გარიგება. უცნობია, რა გავლენას მოახდენს შეძენა ამ შეთანხმებებზე.

მაგრამ რეალურ სარგებელს Apple-თვის შეიძლება წარმოადგენდეს Shazam-ის შევსებული რეალობის ტექნოლოგია. ამ წლის დასაწყისში Shazam-მა გახსნა შევსებული რეალობის პლატფორმა ბრენდებისთვის, რომელიც ეფუძნება 2015 წელს გაშვებულ ვიზუალური ამოცნობის ტექნოლოგიას. ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაასკანერონ ჟურნალები, წიგნები, პოსტერები, რეკლამები და სხვა ფიზიკური პროდუქტები, რომლებსაც შემდეგ დაამატებენ 3D-ანიმაციას, პროდუქტის ვიზუალიზაციას ან 360-გრადუსიან ვიდეოს. Apple-მა რომ მოინდომოს, ვთქვათ, ააწყოს საკუთარი Google Lens, ეს იქნება კარგი ნაბიჯი დასაწყისისთვის. ის ასევე დაემატება კომპანიის არსებულ ARKit ძალისხმევას, რომელმაც iOS წამყვან პლატფორმად აქცია AR დეველოპერებისთვის.

1 მილიარდზე მეტი ჩამოტვირთვით, Shazam პოპულარული იყო თავისი თითქმის 19-წლიანი დამოუკიდებლობის დროს, მაგრამ კომპანიას ჰქონდა მხოლოდ 54 მილიონი დოლარი შემოსავალი 2016 წელს, ხოლო 5,3 მილიონის დანაკარგი წელიწადში წარმოადგენდა ნიშანს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ახლა კი, Apple-ის შემადგენლობაში, მოგების მიღება პრობლემა აღარ იქნება.

დატოვე კომენტარი