გთავაზობთ ექსპერტების მიერ ფომულირებულ  10 მთავარი მარკეტინგულ ტრენდს, რომელიც გათვლილია უახლოესი 5 წლის მანძილზე:
1. რეკლამა უნდა იყოს სასარგებლო – საკმარისია მომხმარებლის გაღიზიანება რჩევებით, უბრალოდ დაეხმარეთ მას ცხოვრება უკეთესი გახადოს! ბრენდი ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს მომხმარებელს და ეხმარებოდეს მას. მაგალითად  Nutricia Club-ი დედებს ეხმარება ბავშვების აღზრდაში, კარნახობს აღზრდის წესებს, რეკომენდაციას უწევს ბავშვის კვების სწორად შერჩევაში და ა.შ. 
2. სტორიტელინგიდან ბრენდ-ადვოკაციამდე - ხვალინდელი რეკლამის ამოცანაა მომხმარებელს მოუყვეს საყვარელი ბრენდის შესახებ გასაოცარი ისტორიები. ბრენდ-ადვოკაცია, mouth marketing, ახალი მომხმარებლების რეკრუიტინგი არსებულთა მხარდაჭერის საფუძველზე - ეფექტური კომუნიკაციის უახლოესი მომავალია. 
3. საყოველთაო მობილიზაცია - სმარტფონების გაყიდვების ბაზარზე წინა ხუთი წლის სლოგანი დაახლოებით ასე ჟღერდა: «თუ ინტერნეტში არ ხართ - არ ხართ ბიზნესში». დღეს ვამბობთ: «თუ სმარტფონში არ ხართ – თქვენ უბრალოდ არ არსებობთ». მობილურ სფეროში მაქსიმალური ინტეგრაცია - წარმატების გასაღებია. 
4. ლამაზი - ნიშნავს მოხერხებულს - თანამედროვე დიზაინის ენა გულისხმობს მომხმარებლის სრულად გაგებას და მისი სურვილის ბოლომდე დაკმაყოფილებას, იქნება ეს გრაფიკული, სამრეწველო თუ ვებ-დიზაინი. იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოიყენებს პროდუქტს მომხმარებელი გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე უშუალოდ გარეგნული შთაბეჭდილების მოხდენაზე ორიენტაცია. ერგონომიკა, usability, ინტუიტიურად გასაგები ინტერფეისები  - ძალიან აქტუალური ტენდენციებია.  
5. მოქნილობა და დინამიკა - ამბობენ, რომ თანამედროვე საინფორმაციო სფეროს განახლება ხდება 72 საათის მანძილზე. ცხოვრებისა და ბიზნესის სიჩქარე იზრდება. ამიტომ, კომპანიებს და ბრენდებს, რომლებსაც სურთ საკუთარი იუბილეს აღნიშვნა, მოთმინების გამოჩენა მოუწევთ, ასევე ცვლილებებზე მორგება და გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღება - ეს ყელაფერი უნდა მოხდეს ბაზრის რეალიების გათვალისწინებით. ყველაზე ხანგრძლივად სწორედ ის ბიზნესი ცოცხლობს, რომელიც მაქსიმალურად მოქნილია დროისა და გარემოებების მიმართ.  
6. ინოვაციები! - ნანოტექნოლოგიები, ვირტუალური შოფინგი, ელექტრონული ბილეთები და ბიომეტრიული პასპორტები, ფასდაკლებები და ე.წ. ლაიქები დღეისათვის გაერთიანდა. დროა ვაღიაროთ, რომ მომხმარებელი ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის საზღვრები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კომპანიამ უნდა მოახდინოს დასწრების სტრატეგიის და რეკლამის ისე ფორმირება, რომ ყოველთვის კლიენტის გვერდით იყოს და კომფორტული გადაწყვეტილებები შესთავაზოს.  
7. საინვესტიციო „დიეტა - ყველას უნდა ბიზნესის წამოწყება და წარმატებით განვითარება, მაგალითად Facebook-ის შექმნის მსგავსი რამ, თუმცა ყველა ხვდება, რომ ასეთი გამოგონებები განუმეორებელია. მილიონიანი გარიგებები უმოკლეს დროში, მეგა შემოსავალი და მეგა-წარმატება - ეს მხოლოდ ფილმების სიუჟეტებია. რეალობა სულ სხვაა. ის მოიცავს: ანალიტიკას, იდეას, გეგმას, გათვლას, რეალიზაციას. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მოახდინეთ ოპერირება საკუთარი ბიზნეს-გეგმის ფარგლებში და გათვლა იქონიეთ სკეპტიკურ 5-15%-იან შემოსავალზე. ამის შემდეგ თქვენი მოლაპარაკებები ინვესტორებთან უფრო წარმატებული იქნება. 
8. ადაპტაცია: «იფიქრეთ პიქსელებით». თუ მომხმარებელს მივყვებით, აუცილებელია იმის გაგება, რომ მისი ცხოვრება სავსეა სხვადასხვა ეკრანებით: სმარტფონებით, ტელევიზორებით, მულტიპლაზმით, პლანშეტით, კომპიუტერის მონიტორით. გააკეთეთ ისე, რომ «სურათი» ყველა ეკრანზე ერთნაირად გამოიყურებოდეს. 
9. ვიზუალიზაცია: ისაუბრეთ და ურთიერთობა დაამყარეთ გამოსახულებებით. საჭირო არ არის ზედმეტი ტექსტი, რადგან მომხმარებლები დიდ სტატიას არასოდეს წაიკითხავენ. ინფორმაციული ტორნადოს ეპოქაში, მისი გადამუშავების დრო შემცირდა მინიმუმამდე. ინფოგრაფიკა, პრინტები, ვიდეო - თანამედროვე კომუნიკაციის ენაა. გაითავისეთ ეს, გახადეთ თქვენი ინფორმაცია ლამაზი, მოსახერხებელი და რაც მთავარია ინფორმაციული... 
10. Digit – all! - დღეისათვის საჭირო არ არის იყო გათვითცნობიერებული მომხმარებელი იმისათვის, რომ ვირტუალური სამყაროს კომფორტით ისარგებლოთ. კომერციული ბრენდები სპეციალური სტენდების საშუალებით ეხმარებიან კლიენტებს აირჩიონ სასურველი პროდუქტი. შეეცადეთ სწრაფად დანერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესში.  

დატოვე კომენტარი