1. მოახდინეთ შემოსავლების რეინვესტიცია - როცა პირველი დიდი ფული გიჩნდებათ, მას თან სდევს მისი სრულად დახარჯვის ცდუნება. არ მოიქცეთ ასე! სჯობს ფული რამეში დააბანდოთ, რაც შემოსავლიანად მიგაჩნიათ. 
2. ეცადეთ გამორჩეული იყოთ - ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს იმაზე დაყრდნობით, თუ რას ამბობენ სხვები. ბაზარზე მაღლა რომ იდგეთ, საჭიროა საკუთარი შინაგანი მონაცემების შკალაზე გაზომვა. საკუთარი თავი უნდა განსაჯოთ თქვენი და არა საზოგადო სტანდარტების მიხედვით. 
3. "დიდი თითის წოვას" თავი დაანებეთ -  წინასწარ მოაგროვეთ ყველა ინფორმაცია, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება და მიყევით მას. უსარგებლოდ ჯდომას და ფიქრს მე ვეძახი "დიდი თითის წოვას". როცა მთავაზობენ საქმეში შესვლას ან ფულის ინვესტირებას, მე ვკითხულობ: რა ეღირება ეს და რამდენს მივიღებ მე სანაცვლოდ. პასუხის შემდეგ სწრაფად ვეუბნები საკუთარ გადაწყვეტილებას. 
4. მოილაპარაკეთ ნაპირზე - ყველა სადავო საკითხი, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებული უნდა გადაწყვიტოთ საქმის დაწყებამდე. ერთხელ ბაბუამ მე და ჩემი მეგობარი დაგვიქირავა თავისი მაღაზიის დასალაგებლად. როცა 5 საათიანი მძიმე მუშაობა დავასრულეთ, მან 90 ცენტი მოგვცა ორივეს. მე გაოგნებული ვიყავი ასეთი უსამართლობით. 
5. ბიზნესში არ არსებობს წვრილმანები - მე აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი მეგობრით, რომელმაც გადაწყვიტა ოფისის მხოლოდ ის კედელი შეეღება, რომელიც ქუჩაზე გადიოდა და ამით ფული დაეზოგა საღებავზე. ისწავლეთ წვრილმანებზე დაზოგვა, ეს საკმაოდ გაზრდის თქვენს შემოსავლებს. 
6. იცხოვრეთ შესაძლებლობების შესაბამისად - ნუ ჩაძვრებით ვალებში. კრედიტით ცხოვრებას არავინ გაუმდიდრებია. მე არასოდეს არ მისესხებია ფული, ყოველთვის ვცდილობდი ჯერ მეშოვა და შემდეგ შეძლებისდაგვარად მეცხოვრა. ჩემი რჩევა მევალეს - ევაჭრეთ კრედიტორებს იმისათვის, რომ გადაიხადოთ იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც გაქვთ. როცა ვალებს მოიშორებთ, იმუშავეთ იმაზე, რომ როგორმე მოაგროვოთ ცოტაოდენი ფული მაინც, რომელსაც საქმეში დააბანდებთ. 
7. იყავით შეუპოვარი - შეუპოვრობით შეიძლება ნაკლები კაპიტალით მეტის შოვნა. 1983 წელს მე კომპანია შევიძინე მხოლოდ იმის გამო, რომ მომეწონა როგორ უძღვებოდა საქმეს მისი მეპატრონე, რუსეთიდან ემიგრირებული ქალბატონი. ერთი პატარა მაღაზიის მეპატრონისგან ის გახდა უდიდესი იმპერიის მფლობელი, რომელმაც მოახერხა მთელი ამერიკის მასშტაბით ავეჯის მაღაზიების გახსნა.  
8. დროულად დატოვეთ თამაში - მოზარდობისას მე ერთხელ დოღზე მოვხვდი. დავდე ფსონი და წავაგე. დანაკარგის ასანაზღაურებლად ისევ დავდე და ისევ წავაგე. ეს იყო მთელი ჩემი ერთი კვირის გამომუშავებული თანხა. მე ვერ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა დამეტოვებინა იქაურობა, სწორედ ამიტომ, აღარასოდეს გამიმეორებია მსგავსი შეცდომა.  
9. შეაფასეთ რისკები - 1995 წელს, ჩემი ვაჟის დამსაქმებელი დაადანაშაულეს ფასების ფიქსირებაში. მე შევთავაზე ჩემს შვილს წარმოედგინა კომპანიაში მოვლენების სავარაუდო განვითარებისყველაზე ცუდი და საუკეთესო ვარიანტები. ის მიხვდა, რომ რისკები გაცილებით დიდი იყო და ამიტომ მეორე დღესვე დატოვა კომპანია. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა "და რა მერე?" - ეს დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ ყველა შესაძლო სქემა და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. 
10. გაარკვიეთ რაშია წარმატების არსი -  საკუთარი მდგომარეობის მიუხედავად, მე არასოდეს ვზომავ წარმატებას დოლარებში. სოლიდურ ასაკამდე მისულმა მივხვდი, რომ წარმატება ცხოვრებაში იზომება არა ფულით, არამედ იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც გიყვარს და რომლებსაც უყვარხარ. 

დატოვე კომენტარი