1. ჩაიწერეთ - საჭირო არ არის ტვინი დაძაბოთ მუდმივად იმის გამო, რომ ყველაფერი თავში გქონდეთ. შეიძლება არც ისე მოსახერხებელი მეთოდია დასამახსოვრებლად, მაგრამ ნამდვილად მუშაობს. 
2. შეცვალეთ გარემო - თუ ერთ საღამოს გჭრიდებათ ორი გამოცდისთვის მომზადება და ყველაფერი მეორე დღისთვის უნდა იცოდეთ, მაშინ გააკეთეთ ეს სხვადასხვა ოთახებში. სხვადასხვა გარემოებებში დამახსოვრებული ინფორმაცია ერთმანეთში არ ირევა. 
3. ხმამაღლა იყვირეთ - სიტყვები 10%-ით უკეთესად დაგამახსოვრდებათ, თუ მათ წამოიყვირებთ. სულელურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მეთოდი მუშაობს. საჭირო არ არის მთელი სახლის თავდაყირა დაყენება, საკმარისია რამოდენიმეჯერ ხმამაღლა და გარკვევით წარმოიყვიროთ ყოველი სიტყვა. 
4. იყავით ექსპრესიული - თუ რთულ უცხო ენას სწავლობთ გამოხატეთ ჟესტებით ყველა სიტყვა და ფრაზა, რომლებსაც სწავლობთ. თუ დიალოგი ან რთული ფრაზა გაქვთ სასწავლი - გაითამაშეთ სცენა. ასე ყველაფერს ადვილად დაიმახსოვრებთ.  
5. მოუსმინეთ საკუთარ თავს - რაიმე ინფორმაციის დამახსოვრების შემდეგ ჩაიწერეთ ის დიქტოფონში. ძილის წინ ჩართეთ დაბალ ხმაზე, მოუსმინეთ და ასე დაიძინეთ. ეს საუკეთესო მეთოდია, უკვე ნასწავლის, მაგრამ რთულად დასამახსოვრებელი ინფორმაციის გასამყარებლად. 
6. ნუ იქნებით დამჯდარი - სწავლის და დამახსოვრების დროს იარეთ ოთახში წრეზე. საქმე იმაშია, რომ სიარული ახდენს ტვინის მუშაობის აქტივაციას და თქვენი მეხსიერების შესაძლებლობები იზრდება. 
7. ამოაგდეთ სიტყვები - ეს არის სუპერსაშუალება იმისთვის, რომ რთული ტექსტის დიდი ნაწილი ადვილად დაიმახსოვროთ, მაგალითად სიმღერის ან მოხსენების ტექსტი. გადაწერეთ ტექსტი და დატოვეთ ყოველი მომდევნო სიტყვის წინა ასო. შეეცადეთ ყოველ ჯერზე გაიხსენოთ ეს სიტყვები ამ ასოების დახმარებით. შეგიძლიათ ასეთი მოკლე ჩანაწერი თან იქონიოთ და ადვილად გაიხსენოთ სრული ტექსტი. 
8. მეტი იძინეთ - რაც უფრო დიდხანს იძინებთ მას შემდეგ, როცა რაიმეს ისწავლით, მით უფრო კარგად გემახსოვრებათ ეს ინფორმაცია დილისთვის. უძილობა მეხსიერებას აუარესებს. 
9. დაკავდით სპორტით!  - ამ თემაზე ბევრი კვლევა ჩატარდა და ყველამ დაამტკიცა, რომ აერობიკა აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და მეხსიერებას. წაივარჯიშეთ მანამ, სანამ რაიმეს სწავლას ან დამახსოვრებას დაიწყებთ. 

დატოვე კომენტარი