აზრი: გსურთ დაიცვათ თქვენი მოგება საფონდო ბაზარზე? განიხილეთ ეს ვარიანტები 

თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ინვესტორთაგან, რომელიც შეწუხებულია მზარდი საფონდო ბაზრით და ცდილობს დაიცვას თავისი კაპიტალი, თქვენ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ.

მიუხედავად იმისა, როგორია ფულადი სახსრები, ხანგრძლივი სახაზინო ობლიგაციები, ოქრო თუ დერივატივები, ყოველ მათგანს გააჩნია პოტენციალი ბაზრის შემდგომი განადგურებისგან დასაცავად. მაგრამ სრულყოფილი არაფერია და ყველა ვარიანტს კრიტიკაც გააჩნია.

უორენ ბაფტს უყვარს თქმა,რომ ინვესტორი უნდა იყოს გაუმაძღარი, როდესაც სხვებს ეშინიათ, და ეშინოდეს, როდესაც სხვები გაუმაძღრები არიან. რთულია შეედავო ფაქტს, რომ ამჟამად ბაზარი საკმაოდ გაუმაძღარია.

წელს მსოფლიო ბაზრებზე ბუმმა ბევრი ახალი მაჩვენებელი, მათ შორის S&P 500, Dow Jones Industrial Average და Nasdaq Composite Index, ახალ მაქსიმუმამდე აიყვანა. მიმდინარე დონეზე S&P 500, ყველაზე ფართო მაჩვენებელი 31-ჯერ მეტია ვიდრე საშუალო, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, რასაც ფასის კორექტირების ციკლური კოეფიციენტი ჰქვია.

ისტორიული საშუალო, რომელიც ჯერ კიდევ 1870-ანებიდან მოდის, შეადგენს 16.

უოლ-სტრიტის ორ ბოლო ბაზარზე საფონდო ბაზარი შემცირდა 50%-ზე მეტით, რაც არ იყო პროგნოზირებული. არსებობს ტექნიკური მიზეზები ვივარაუდოთ, რომ დიდი ბუმი, რომელიც დაიწყო 2009 წელს, შეიძლება შეწყდეს.

ინვესტორები, რომლებიც იღებენ გარკვეულ მოგებას და სახსრებს სახაზინო ობლიგაციებში, ფულადი ბაზრის ფონდებში ან საბანკო დეპოზიტებზე ინახავენ, გამოტოვებენ საფონდო ბაზრის ნებისმიერ შემდგომ წარმატებას, ისევე, როგორც ნებისმიერ შემდგომ წაგებას. ისინი აგრეთვე გადააწყდებიან პოტენციურ საგადასახადო კანონპროექტს კაპიტალდაბანდებების შესახებ, რომლებიც საგადასახადო ანგარიშებზე გაიყიდება, დაწყებული 0%-დან 39%-მდე, რაც დამოკიდებულია საგადასახადო განაკვეთზე და იმაზე, რამდენი ხნის განმავლობაში ისინი ფლობდნენ აქციებსა და ფონდებს.

ეს კიდევ ერთი შეხსენებაა გადავადებული გადასახადების ანგარიშების უპირატესობების შესახებ, როგორიცაა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები, რომლიდანაც კაპიტალის ზრდის გადასახადის გადახდა არაა საჭირო.

გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციები ჩვეულებრივ სთავაზობენ დაცვის უფრო დინამიურ ფორმას. საფინანსო ან ეკონომიკურ კრიზისში მათი ღირებულება, როგორც წესი, სწრაფად იზრდება, ვინაიდან ინვესტორები უსაფრთხოებას ეძებენ. 2008 წლის კრიზისის დროს ზოგიერთი ობლიგაციის ფასი გაორმაგდა. ისინი, ვინც თავისი პორტფელის მცირე ნაწილს ობლიგაციებში ინახავდა, სარგებელი ნახეს, რადგან მათი ფასი გაიზარდა, როდესაც ყველაფერი დანარჩენის შემცირდა.

სახაზინო სადაზღვეო ობლიგაციების ყველაზე მიზანმიმართულ ფორმას წარმოადგენს ე.წ. ობლიგაცია ნულოვანი კუპონით, ასევე ცნობილი სახელით STRIP 30-წლიანი ვალდებულებით. ის წარმოადგენს უფლებას, მოითხოვოთ საბოლოო გადასახადი მხოლოდ 30-წლიანი სახაზინოდან. ისინი გაიზრდებიან კრიზისის პირობებში, და ასევე მოითხოვენ კაპიტალის ნაკლებ ვალდებულებას.

ასეთი ობლიგაციების ყიდვა შედარებით ადვილია ძირითადი საცალო ბროკერის საშუალებითაც კი. ამჟამად 30-წლიანი სახაზინო ნულები სთავაზობენ 2,8%-იან მოგებას.

რა თქმა უნდა, ნაღდი ფულის ჩადება არ მოითხოვს არანაირ გადასახადებსა და რისკებს და საკმაოდ ადვილია. მაგრამ ფულადი ბაზრის ფონდში შემოსავალი უფრო დაბალი იქნება.

პორტფელში ოქროს შენახვა თავის დაცვის მიზნით კიდევ უფრო სარისკოა, თუმცა მოგებაც უფრო მაღალია. ოქროს ხშირად უსაფრთხო თავშესაფარს უწოდებენ ეკონომიკური ან ფინანსური კრიზისების დროს, მაგრამ მისი დამსახურება არც ისეთი დიდია, როგორც მისი მომხრეები მიიჩნევენ. მეორე მხრივ, ინვესტორები ამტკიცებენ, რომ ოქრომ შესაძლოა ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციისგან დაცვა უზრუნველყოს.

საბაზრო კრიზისისგან დაცვის პოტენციურად საუკეთესო საშუალებაა თავის დაზღვევა ცარიელი ოფციონების შეძენა ფართო საბაზრო ინდექსზე, როგორიცაა S&P 500. ასეთი ვარიანტები ეფექტურად ფარავენ ბაზრის დაცემას. მათ შეუძლიათ შესთავაზონ მცირე ვალდებულებები და დიდი შემოსავალი, თუ დრო არის სწორი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ისინი ღირებულებას დაკარგავენ და ფულიც გაქრება.

ამჟამად, როდესაც S&P 500 მაჩვენებელი შეადგენს 2600, ცარიელი ოფციონები, რომელთა ვადა ამოიწურება 2 წელიწადში, ღირს 221 დოლარი. თუ ბაზარი დაეცემა, ისინი დაფარავენ სხვაობას ორ წელიწადში დახურვის მაჩვენებლისა და შეძენის ფასს 2600 შორის.

ასე რომ, თუ S&P 500 დაიხურება 2000-ზე, რაც 600 პუნქტით დაცემაა, ოფციონი დაფარავს 600$-ს, რაც საწყისი განაკვეთის 170%-იანი დაბრუნებაა.

S&P 2000 პუნქტზე ისევ დარჩება მაღალი კოეფიციენტით - 25. თუ ინდექსი დაეცემა ისტორიულ მნიშვნელობამდე 16-ჯერ, ეს დაიყვანს მას 1400 პუნქტამდე. ეს 1200 პუნქტის დაკლებაა, რაც ნიშნავს, რომ 221 დოლარის ღირებულების კონტრაქტი ეღირება ხუთჯერ მეტი. ავტორიტეტული ბროკერების უმეტესობა სთავაზობს კლიენტებს ოფციონების ტრეიდინგის რჩევებს, და ინვესტორებმა ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რომ მათ ესმით რისკები.

სირთულეები წარმოადგენენ მიზეზს, თუ რატომ ბევრი ინვესტორი მხოლოდ ნაღდ ფულს ემხრობა, სხვები კი უბრალოდ იცდიან უკეთესის იმედით.

 

დატოვე კომენტარი