რა არის პირამიდის სქემა? 

პირამიდის სქემების გამო ბევრმა ადამიანმა დიდი შრომის ფასად შეგროვებული დანაზოგი დაკარგა. პირამიდების კონცეფცია მარტივია, თუმცა ინვესტორებს მათ ხშირად შენიღბული ფორმით წარუდგენენ. ამ მიზეზით მნიშვნელოვანია კარგად იცოდეთ არა მარტო ის, თუ როგორ მუშაობს პირამიდის სქემები, მაგრამ ასევე მათი ფორმები და ზომებიც. ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პირამიდის სქემა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინვესტორი ბერნარდ მედოფი, რომელიც 2008 წელს დააპატიმრეს ინვესტორების 50 მილიარდი დოლარის დაკარგვის შემდეგ. (ბევრ ინვესტორს არ ესმის, როგორ განსაზღვროს რისკის დონე, რომელიც უნდა ჰქონდეს მათ ინდივიდუალურ პორტფელს. წაიკითხეთ რისკის განსაზღვრა და პირამიდების რისკი.)

სქემა

როგორც მისი სახელიდან ჩანს, პირამიდის სქემა სტრუქტურირებულია პირამიდის მსგავსად. ჩვეულებრივ, ის ერთი ადამიანით იწყება, საწყისი რეკრუტორით, რომელიც პირამიდის მწვერვალზე იმყოფება. ეს ადამიანი იწვევს მეორეს, რომელიც გარკვეული თანხის ინვესტირებას ახდენს, რომელსაც იღებს საწყისი რეკრუტერი. თავისი ფულის დასაბრუნებლად ახალმა რეკრუტორმა უნდა მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომელთაგან თითოეულს მოუწევს ინვესტირება. თუ რეკრუტორი აიყვანს ათზე მეტ ადამინს, ის მიიღებს სარგებელს მცირე ინვესტიციებიდან.

ამის გარდა, ახალი ადამიანებიც რეკრუტორები ხდებიან და თავის მხრივ უნდა მოიზიდონ კიდევ ათ-ათი ადამიანი, ანუ მთლიანობაში კიდევ 100. თითოეული მათგანი ვალდებულია გადაუხადოს თავისი ინვესტიციები თავის რეკრუტორს. რეკრუტორები მოგებას იღებენ ყველა მიღებული ფულიდან, პირველადი ინვესტიციების გადახდის გარდა, რომელიც მათ გადაუხადეს თავის რეკრუტორს. პროცესი გრძელდება იმ დრომდე, ვიდრე პირამიდის ძირი არ გახდება არასაკმარისად მყარი, რომ დაიჭიროს მწვერვალი და არ გამოელევა ახალწვეულები.

თაღლითობა

პრობლემა ისაა, რომ სქემა არ შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს, რადგან არსებობს შეზღუდული რაოდენობის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სქემაში გაწევრიანება (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მსოფლიოში ყველა ადამიანი შეუერთდება). ხალხს სჯერა, რომ ფულის გაცემით ისინი უფრო მეტ ფულს მიიღებენ; თუმცა არანაირი სიმდიდრე არ იქმნება, არცერთი პროდუქტი არ იყიდება, არც ინვესტიციის ჩადება არ ყოფილა და არც მომსახურების გაწევა.

თაღლითობა იმაში მდგომარეობს, რომ ციკლის შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ ხალხი დაკარგავს ფულს სადმე ქვემოთ. ყველაზე დაუცველია ის, ვინც პირამიდის ქვედა მხარეს იმყოფება, სადაც შეუძლებელი ხდება ახალი ადამიანების რეკრუტირება. ასეთი თაღლითობა უკანონოა აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. სავარაუდოდ, ადამიანების 90%, რომელიც ჩაერთვება პირამიდის სქემაში, დაკარგავს ფულს.

შენიღბული თაღლითობა

მიუხედავად კანონიერების ილუზიისა, რომელსაც წარმოადგენს ეს განახლებული სქემა, ის მაინც უკანონოა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ასეთი ე.წ. საინვესტიციო გეგმების მახასიათებლების ამოცნობა.

ბევრი სქემა იღებს საჩუქრების ან სესხების გაცემის სახეს, რომლებიც საინვესტიციო კლუბებში იმართება, რადგან არცერთი ასეთი საქმიანობა არ არის ტექნიკურად უკანონო. თუმცა, ვინმესთვის (რეკრუტორისთვის) საჩუქრის შემოწირულობის პრაქტიკა, შემდეგ კი სხვა ადამიანების კლუბში მოზიდვა იმისთვის, რომ მათგან მიიღო საჩუქარი, არსებითად წარმოადგენს შენიღბული პირამიდის სქემას.

მრავალდონიანი მარკეტინგი

კანონიერი მრავალდონიანი მარკეტინგი გულისხმობს ადამიანების სამსახურში მოზიდვას პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვის მიზნით, რომლებსაც სინამდვილეში გარკვეული ღირებულება გააჩნია. რეკრუტორის სახით თქვენ შეიძლება მოგება მიიღოთ პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვებიდან, ამიტომ არ არის აუცილებელი თქვენს ქვემოთ გამყიდველების რეკრუტირება. თუმცა თქვენ შეიძლება მიიღოთ შემოთავაზება, მოიზიდოთ ახალი გამყიდველები, რომელთა გაყიდვები გაზრდიან თქვენს შემოსავალს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გაყიდოთ პროდუქტი.

თუმცა მრავალდონიანი მარკეტინგის სქემა ხშირ შემთხვევაში სთავაზობს პროდუქტს, რომელსაც დამოუკიდებელი ღირებულება არ გააჩნია. პროდუქტმა შეიძლება მიიღოს ანგარიშების ფორმა, მაგალითად, გამოწერის სიების გავრცელება. პირამიდის ამ სახეობაში თქვენ მოგიწევთ ახალი წევრების მოზიდვა, რომ მიიღოთ მოგება და უზრუნველყოთ სქემის არსებობა. მასში გაწევრიანება - ერთადერთი მიზეზია, თუ რატომ ვიღაცა ყიდულობს ამ სქემით შემოთავაზებულ პროდუქტს.

პონცის სქემები

იგი ატარებს ჩარლზ პონცის სახელს, რომელიც სათავეში ედგა ასეთ სქემას 1919-20 წლებში და წარმოადგენს თაღლითურ საინვესტიციო გეგმას; მაგრამ ეს არ არის აუცილებლად პირამიდა, რომელიც თავისი ბუნებით იერარქიულია. პონცის სქემაში არის ერთი ადამიანი, რომელიც იღებს სხვებისგან ფულს ინვესტიციების სახით, შესაძლოა ახსნის გარეშე, თუ როგორ იქნება მათი შემოსავალი გენერირებული. ამრიგად, ინვესტიციებისგან შემოსავალი შეიძლება ნებისმიერი წარმომავლობის იყოს. ეს შეიძლება იყოს ახალი ინვესტორებისგან მიღებული ფული, რაც ნიშნავს, რომ ახალი ინვესტორები ფარავენ ძველების ხარჯებს, ან ლას-ვეგასში აზარტული თამაშებიდან მიღებული ფულიც კი.

ჯაჭვური წერილები

ჯაჭვური წერილები შეიძლება გავრცელდეს ელექტრონული ან ტრადიციული ფოსტის საშუალებით და თავისთავად არ არიან უკანონო. და მაინც, ისინი შეიძლება პირამიდულ სქემას წარმოადგენდნენ, როდესაც წერილში გთხოვენ გადაურიცხოთ თანდართულ სიაში ჩამოთვლილ ადამიანებს თანხა, თუნდაც 5 ცენტი, შემდეგ ამოშალოთ პირველი სახელი, ჩაამატოთ თქვენი და გადაუგზავნოთ წერილი სხვებს. შემდეგ გამოჩნდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც გაიმეორებენ პროცედურას და თქვენ მიიღებთ თქვენს ფულს უკან. წერილის გადაგზავნით თქვენ სთხოვთ ადამიანებს გასცენ ფული, ფულის მიღების პირობის მიცემით.

ქვედა ხაზი

ადვილია გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს პირამიდული სქემა, მაგრამ მასში მონაწილეობა (წარმოდგენილი ფორმის მიუხედავად), მოიცავს ტყუილსა და თაღლითობას, ვინაიდან ყველა ვერ მიიღებს დაპირებულ ფულს. როგორც ნებისმიერი სხვა საინვესტიციო გეგმა, რომელსაც თქვენ განიხილავთ, მნიშვნელოვანია, დასვათ სწორი შეკითხვები. როგორ მოხდება ფულის ინვესტირება? როგორია შემოსავლის ნორმა? ვინ იქნება ინვესტორი? გაესაუბრეთ პროფესიონალებს ან თვითონ შეისწავლეთ საკითხი, ვიდრე მოახდენთ ფულის ინვესტირებას ნებისმიერ საქმეში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ გეგმა გპირდებათ სწრაფ გამდიდრებას რისკის გარეშე, ან არ ამხელს, როგორ მოხდება თქვენი ფულის ინვესტირება, თქვენ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ გაწევრიანებამდე.

 

დატოვე კომენტარი