ჰაკერებმა მოიპარეს 30 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა, ამბობს კომპანია  

·         Tether, სტარტაპი, რომელიც დაკავებულია დოლარის მხარდაჭერის მქონე ციფრული ტოკენებით, აცხადებს, რომ მისი სისტემა ჰაკერებმა გატეხეს, CoinDesk-ის თანახმად

·         დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ღირებულების Tether-ის ტოკენი იყო მოპარული, აცხადებენ კომპანიაში

·         ვებსაიტიდან წაშლილ განცხადებაში Tether ამბობდა, რომ ისინი ცდილობენ, აღადგინონ მოპარული ტოკენები და არ დაუშვან მათი კრიპტოვალუტის უფრთო ფართო ბაზარზე გავრცელება

კრიპტოვალუტის ახალი ამბების საიტის CoinDesk-ის თანახმად, ორშაბათს Tether-მა, სტარტაპმა, რომელიც დაკავებულია დოლარის მხარდაჭერის მქონე ციფრული ტოკენებით, განაცხადა, რომ მისი სისტემა ჰაკერებმა გატეხეს.

კომპანიის განცხადებით, მოპარულია 30,95 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენი.

Tether-ის ვებსაიტიდან წაშლილ განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ გარე თავდამსხმელის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების შედეგად მოპარულია ტოკენები, ამბობს CoinDesk.

წაშლილი განცხადების თანახმად, ისინი ცდილობენ აღადგინონ მოპარული ტოკენები და არ დაუშვან მათი კრიპტოვალუტის უფრო ფართო ბაზარზე გავრცელება.

სტარტაპის თქმით, ეს შესაძლებელია შიდა საფულის მუშაობის დროებით შეჩერების საშუალებით, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის წარდგენით, რომელიც შეაჩერებს მოპარული ტოკენების ბოროტმოქმედის მისამართზე გადატანას.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ განცხადება თავდასხმის შესახებ შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიტკოინის ორშაბათს საღამოს გამოვლენილ უკიდურეს ვოლატილობასთან, როდესაც აქტივები დაეცა დაახლოებით 430 დოლარით 8250-დან საათნახევრის განმავლობაში.

თავის ვებსაიტზე Tether ამბობს, რომ მისი ტოკენები მხარდაჭერილია საფიატო ფულით, რომელიც ხელს უშლის ვოლატილობას, რომელიც ხშრად შეინიშნება კრიპტოვალუტებში. Tether-მა თქვა, რომ მისი ტოკენები მხარდაჭერილია დოლარით, ევროთი და მალე იაპონური იენითაც“.

კომპანიის სიტყვებით, მისი ტოკენების შენახვა, გაგზავნა და მიღება ბლოკჩეინის საშუალებით, ხოლო გამოსყიდვა ნაღდი ფილითაა შესაძლებელია .

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი