მილიარდერ-ინვესტორი ნოვოგრაცი: Ethereum მიემართება ახალ სარეკორდო მაქსიმუმთან 

მაიკ ნოვოგრაცი, ჰეჯ-ფონდების მილიარდერ-ინვესტორი და Fortress-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ Ether, Ethereum-ბლოკჩეინის ტოკენი, მზადაა ახალი სარეკორდო მაქსიმუმის მიღწევისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში.

„ჩანს, რომ ETH მზადაა ახალ მაქსიმუმზე გადასასვლელად, ჰორიზონტზე ბევრი კარგი ახალი ამბავია, - თქვა ნოვოგრაცმა, წამყვანი სტარტაპების, მათ შორის ConsenSys-ის, ნოვატორული შემუშავებების ხაზგასმით.

სამხრეთ კორეა Ethereum-ის უმსხვილეს ბაზრად იქცევა

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში Ether-ის გაყიდვის ყოველდღიური მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად, კრიპტოვალუტის გაცვლის სამხრეთკორეული ბაზრის წყალობით. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სამხრეთ კორეის მთავრობამ შემოიღო საერთო-ეროვნული აკრძალვა შიდა საწყისი მონეტების შეთავაზებაზე (ICO), Ether-ის ფასი და მოთხოვნა Ethereum-ზე სამხრეთ კორეაში მცირე ხნით შემცირდა.

მას შემდეგ Ethereum-ის სამხრეთკორეული საბირჟო ბაზარი აღდგა, და ახლა მის წილზე მოდის Ethereum-ის გლობალური ბაზრის 33%-ზე მეტი. ამის წყალობით სამხრეთ კორეამ გადაუსწრო აშშ-ს.

24 საათის განმავლობაში Ether გაიზარდა თითქმის 8%-ით, $325-დან $358-მდე

კრიპტოვალუტის ბაზარზე საკმაოდ პატივცემული ანალიტიკოსების პროგნოზების საწინააღმდეგოდ, ჰარდფორკის Byzantium წარმატებულმა ჩატარებამ არ გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა, და Ether-ის ფასმა ძლივ გადალახა $300 ნიშნული.

თუმცა ბაზარმა ოპტიმიზმის დემონსტრირება დაიწყო Ethereum-ის ქსელის მიმართ ჰარდფორკის შემდეგ, და იქნა მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი როგორც ბლოკჩეინში მასშტაბირებადი გადაწყვეტილებების საშუალებით, ასევე მის გარეთაც, Plasma-, sharding-ისა და Casper-ის ჩათვლით. ვიტალიკ ბუტერინმა, Ethereum-ის თანადამფუძნებელმა, თქვა, რომ რამდენიმე ინვესტორმა გამოაცხადა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ICO-ში, თუ Ethereum Foundation გაატარებს მათ sharding-ისა და Casper-თვის.

„კიდევ ერთმა ადამიანმა ახლახანს მკითხა, თუ იქნება sharding და Casper ახალი ვალუტა და თუ კი, იქნება თუ არა ICO. ამის გამო ტირილი მინდა, - თქვა ბუტერინმა.

როგორც ცოტა ხნით ადრე აცხადებდა CCN, ბუტერინი ღია საწყისი კოდის მქონე მასშტაბირების პროექტებისა და მათთვის ICO- წინააღმდეგია, განსაკუთრებით კი, ეს ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არ სჭირდებათ საკუთარი ტოკენები ფუნქციონირებისთვის.

ექსპერტები ოპტიმისტურად აფასებენ ინვესტორებისა და ბაზრის ენთუზიაზმს მასშტაბირების გადაწყვეტილებებისა და პროექტების შესახებ Ethereum-ის ბლოკჩეინის ფარგლებში, რასაც მოწმობს Ether-ის ბოლოდროინდელი დადებითი ფასობრივი ტრენდი.

იქნება თუ არა ინსტიტუციონალური ინვესტორების ბიტკოინის ბაზარზე გასვლა Ether-თვის სასარგებლო?

Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეიძლება მოხდეს ინსტიტუციონალური ფულის $10 მლრდ ინვესტირება კრიპტოვალუტის სივრცეში უახლოეს მომავალში, Coinbase Custody-ის გაშვების შემდეგ, რომელიც ინსტიტუციონალური და საცალო ინვესტორებისთვის კრიპტოვალუტის შენახვის პლატფორმას წარმოადგენს.

„ზოგიერთი შეფასებით, დღეს $10 მლრდ ინსტიტუციონალური ფული ელოდება ინვესტირებას ციფრულ ვალუტაში, - თქვა არმსტრონგმა.

ინსტიტუციონალური ინვესტორების უმეტესობა 2017 წლის ბოლოსთვის, როდესაც CME-ზე დაიწყება ბიტკოინ-ფიუჩერსების გაცვლა, გეგმავს ბიტკოინში ინვესტირებას. მაგალითად, Man Group-მა, $95 მილიარდიანმა ჰეჯ-ფონდმა განაცხადა ბიტკოინში ინვესტირების თავისი საბოლოო გეგმების შესახებ. ვინაიდან უახლოეს კვირებში ინსტიტუციონალური ფულის ათობით მილიარდი დოლარი გადავა ტრადიციული საფინანსო სექტორიდან ბიტკოინში, Ether, როგორც ბაზარზე მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა, ინსტიტუციონალური ინვესტორების კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ ინტერესის ზრდისგანსარგებელს მიიღებს.

 

 

დატოვე კომენტარი