Alibaba- „მარტოხელების დღე ციფრებში: რეკორდული 25 მილიარდი დოლარი 

Alibaba- მარტოხელების დღის ფესტივალი სხვა არაფერს ჰგავს. ეს არის სამომხმარებლო ზეიმის ვაჭრობისა და გართობის ხმაურიანი კომბინაცია.

საცალო ვაჭრობა, როგორც გართობა წარმოადგენს მარტოხელების დღის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას. ამისთვის ახალი სიტყვაც კი შეიქმნა, retail-tainment. მარტოხელების დღის წინ გამართულ გალა კონცერტზე რომელიც იმართება 11 ნოემბრის შუაღამემდე, მონაწილეობს ბევრი ვარსკვლავი, ნიკოლ კიდმანის, ფარელ უილიამსის და ჩინელი კინოვარსკვლავის ფან ბინგბინგის ჩათვლით. ჯეკ მა, Alibaba- ქარიზმატული დამფუძნებელი, ასევე წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ეს თითქოს კინოაკადემიის დაჯილდოება, ახალი წლის ზეიმი და სუპერთასი ერთად. მარტოხელების დღის წინ გალა კონცერტზე მაყურებელს წარუდგინეს See Now Buy Now ფეშნ-შოუები, ასევე ინტერაქტიული აპლიკაციების საშუალებით არიგებდნენ კუპონებს, ლატარიის ბილეთებს, სასაჩუქრე სერტიფიკატებს და ა.შ. ამ ყველაფრის გამო გაყიდვების მოლოდინი მეტად ამაღელვებელი გახდა.

შუაღამეზე ჩინეთის საშუალო კლასის ყველა მყიდველი ჩაერთო პროცესში. მათ ასევე შეუერთდნენ მომხმარებლები სხვა ქვეყნებიდან. 24 საათის განმავლობაში მათ დახარჯეს 25 მილიარდი დოლარი, რაც 40%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს.

ქვემოთ წარმოდგენილია განმაცვიფრებელი ციფრები, რომლებიც აჯამებემ მარტოხელების დღეს:

140 000: ბრენდი, რომელიც მონაწილეობდა ვაჭრობის ფესტივალში. ეს 40%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს. Alibaba იყენებს ე.წ. „უნი-მარკეტინგს, მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის ტექნიკას, რომელიც ეხმარება ბრენდებს მისწვდნენ სწორ მომხმარებელს. მსხვილ საერთაშორისო ბრენდებს შორის იყვნენ P&G, Estee Lauder, Starbucks, Bose, Nike და GAP, ასევე იყო ძალიან ბევრი მცირე ბრენდიც.

15 მილიონი: პროდუქტი. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები წარმოადგენდა ჯანმრთელობისა და ბავშვთა კვების კატეგორიას, როგორიცაა პოლივიტამინები, მშრალი რძე და საფენები. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩინელი მომხმარებლის უპირველესი საზრუნავია. ჩინელ მომხმარებელს განსაკუთრებით მოეწონათ პროდუქტები იაპონიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან და სამხრეთ კორეიდან.

812 მილიონი: შეკვეთა, რომელიც მიწოდების პროცესშია. Alibaba გონივრულ ლოგისტიკურ სისტემას ამოწმებს, რომელიც მონაცემების დიდ მოცულობას იყენებს, რაც საქონლის საწყობებიდან სწრაფ მიწოდებას უწყობს ხელს. პირველი შეკვეთის მიწოდება მოხდა 12,18 წუთში შეკვეთის მომენტიდან.

1,48 მილიარდი: Alipay- საშუალებით განხორციელებული გადახდა, და 90% იყო მობილური ტელეფონის საშუალებით. ჩინეთის მობილური ანგარიშსწორების სისტემა კარგადაა განვითარებული და წინ უსწრებს დასავლეთს. შარშან მობილური გადახდები შეადგენდნენ მარტოხელების დღის გაყიდვების 82%-ს. შედარებისთვის, შავი პარასკევის მყიდველთა მხოლოდ 30% იყენებდა მობილური ანგარიშსწორების სისტემას წინა წელს.

25,3 მილიარდი დოლარი: გაყიდვები 24 საათის განმავლობაში, რომლებმაც გადააჭარბეს წინა წლის რეკორდს - 17,8 მილიარდ დოლარს. შედარებისთვის, 2016 წელს შავი პარასკევისა და კიბერ-ორშაბათის გაყიდვების ჯამი აშშ-ში შეადგენდა 6,79 მილიარდ დოლარს. შესაძლოა, ამ წარმატებას ხელი შეუწყო პერსონალიზირებულ გამოცდილებაზე ორიენტაციამ და მომხმარებლებისთვის ინტელექტუალურმა რეკომენდაციებმა. Alibaba- გააჩნია მომხმარებელთა მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა და ის იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ამ მიზნის მისაღწევად.

პირველად 8 წლის წინ გამართული Alibaba- მარტოხელების დღის შოპინგის ფესტივალი, ახლა ცნობილი სახელით 11.11 გლობალური შოპინგის ფესტივალი, მსოფლიოში უდიდესი შოპინგის დღეა. ეს არ არის მხოლოდ შოპინგი, ეს არის საცალო ვაჭრობის ინოვაციებიც. შარშან Alibaba- შოპინგის პროცესში VR და AR ინტეგრირება მოახდინა. წელს ეს არის New Retail, რომელიც იყენებს დიდ მონაცემებს ონლაინ და ოფლაინ ოპერაციების ადვილი ინტეგრირებისთვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ჩინეთში 500 მილიონზე მეტი საშუალო კლასის მომხმარებელია. მთლიანმა საცალო ბაზარმა 2016 წელს შეადგინა თითქმის 5 ტრილიონი დოლარი. 2020 წლისთვის ჩინეთზე მოვა გლობალური ელექტრონული ვაჭრობის დაახლოებით 60%. მაშინაც კი, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა შენელების პროცესშია, ხოლო სამომხმარებლო ხარჯები შეიძლება პიკზე აღმოჩნდეს, კომპანიებისთვის, რომლებიც სამომხმარებლო საქონლით არიან დაკავებული, მნიშვნელოვანია ჩინეთის მოგება, რადგან ეს მსოფლიოს მოგებასაც ნიშნავს.

 

დატოვე კომენტარი