Alibaba- ს ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა 

ჯეკ მა, ჩინური ელექტრონული კომერციული გიგანტის Alibaba- ხელმძღვანელი Forbes-ის ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ბატონი მას რეიტინგი ერთი პოზიციით შეიცვალა, თუმცა მისი კაპიტალის ღირებულება გაიზარდა დაახლოებით მესამედით 38,6 მილიარდ დოლარამდე.

აზიის უმდიდრესი მილიარდერი ტექნიკის სფეროში, Tencent-ის პონი მა, ასევე ცნობილი სახელით მა ჰუატენგი, გადავიდა მეორე ადგილზე მას შემდეგ, რაც მისი კაპიტალი გაიზარდა თითქმის 60%-ით 39 მილიარდ დოლარამდე.

ლიდერობს ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი, უძრავი ქონების მაგნატი ჰუი კა იანი.

59 წლის მამაკაცი, ასევე ცნობილი სიუ ცზიაინის სახელით, არის China Evergrande Group-ის თავმჯდომარე. მისი ქონება წინა წელთან შედარებით 400%-ზე მეტით გაიზარდა 42,5 მილიარდ დოლარამდე.

Forbes-ის თანახმად, მისი კაპიტალის ასეთი დიდი მატება აიხსნება მისი კომპანიის აქციების არაჩვეულებრივი ზრდით, რომელმაც მას 32 მილიარდი დოლარი შესძინა.

თუმცა ბატონი ჰუის კაპიტალი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, Microsoft-ის თანადამფუძნებლის კაპიტალის ნახევარზე ნაკლებია.

ის ასევე ჩამორჩება მსოფლიოს ათ უმდიდრეს ადამიანს, რომელთა შორისაა Berkshire Hathaway- უორენ ბაფეტი და Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი.

უძრვაი ქონების გარდა, ბატონმა ჰუიმ ასევე დააგროვა თავისი კაპიტალი ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის პოტენციალის დანახვითა და Evergrande Healthcare-ის შექმნით.

იგი ასევე ფლობს ჩინეთის პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის, გუანჩჟოუს Evergrande Taobao კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტს.

ბატონი ჰუი არ არის ერთადერთი მულტიმილიარდერი, რომელიც აიწია რეიტინგში. ჩინეთის რამდენიმე უძრავი ქონების დეველოპერმა, ინტერნეტ-მეწარმემ და მწარმოებელმა წელს ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და გაზარდეს თავისი კაპიტალი.

ისევე, როგორც Alibaba- დამფუძნებელი ჯეკ მა გადაიწია უკან სიაში, შარშან ჩინეთის უმდიდრესმა ადამიანმა ვა ცზიანლინმა, ჩინური კონგლომერატის Dalian Wanda Group-ის თავმჯდომარემაც დაკარგა პოზიციები, როდესაც მისი კაპიტალი შემცირდა 8 მილიარდი დოლარით 25,2 მილიარდამდე.

მისი კომპანია ერთხანს სახელდებოდა მსოფლიოში უძრავი ქონების უდიდეს მწარმოებლად და მსოფლიოში უმსხვილეს კინო-ქსელის ოპერატორად, მაგრამ მან დაკარგა ღირებულება მსხვილი რესტუქტურიზაციის გამო.

Forbes-ის 2017 წლის ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა სიის სხვა ძირითადი მომენტებია:

·                 სიაში შემავალი ადამიანების საშუალო ასაკია 55 წელი

·                 ტოპ-ათეულში არის ერთი ქალი, 36 წლის უძრავი ქონების დეველოპერი იან ჰუიანი

·                 ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა ტოპ-ასეულში ოთხი ადამიანი 40 წლამდე ასაკისაა

·                 ოთხი ბიზნესი, წარმოდგენილი სიაში, არის უძრავი ქონების, პროგრამული უზრუნველყოფის, უპილოტო თვითმფრინავების და საგანმანათლებლო სფეროში

·                 ორი ყველაზე მსხვილი სექტორი, წარმოდგენილი სიაში, არის უძრავი ქონება და ტექნოლოგიები

 

დატოვე კომენტარი