450 მილიონი დოლარი! რეკორდული ფასი ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრისთვის „სამყაროს მხსნელი

კრისტის აუქციონზე 450,3 მილიონ დოლარად გაიყიდა ხელახლა აღმოჩენილი იესო ქრისტეს პორტრეტი სახელით Salvator Mundi, ანუ სამყაროს მხსნელი, რამას ის ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშად აქცია, რომელიც ოდესმე გაყიდულა.

წინასწარი მოლოდინებით, ნამუშევარი გაიყიდებოდა დაახლოებით 100 მილიონ დოლარად, მაგრამ გაყიდვამდე დილერებმა განაცხადეს, რომ 500 წლის ასაკის ლურჯ ტანისამოსში ჩაცმული იდუმალი ქრისტეს ნახატი შეიძლება უფრო ძვირადაც გაიყიდოს, ვინაიდან ის და ვინჩის ფუნჯს ეკუთვნის, რომლის ოცზე ნაკლები ნამუშევარია შემორჩენილი, ეს კი ბოლო სურათია კერძო პირის ხელში.

ფასმა ბევრად გადააჭარბა პაბლო პიკასოს 1955 წლის ნამუშევრის „ალჟირელი ქალების (ვერსია O) (Women of Algiers (Version O)) ფასს - 179 მილიონ დოლარს; ასევე დიდად გადაუსწრო ამედეი მოდილიანის 1917-18 წლების მწოლიარე შიშველ ქალს (Reclining Nude), რომელიც 170 მილიონ დოლარად გაიყიდა. კერძო აუქციონებზე პოლ სეზანისა და პოლ გოგენის ნამუშევრები გაიყიდა 250 მილიონ დოლარად და 300 მილიონ დოლარად, შესაბამისად.

კრისტის თანამედროვე ხელოვნების ექსპერტმა მიიღო გამარჯვებული ფსონი 19-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ყველაზე მცირე 4 მეტოქე მონაწილეობდა, ბიჯი კი 10 მილიონ დოლარს შეადგენდა. აუქციონზე დამსწრე მილიარდერი კოლექციონერები თვალს ადევნებდნენ გამარჯვებას მომარჯვებული ტელეფონის კამერებით, თითქოს ისინი როკ-კონცერტზე იმყოფებოდნენ.

 

დატოვე კომენტარი