2017 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 307.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით (20.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველის ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (46.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.0 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი