ბიტკოინის მილიონერთა ტოპ-ხუთეული 

ადამიანები ყოველთვის ეძებენ თავისი ცხოვრებისთვის უკეთეს შესაძლებლობას. ახალი სფეროები და დარგები ამ შესაძლებლობას მეწარმეებსა და ფართო საზოგადოებას სთავაზობენ. შორსმჭვრეტელი ადამიანებისთვის ბიტკოინი ზუსტად ამ შესაძლებლობას წარმოადგენდა ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში. თავის დროზე ეს სარისკო იყო ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიის შემთხვევაში, მაგრამ მათ გამოიყენეს შანსი და ჯილდოც მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მიიღეს. ჩვენ გიამბობთ ბიტკოინის მილიონერთა ტოპ-ხუთეულის შესახებ.

1. ჩარლი შრემი

ჩარლი შრემი 2011 წელს სწავლობდა ბრუკლინის კოლეჯის ბოლო კურსზე, როდესაც პირველად გაიგო ბიტკოინის შესახებ. მან იყიდა 500 მონეტა, თითო 3 დოლარად, იმის მაგივრად, რომ ისინი მაინინგის საშუალებით მოეპოვებინა. როდესაც მონეტის ფასი აიწია 20 დოლარამდე, მან იყიდა კიდევ რამდენიმე ათასი. მოგვიანებით მან დააარსა კომპანია Bit Instant, რამაც მომხმარებლებს საშუალება მისცა, შეეძინათ ბიტკოინი 700 000-ზე მეტი მაღაზიიდან, Duane Reade-ისა და Walmart-ის ჩათვლით. იმ დროიდან მოყოლებული, Bit Instant-მა მოახდინა 14 მილიონზე მეტი ბიტკოინის ტრანზაქცია. საბოლოო ჯამში, შრემი გამდიდრდა თავისი ბიტკოინების საშუალებით. შრემის კაპიტალი შეფასებულია 45 მილიონ აშშ დოლარად.

2. ტყუპი ვინკლევოსები

მარკ ცუკერბერგსა და Facebook-თან დავის გამო ცნობილი ტყუპები ასევე არიან ამ სიაში. მათ დაიწყეს ბიტკოინთან მუშაობა მისი პირველი დღეებიდან. NY Times-ის თანახმად, მათ ჩადეს 11 მილიონი დოლარი ბიტკოინში, და ამის წყალობით ბიტკოინ-კლუბში ყველაზე მდიდართა რიცხვში მოხვდნენ. 2013 წელს მათ განაცხადეს, რომ ფლობენ არსებული ბიტკოინების 1%-ს. მათი საკუთარი კაპიტალი შეადგენს 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტს.

3. იუფუ გუო

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლის დროს იუფუ გუო დაკავებული იყო ბიტკოინის მაინინგით დამატებითი ფულის შოვნის მიზნით. მათი საშუალებით ის ფარავდა ქირისა და სხვა გადასახადებს. საბოლოო ჯამში გუო მიხვდა, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინს დიდი მომავალი აქვს. მოგვიანებით მან მიატოვა სწავლა და გახსნა პირველი ფირმა, რომელიც აწარმოებდა სპეციალიზირებულ ინტეგრალურ მიკროსქემებს (ASIC) ბიტკოინისთვის, სახელით Avalon. ASIC მიკროსქემები იყო თითქმის 50-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე გრაფიკული ბარათები და ფასიც გაცილებით დაბალი ჰქონდა. ამ გამოგონებამ ნამდვილი ბუმი გამოიწვია ბიტკოინ-საზოგადოებაში და დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ადამიანები მზად იყვნენ, მეტი გადაეხადათ ASIC-თვის. Ebay-ზე 1500 დოლარის ღირებულების მაინერი გაიყიდა 20 000 დოლარად.

4. ჯარედ კენა

ყოფილი მეზღვაური, ამჟამად კი ცნობილი ბიტკოინ-მეწარმე ჯარედ კენა ასევე იკავებს ადგილს ბიტკოინის მილიარდერთა ხუთეულში. მან დაიწყო თავისი პირველი ბიტკოინის პარტიის შეძენით სულ რაღაც 0,2 დოლარად თითო მონეტისთვის. მოგვიანებით მან ისინი გადაცვალა 258 დოლარად. ეს იყო მისი მრავალი გარიგებიდან ერთ-ერთი. იგი არ ამჟღავნებს თავისი ბიტკოინების ღირებულებას, მაგრამ საუბრობენ, რომ მისი კაპიტალი 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

5. როჯერ ვერი

ის ცნობილია თავისი ვენჩურული პროექტებით კალიფორნიის შტატის სახელმწიფო ასამბლეისთვის 2000 წელს. როდესაც მან პირველად გაიგო ბიტკოინის შესახებ, მან თავი დაანება თავის ყოველდღიურ სამუშაოს და ჩაუღრმავდა კითხვას ამის შესახებ, მხოლოდ ერთსაათიანი შესვენებით ძილზე. ამის გამო ერთ კვირაში ის საავდმყოფოში მოხვდა, სადაც უძილობას მკურნალობდა. იგი იყო Bit Instant-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, ამის გარდა იგი ცნობილია, როგორც ჩარლი შრემის (ამ სიის #1) კარგი მეგობარი. მაგრამ მისი ყველაზე დიდი ინვესტიციებია, რომლებმაც მას მილიონობით დოლარი მოუტანეს - BitPay, Ripple და Blockchain. ამ სამი პროექტიდან მიღებული შემოსავლის წყალობით ის მილიონერი გახდა. მისი კაპიტალი შეადგენს 52 მილიონ აშშ დოლარზე მეტს. მისი მსოფლმხედველობისა და ბიტკოინისთვის გაწეული მუშაობის გამო, მას ასევე ბიტკოინის იესოს უწოდებენ. ამჟამად ის სხვადასხვა ბიტკოინის პროექტში მონაწილეობს.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი