ბოლო 30 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსის თავბრუდამხვევი ზრდის შემდეგ, ბიტკონის ფასი 7 500 დოლარიდან 6 550 დოლარამდე შემცირდა.

შემცირების ტენდენციისა და ბიტკოინის ფასის უკანასკნელი დავარდნის ანალიზში ჩაღრმავებამდე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ბიტკოინის ფასი გაიზარდა 4 500 დოლარიდან 7 500-მდე ერთი თვის განმავლობაში.

როდესაც ბიტკოინის ფასი ვარდება 7 600 დოლარიდან 6 700 დოლარამდე, ეს სამყაროს დასასრულია. მაგრამ როდესაც ბიტკოინის ფასი იზრდება 4 500 დოლარიდან 6 700 დოლარამდე მხოლოდ ერთ თვეში, ეს სრულიად მოსალოდნელია, ამბობს ჯოზეფ იანგი.

უკანასკნელი მსხვილი კორექციის გათვალისწინებითაც კი, ბიტკოინის ფასმა დააფიქსირა თვეში 29,9%-იანი ზრდა, ინვესტორები კი მეტად აღელვებულები არიან ბიტკოინის მოკლევადიანი ფასის ტენდენციით. ბევრმა ანალიტიკოსმა იწინასწარმეტყველა ბიტკოინის ფასის დაწევა SegWit2x-ის გაუქმების შემდეგ, ვინაიდან B2X-ის მომლოდინე ინვესტორებმა გადაანაწილეს საკუთარი ბიტკოინის სახსრები სხვა კრიპტოვალუტებზე.

ასეთი ტენდენცია გამოვლინდა ბიტკოინის დომინანტობის ინდექსის შემცირებაში, რომელიც დავარდა 62%-დან 55,1%-მდე. შედეგად, მსხვილი კორექცია ბიტკოინზე დიდი ხნის წინ დასრულდა, დროის მოკლე პერიოდში მისი ფასის მკვეთრი ზრდისა და SegWit2x ჰარდფორკის გათვალისწინებით.

წარმოადგენს თუ არა მაღალი კომისიებით იმედგაცრუება მომხმარებლების ბიძგს ბიტკოინ-ქეშისკენ?

ბევრმა ექსპერტმა და ინვესტორმა განაცხადა, რომ ბიტკოინზე მაღალი ტარიფები და SegWit2x-ის გაუქმება უბიძგებს ბიტკოინის არსებულ მომხმარებლებს ბიტკოინ-ქეშზე გადასვლას, რომელსაც აქვს ბლოკის მოქნილი ზომა და, შესაბამისად, ბლოკჩეინზე მეტი ადგილი, ვიდრე ბიტკოინს.

ბიტკოინ-ქეშის ღირებულებამ დილით გადააჭარბა ათასდოლარიან ნიშნულს, მაგრამ მისი ფასის ზრდა ასევე ცოტა არაორგანულია, სამ დღეში ღირებულების 20%-იანი ზრდის გათვალისწინებით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბიტკოინ-ქეშის ბაზარი მნიშვნელოვანწილად კონცენტრირებულია სამხრეთ კორეაში, და სამ ძირითად სამხრეთ კორეულ სავაჭრო მოედანზე მოდის ბიტკოინ-ქეშის ვაჭრობის დაახლოებით 53%.

ტრეიდინგის დანარჩენ მოცულობას შეადგენს ბიტკოინ-ქეშის აშშ დოლარზე გაცვლა, და არა ბიტკოინის ბიტკოინ-ქეშზე. ამრიგად, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ მაღალი საკომისიო გადასახადებით იმედგაცრუებული ბიტკოინის მომხმარებლები გადადიან ბიტკოინ-ქეშზე.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადება დაუსაბუთებელია, საყურადღებოა, რომ ბიტკოინის მეხსიერების ზომა ივნისიდან გაიზარდა 100 მილიონ ბაიტამდე. „მემპულის“ - ბიტკოინების ტრანზაქციებით გადატვირთული დაუდასტურებელი ტრანზაქციების შენახვის ზონის საშუალებით მომხმარებლებს დიდი ალბათობით ურჩევენ გადაიხადონ უფრო მაღალი საკომისიო გადასახადები საფულეების პლატფორმებზე.

პიტერ ტოდმა, Bitcoin Core- დეველოპერმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არ მოხდეს ბიტკოინების გადაყიდვა, ვინაიდან საკომისიო გადასახადი ხანგრძლივ პერსპექტივაში მაღალი დარჩება, SegWit-ის მიღების შემდეგ.

მოსალოდნელია დადებითი მაჩვენებლები

ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ ადრეა ბიტკოინის ფასის ბოლოდროინდელი კორექციის დადანაშაულება მომხმარებელთა გადასვლაში ბიტკოინიდან ბიტკოინ-ქეშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბიტკოინ-ქეში, სავარაუდოდ, ასევე დაზარალდება რამდენიმე დღის წინ მომხდარი საჩვენებელი ზრდის შემდეგ.

ფასის დავარდნა 7 500 დოლარიდან 6 600-მდე შეიძლება გამოწვეული იყო ორი ძირითადი ფაქტორით: SegWit2x-ის მომლოდინე ინვესტორების მიერ ბიტკოინების გაყიდვით და ბაზრის კორექციით ბიტკოინის ფასის ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი ზრდის შემდეგ.

თუ მიზეზი მეორეა, მაშინ ბიტკოინის ფასი შეძლებს აღდგენას უახლოეს კვირებში. CME Group სხვა მსხვილ დაწესებულებებთან ერთად, რომლებიც გეგმავენ ბიტკოინის ინტეგრაციას და ბიტკოინის საბირჟო ფიუჩერსების გაშვებას, ინსტიტუციონალური ინვესტორების ბრბო, როგორც თქვა მილიარდერმა მაიკ ნოვოგრაცმა, შეიძლება მალე ბიტკოინის სივრცეში შევიდეს.

 დღეის მონაცემებით ბითქოინის საბაზრო ღირებულება კიდევ იზრდება და $ 6 950 შეადგენს

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი