ბიტკოინის ფასი დაეცა 7 000 დოლარზე დაბლა, ხოლო ბიტკოინ-ქეშის - გაიზარდა 30%-ით

პარასკევს ბიტკოინის ფასმა განაგრძო შემცირება SegWit2x-თან გაურკვეველი სიტუაციის შემდეგ, და ამგვარად, ბიტკოინი  7 000 დოლარიანი ნიშნულის ქვემოთ აღმოჩნდა. ამის პარალელურად, ბიტკოინ-ქეშის ფასი გაიზარდა 30%-ზე მეტად, მისი ჰარდფორკის შემდეგ. ზოგმა მომხრემ კი განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში გამოთქვამს პრეტენზიას, ერთპიროვნულად გამოიყენოს ბიტკოინის ბრენდი.

მიუხედავად ერთ-ერთი ციფრული ვალუტის მკვეთრი ზრდისა, კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი თანხა შემცირდა 7 მილიარდ დოლარზე მეტით, 206 მილიარდი დოლარიდან ხუთშაბათს დღევანდელ 199,2 მილიარდამდე.

ბიტკოინის ფასი დაეცა 7 000 დოლარზე დაბლა

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, 5%-ზე მეტის დაკლებით 6 895 დოლარამდე. ბიტკოინის საერთო კაპიტალიზაცია შეადგენს 113 მილიარდ დოლარს და კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო თანხის 57%-ს.

პირველი თეორიის თანახმად, ტრეიდერებმა შეაფასეს თავისუფალი მონეტების ღირებულება, რომლებიც გაჩნდებოდა SegWit2x-ის ჰარდფორკის აქტივაციის შემდეგ - მოვლენის, რომელიც მომხრეებმა ბოლო წუთში გააუქმეს.

მეტიც, თუმცა ჰარდფორკის შეჩერებამ შვება მოუტანა საზოგადოების ბევრ წევრს, ფაქტი ისაა, რომ SegWit2x არ წყვეტს კრიპტოვალუტის პრობლემებს: ბიტკოინს ჯერ კიდევ სჭირდება მასშტაბირება. იმ დრომდე, ვიდრე ეს გადაწყვეტილებები არ იქნება განხორციელებული - იქნება ის ქსელის შიდა, ან ბირჟის გარეთა სატრანზაქციო მოსაკრებელი, ეს განვითარებად ქსელს პრობლემას შეუქმნის.

ეთერიუმის ფასი დაეცა 300 დოლარამდე

ბიტკოინის ფასის დაცემამ ეთერიუმს შანსი მისცა, დაებრუნებინა ის პოზიციები, რომლებიც მან დაკარგა ფლაგმან კრპტოვალუტასთან მიმართებაში უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. გუშინ ეთერიუმის ფასი ასცდა 325 დოლარს, რაც შვიდდღიანი რალის კულმინაცია იყო. და მაინც, ეთერიუმის ფასმა პარასკევს კურსი შეცვალა და დაიწყო დაწევა 300 დოლარამდე - ნიშნულამდე, რომელსაც ეთერიუმი იკავებდა ბოლო კვირების განმავლობაში. ამჟამად ეთერიუმის ფასი შეადგენს 306 დოლარს, რაც საბაზრო კაპიტალიზაციაში 29,3 მილიარდ დოლარს შეესაბამება.

ბიტკოინ-ქეშის ფასი გასცდა 825 დოლარს

ბიტკოინისა და ეთერიუმის დაცემის პარალელურად, ბიტკოინ-ქეშის ფასი გაიზარდა. მხოლოდ ბოლო დღის განმავლობაში ბიტკოინ-ქეშის ფასი გაიზარდა თითქმის 32%-ით, 629 დოლარიდან 826-მდე. ამის გამო მისი საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 13,9 მილიარდი დოლარი, ხოლო ბიტკოინ-ქეშის მიმდინარე ფასი სულ 100 დოლარით ნაკლებია ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში დაფიქსირდა

ამ რბოლის იმპულსს, სავარაუდოდ, წარმოადგენს ბიტკოინის მთავარ ქსელზე SegWit2x-ის აქტივაციის გაუქმება. სწორია, თუ არა, ბიტკოინ-ქეშის დამცველებს სწამთ, რომ ბიტკოინის წინააღმდეგობას მასშტაბირების მიმართ მისთვის გამანადგურებელი ეფექტი ექნება, და ისინი მიიჩნევენ, რომ მათი კრიპტოვალუტა შეავსებს ნიშას. სინამდვილეში, გუშინ Bitcoin Classic-ის დეველოპერმა ტომ ზანდერმა განაცხადა, რომ მან დახურა პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც ბიტკოინ-ქეშში გადავიდა აგვისტოს ჰარდფორკის შემდეგ, SegWit2x-ის გაუქმება კი ბოლო ლურსმანი იყო ბიტკოინის კუბოში და აწი Classic აღარ არის საჭირო. მაქსიმუმ ექვს თვეში ჩვენ მოვაცილებთ ქეშს და ვუწოდებთ მას უბრალოდ „ბიტკოინს“, - დაწერა მან.

ალტკოინის ზრდა შენელდა

ბიტკოინ-ქეშის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ზრდის შენელება, ხოლო ზოგიერთი მოწინავე ვალუტებმა გაიმყარეს პოზიციები დოლართან მიმართებაში.

Ripple-ის ფასი 4%-ით შემცირდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაციის 8 მილიარდ დოლარამდე შემცირებით. Litecoin შემცირდა 3%-ით, მაგრამ შეინარჩუნა 60 დოლარზე მაღალი ფასი. Dash-ის ფასი შეიცვალა 1%-ით და ამჟამად დაახლოებით 326 დოლარს შეადგენს. NEO- და monero- ორივემ დაკარგეს 8%-ზე მეტი. მეორე მხრივ კი, NEM და Ethereum classic შეუერთდნენ bitcoin cash- მის ზრდაში და მოიმატეს 3-3%.

 

დატოვე კომენტარი