როგორ მოვიპოვოთ ლაიტკოინები და დოგიკოინები

კროპტოკოინების მაინიგნი წარმოადგენს შეიარაღების ბრძოლას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ადრეული მიმდევრებისთვის. ალბათ, გსმენიათ ბიტკოინის, პირველი დეცენტრალიზებული ვალუტის შესახებ, რომელიც გამოუშვეს 2009 წლის დასაწყისში. მას შემდეგ მსგავსი ციფრული ვალუტა შეიჭრა მსოფლიო ბაზარზე, ბიტკოინის მონათესავე ბიტკოინ-ქეშის ჩათვლით.

დღესდღეობით ციფრული ოქროს მოპოვების ციებ-ცხელებაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მცირე სარგებლის მიღება რამდენიმე ასეული დოლარის ჩადებით აღჭურვილობაში, შემდეგ კი თვეები დახარჯონ რამდენიმე ციფრული მონეტის მოპოვებაზე, ვიდრე ამოიღებენ თავის ინვესტიციებს.

ლაიტკოინი, დოგიკოინი და ფიზერკოინი - ეს სამი კრიპტოკონვერსია Scrypt-ის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ახალბედებისთვის. ლაიტკოინის მიმდინარე კურსით, ადამიანს შეუძლია დღეში გააკეთოს 50 ცენტიდან 10 დოლარამდე მაინინგის აღჭურვილობის გამოყენებით. დოგიკოინი და ფიზერკოინი ნაკლებად მომგებიანია იმავე აღჭურვილობის გამოყენებით, მაგრამ დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება.

ღირს თუ არა კრიპტოკოინების მაინინგი?

ჰობის სახით, დიახ, კრიპტოკოინების მაინინგით შეიძლება მცირე შემოსავლის მიღება, ვთქვათ, 1-2 დოლარის დღეში. კერძოდ, ლაიტკოინი, დოგიკოინი და ფიზერკოინი ძალიან ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი ადამიანების მიერ მაინინგისთვის, და ადამიანს შეუძლია აღჭურვილობაზე დახარჯული 1000 დოლარის დაბრუნება დაახლოებით 18-24 თვეში.

მეორე შემოსავლის სახით, არა, კრიპტოკოინების მაინინგი არ არის სანდო საშუალება მნიშვნელოვანი შემოსავლის მისაღებად ადამიანების უმრავლესობისთვის. მოგება კრიპტოკოინების მაინინგისგან მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ აღჭურვილობაში 3000-5000 დოლარის ინვესტირების შემდეგ, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ დღეში 50 ან მეტი დოლარი.

არსებობს მცირე შანსი, რომ ლაიტკოინის, დოგიკოინისა და ფიზერკოინის ღირებულება ერთ მომენტში აიწევს ბიტკოინის მსგავსად. მაშინ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ კრიპტოკოინებში ათასობით დოლარის მფლობელი. შენიშვნა: აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „მცირე შანსს“, რომელიც მცირედით აღემატება მნიშვნელობას „ოდნავ უკეთესია, ვიდრე ლატარიაში მოგება“.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ სცადოთ კრიპტოკოინების მაინინგი, აუცილებლად გააკეთეთ ეს ჰობის სახით, ძალიან მცირე შემოსავლის იმედით. იფიქრეთ ამაზე, როგორც ოქროს მტვერის შეგროვებაზე ნამდვილი ოქროს თვითნაბადის შეგროვების ნაცვლად.

თუ თქვენი მიზანი მდგომარეობს მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებაში მეორე შემოსავლის სახით, მაშინ უმჯობესია შეიძინოთ კრიპტოკოინები ნაღდი ანგარიშსწორებით, და არ მოიპოვოთ ისინი და შემდეგ შეინახოთ იმ იმედით, რომ მათი ფასი აიწევს ოქროსა ან ვერცხლის მსგავსად. თუ თქვენი მიზანია მცირე თანხის მოპოვება და შემდეგ მისი დახარჯვა გარკვეული მიზნით, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან ნელი ტემპით გააკეთოთ.

როგორ მუშაობს კრიპტოკოინის მაინინგი

ეს არის მოკლე სახელმძღვანელო დამწყები მაინერებისთვის, რომლებსაც სურთ პირველადი ხარჯების შემცირება 1000 დოლარამდე. აქ ყურადღება ძირითადად ეთმობა scrypt-ის კოინების მაინინგს, კერძოდ, ლაიტკოინს, დოგიკოინსა და ფიზერკოინს.

მაინინგში ყველაზე მნიშვნელოვანია სამი ნაბიჯის შესრულება:

·             საბუღალტრო მომსახურების უზრუნველყოფა კოინების ქსელისთვის. მაინინგი, ძირითადად, კომპიუტერული აღრიცხვა 24/7, სახელით „ტრანზაქციების დადასტურება“.

·             მიიღეთ მცირე ანაზღაურება თავისი საბუღალტრო მომსახურებისთვის, კოინების წილის რამდენიმე დღეში ერთხელ მიღებით.

·             შეამცირეთ თქვენი პირადი ხარჯები, ელექტროენერგიასა და აღჭურვილობაზე ხარჯების ჩათვლით.

 

რა დაგჭირდებათ კრიპტოკოინების მაინინგისთვის

თქვენ დაგჭირდებათ ათი რამ ლაიტკოინების, დაოგიკოინებისა და ფიზერკოინების მოსაპოვებლად:

1.       უფასო კერძო მონაცემთა ბაზა, რომელსაც კოინის საფულე ეწოდება. ეს არის პაროლით დაცული საცავი, რომელშიც ინახება თქვენი შემოსავალი ქსელში.

2.       პროგრამული უზრუნველყოფის უფასო პაკეტი მაინინგისთვის, რომელიც შეიცავს cgminer-სა და stratum-ს.

3.       წევრობა მაინერებს ონლაინ-პულში, რომელიც წარმოადგენს მაინერების გაერთიანებას შემოსავლისა და სტაბილურობის ამაღლების მიზნით.

4.       წევრობა ვალუტის ონლაინ-ბირჟაზე, სადაც შეძლებთ თქვენი ვირტუალური მონეტების გაცვლას ნაღდ ფულზე და პირიქით.

5.       სანდო მუდმივი კავშირი ინტერნეტთან, საუკეთესო შემთხვევაში 2მბ/წამში ან უფრო მაღალი სიჩქარით.

6.       აღჭურვილობის განთავსების ადგილი სარდაფში ან სხვა გრილ და კარგად კონდიცირებულ ოთახში.

7.       სამაგიდო ან სამომხმარებლო კომპიუტერი, განკუთვნილი მაინინგისთვის. დიახ, თქვენ შეგიძლიათ თქვენ ხელთ არსებული კომპიუტერის გამოყენება დასაწყისში, მაგრამ თქვენ მას ვერ გამოიყენებთ მაინინგის პროცესში. ცალკე კომპიუტერი იდეალური ვარიანტია. რჩევა: არ გამოიყენოთ ნოუთბუკი, სათამაშო კონსოლი ან პორტატული მოწყობილობა. ეს მოწყობილობები არასაკმარისად მძლავრია შემოსავლის მისაღებად.

8.       გრაფიკული პროცესორი ATI (GPU) ან სპეციალური პროცესორი, მაინინგის ASIC ჩიპი. მისი ღირებულება იქნება 90-3000 დოლარი თითოეული GPU ან ASIC ჩიპისთვის. GPU ან ASIC გამოგადგებათ როგორც საბუღალტრო მომსახურებისთვის, ასევე მაინინგისთვის.

9.       სახლის ვენტილატორი კომპიუტერის გასაგრილებლად. მაინინგი წარმოქმნის სიცხეს და აღჭურვილობის გაგრილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენი წარმატებისთვის.

10.   პირადი ცნობისმოყვარეობა. თქვენ გჭირდებათ ძლიერი სურვილი მუდმივად იკითხოთ და ისწავლოთ, ვინაიდან მუდმივად მიმდინარეობს ტექნოლოგიური ცვლილებები და მონეტების მოპოვების შედეგების ოპტიმიზაციის ახალი მეთოდები ჩნდება. ყველაზე წარმატებული მაინერები საათობით სწავლობენ მონეტების მოპოვების ეფექტურობის ამაღელბისა და კორექტირების საუკეთესო მეთოდებს.

და რატომ არა ბიტკოინი?

თუ თქვენ დაიწყებდით ბიტკოინის მაინინგს ჯერ კიდევ 2009 წელს, თქვენ შეძლებდით ათასობით დოლარის მოპოვებას. ამავე დროს იყო ბევრი შანსი, რომ თქვენ დაკარგავდით თქვენს ფულს.

ამჟამად ბიტკოინის მაინინგი განკუთვნილია მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი ოპერაციებისთვის. მრავალი წლის მანძილზე ბიტკოინების აღმოჩენის მათემატიკური სირთულე გასცდა იმ ფარგლებს, რომელთა მიღწევა შეიძლება სახლის პირობებში. ამჟამინდელი ინვესტიციები და ხარჯები ბიტკოინის მაინინგზე აღარ არის მომგებიანი დაბალი დონის მომხმარებლებისთვის.

თუ თქვენ არ გსურთ ათიათასობით დოლარის ხარჯვა ინდუსტრიულ აღჭურვილობასა და ამ აღჭურვილობის განთავსებისთვის საჭირო კონდიციონერის მქონე ოფისის ქირაზე, მაშინ ბიტკოინის მაინინგს არანაირი აზრი არა აქვს. უმჯობესია, შეიძინოთ კრიპტოვალუტა ნაღდი ფულით და შეინახოთ იმ იმედით, რომ მისი ფასი აიწევს.

ლაიტკოინი და დოგიკოინი წარმოადგენენ პოპულარულ ციფრულ ვალუტას, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის ჰობის ბიუჯეტით, ხოლო ფიზერკოინი მესამე ვარიანტია, რომელიც ძალას იკრებს.

 მაინინგის კალკულატორი და ლაივ რეჟიმში კრიპტო ვალუტის კურსები

დატოვე კომენტარი