ბიზნესსექტორისთვის დაგროვებით პენსიის რეფორმა მისაღებია. ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, აღნიშნული რეფორმა მომგებიანი იქნება სქემაში ჩართული ყველა მხრისთვის. ფხაკაძის თქმით, ხელისუფლება მზად გაითვალისწინოს მათი შენიშვნები.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეფორმა, რომელიც პირველ რიგში იქნება მომგებიანი სქემაში ჩართული მხარეებისთვის. დავაყენეთ 7 სხვადასხვა შენიშვნა და არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ გაითვალისწინონ ჩვენი საბოლოო შენიშვნები, როგორ იქნება დანიშნული საბჭოს წევრები, როგორ იქნება ამ თანხების განკარგვა, იყო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები. ის საკითხები დავაყენეთ, რომელიც ჩვენი ასოციაციის წიაღში, მსჯელობის შედეგად წარმოიქმნა და თითქმის ყველა შენიშვნაზე მივიღეთ ხელისუფლებისგან თანხმობა.

გულახდილად გეტყვით, რომ რისკი არის ის, რომ ეს რეფორმა არ განხორციელდეს, ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს. ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყანაში ამოიწურება ის აქტივები, სადაც შეიძლება თანხების ინვესტირება, შეიძლება გარკვეული ნაწილი უცხოეთში განთავსდეს,-განაცხადა ფხაკაძემ.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი