აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს მსხვილ ბიზნესმენებს გააცნობენ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტთან ერთად ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდებიან.

„ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდება კულტურა, ეს არის დაგროვების კულტურა, ეს კანონპროექტი მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ ქვეყანაში გაჩნდეს გრძელი ფული, გრძელი ფული ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება იაფი ფული და გრძელვადიანი ფული, რაც ბიზნესს დაეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად განავითაროს თავისი საქმიანობა,-განაცხადა „ნოდია-ურუმაშვილი და პარტნიორების პარტნიორმა ეფრემ ურუმაშვილმა.

დაგროვებით პენსიო სისტემა 2018 წლის მესამე კვრატლიდან ამომქედდება. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე გახდნენ 40 წლის, მათი ჩართულობა ამ სისტემაში იქნება ნებაყოფლობითი. თვითდასაქმებულებს კანონი სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ასაკის მიუხედავად, სურვილის მიხედვით. კანონპროექტი პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.




მომწოდებელი news.ge

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი