ეროვნულ ბანკის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, საშუალო და გრძელვადიანად ლარის კურსს არაფერი ემუქრება. არჩილ მესტვირიშვილის თქმით, თუ კი ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ინფლაციის საფრთხე იქმნება, შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

„რომ შევხედოთ კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ვეძახით ფუნდამენტურ ფაქტორებს, ყველაფერი ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს საფრთხე არ ემუქრება მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინები არის, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილება, ფიზიკური პირების თუ კომპანიების, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის მერყეობა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი იქნება. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაც საფრთხე ექმნება მომავალში ინფლაციას, ჩვენ ყველანაირი ინსტრუმენტი გვაქვს  ამაზე სამოქმედოდ და ჩვენ ამ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ“,-განაცხადა მესტვირიშვილმა.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი