რისი ეშინია Facebook-ის გენერალურ დირექტორს მარკ ცუკერბერგს თავისი 438 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიის დაზარალებაზე მეტად  

Facebook-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი ხელმძღვანელობს საჯარო კომპანიას საბაზრო კაპიტალით, რომელიც აღემატება 438 მილიარდ დოლარს. მას დაქირავებული ჰყავს თითქმის 19 000 თანამშრომელი და თვეში დაახლოებით 2 მილიარდი მომხმარებელი სარგებლობს მისი ვებსაიტით.

ცუკერბერგს ყოველდღე უამრავი საქმე აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ არის ერთი რამ, რისი ეშინია თავისი უზარმაზარი ბიზნესისთვის ზარალის მიყენებაზე მეტად: გამოტოვოს შანსი, შეცვალოს სამყარო.

„მე უფრო მეტად ვარ მოტივირებული იმით, რომ ჩვენ უდიდეს გავლენას ვახდენთ სამყაროზე, ვიდრე ბიზნესის შექმნითა და წარუმატებლობის შიშით, - ამბობს ცუკერბერგი LinkedIn-ის თანადამფუძნებელ რიდ ჰოფმანთან საუბარში.

 „მე უფრო მეშინია იმისი, რომ ჩვენ ბოლომდე არ გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რომელიც გვაქვს, ვიდრე იმისი, რომ რაღაცა შეგვეშლება, - ამბობს ცუკერბერგი.

გაკვეთილიც შესაბამისია: შესაძლებლობის დევნით უფრო წინ წაიწევთ ცხოვრებასა და ბიზნესში, ვიდრე შეცდომის არიდების მცდელობით. ეს პერსპექტივა წარმოადგენს ცუკერბერგის დიდი წარმატების ნაწილს.

„მას არა აქვს ეჭვი იმაში, რომ დააჩქაროს არასრულყოფილი პროდუქტის გამოშვება. ფაქტობრივად, მისი ცნობილი მანტრა არის: „იმოძრავე სწრაფად, გატეხე ყველაფერი, - ამბობს ჰოფმანი ცუკერბერგის ჰაკერულ მენტალიტეტზე. „თუ თქვენ ხართ სტივ ჯობსი, თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ თქვენი პროდუქტის სრულყოფას, მაგრამ მსოფლიოში სტივ ჯობსი თითქმის აა არსებობს.

როგორც გენერალური დირექტორი, ცუკერბერგი ხედავს თავის როლს რისკების მართვაში. „ყოველდღიურად ბევრი გადაწყვეტილების მიღებისას მე ვსვამ კითხვას: „გაანადგურებს ეს კომპანიას თუ არა?, იმიტომ რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჩვენ ის უნდა ვცადოთ, - ამბობს ცუკერბერგი.

„თუ ცდის ფასი არ იქნება ძალიან დიდი, ჩვეულებრივ, ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ, როდესაც გუნდს ვაძლევთ საშუალებას, გამოიკვლიოს და შეისწავლოს სხვადასხვა რამ, რისი გამოკვლევა ღირს, ვიდრე თუ ამას სულ არ შევეხებით, - ამბობს იგი.

ეს არ არის მხოლოდ სიტყვები - ცუკერბერგმა დაამტკიცა, რომ ეს ნამდვილად ასეა.

Facebook-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი შერილ სანდერბერგი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც ფართოდაა ცნობილი კომპანიაში, ზაფხულის სტაჟიორი ბენის შესახებ, რომელმაც 2008 წელს შემთხვევით წაშალა მთლიანი საიტი. ის ცდილობდა პრობლემის გადაწყვეტას და გამოიწვია შეცდომის ოპერაცია, რომელმაც მთლიანად გამორთო პლატფორმა.

ბენი სრულ განაკვეთზე აიყვანეს.

ეს მოხდა იმიტომ, რომ მას ჰქონდა კარგი იდეა და მან შეამოწმა ის, ამბობს სანდერბერგი. მას ცუდად გამოუვიდა, მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის, ეს კი ცუკერბერგის Facebook-ის ეთიკის ნაწილია.

დატოვე კომენტარი