ფსიქიკის, ნების და შინაგანი რითმის მომართვა ფულადი სახსრების ბრუნვაზე - ინდივიდუალური პროცესია, აქ არ არსებობს საერთო ალგორითმი. თუმცა ერთ პატარა სავარჯიშოს მაინც გთავაზობთ მათ, ვისაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სურს. 

წარმოიდგინეთ თანხა, რომელიც გამომუშავებული გაქვთ, რომელსაც ეგრევე მოგცემენ, როგორც კი მოითხოვთ. მაგრამ დღეს ძალიან დაკავებული ხართ და ბევრი საქმე გაქვთ. რა თანხაა ეს? 500, 1000, 10 000? წარმოიდგინეთ, რომ ეს თანხა სადღაც დევს და ის უკვე თქვენ გეკუთვნით. ნებისმიერ მომენტში, როცა მიხვალთ გადმოგცემენ. ფულის ასაღებად ხვალ წახვალთ. დღეს კი გაიღვიძეთ, გაატარეთ მთელი დღე იმაზე ფიქრში, რომ სადღაც დევს თქვენი თანხა, რომელსაც აუცილებლად მიაკითხავთ ხვალ. 

ასეთი მარტივი მიდგომა პირველ რიგში საშუალებას გაძლევთ ყველაზე პრიმიტიულ დონეზე მიუახლოვდეთ ფულის ენერგეტიკას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს იმის გაგება, თუ რისთვის გინდათ ფული. მოიშორეთ ზედმეტი, დაიტოვეთ საუკეთესო ფიქრი და განცდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სხვას აბსურდულად და ამორალურად მოეჩვენება. 

ბიზნესშიც ასეა - თუ თქვენ არ გაქვთ ზუსტი მოტივაცია, რაში გჭირდებათ ფული, ის სარგებელს ვერ მოგიტანთ. ამიტომ, საჭროა საკუთარ თავს დაუწესოთ მკაფიო ამოცანები და შეუდგინოთ ასე ვთქვათ შიდა განაწესი. შეგიძლიათ ეს განაწესი მერე ზედმიწევნით არც შეასრულოთ, მთავარია დასაწყისისთვის გქონდეთ. მარტივია - თუ თქვენ დიდ მიზნებს ისახავთ, პატარა მიზნების მიღწევა უფრო ადვილი ხდება. ადამიანი განიცდის განდიდების ან დაკნინების ტენდენციას, რაც პირდაპირ კავშირშია მის მიერ დასახული ამოცანების გადაჭრასთან. თუ თქვენი მიზნები ნამდვილად დიდია, თქვენ გულივერი ხართ, რომელიც ლილიპუტებს შორის დააბიჯებს. მიდრეკილება იქონიეთ დიადი სქმეებისკენ! 

დატოვე კომენტარი