ბევრი ქალი, განსაკუთრებით ზაფხულში, განიცდის კრიზისს. მაგალითად არ მოსწონთ საკუთარი სხეული, უკმაყოფილონი არიან კარიერული ზრდის ტემპებით, პირადი ცხოვრებით და ა.შ.
გთავაზობთ კრიზისთან ბრძოლის და თვითშეფასების ამაღლების 10 რჩევას: 

1. იდეალური ცვლილება - მიმოიხედეთ, გარშემო თითქმის არავის არ აქვს მოდელის მონაცემები;
2. სხვაგვარად შეხედეთ - ნეგატიური შეფასების მაგიერ იქონიეთ პოზიტიური შეფასება და ყველაფერი კარგად იქნება;
3. ნუ იდარდებთ! - როგორ შეიძლება სწრაფად დაიყენოთ ტანი? ძალიან მარტივად - გაიჭიემთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, რომ თავზე გადევთ მძიმე ტვირთი, რომლითაც ისე უნდა გაიაროთ, რომ არ ჩამოგივარდეთ.
4. უფროსებისგან სწავლა - გამოკვლევების თანახმად, 60 წელს ზევით ქალები ეგუებიან საკუთარ სხეულს - ისწავლეთ მათგან!
5. ისწავლეთ გადართვა - იშოპინგეთ, მსაჟი გაიკეთეთ, აბაზანაში ინებივრეთ - გაანებივრეთ თქვენი სხეული!
6. შესრულებადი მიზნების დასახვა - რაც უფრო მეტი დადებითი გამოცდილება გექნებათ, მით უკეთესი. დაისახეთ მიზნად შესრულებადი რამ, მიაღწიეთ შედეგს და გადადით ახალ ეტაპზე. ეს მოტივაციის და თვითშეფასების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა!
7. სხეულის მოთხვონები - სხეული მოვლას ითხოვს პატრონისგან. გაითვალისწინეთ ეს და შეეცადეთ ივარჯიშოთ, იოგით ან ფიტნესით დაკავდეთ. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. სიჯანსაღე კი კარგი განწყობის და ენერგიულობის წყაროა. 
8. კარგი კამპანია - სამეგობრო, სანაცნობო და სანათესაო წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ მოიშოროთ ნეგატიურად და აგრესიულად განწყობილი პირები. ურთიერთობა იქონიეთ დადებითად დამუხტულ და წარმატებულ ადამიანებთან - მათი განწყობა და მდგომარეობა თქვენც გადმოგედებათ. 
9. ურთიერთობა გარემოცვასთან - იყავით ყურადღებიანი, შეეცადეთ საუბრისას გაუგოთ ადამიანებს, გამოავლინეთ ინტერესი, იყავით მომხიბვლელი. მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ.
10. იყავით უნიკალური - იპოვეთ თქვენი სტილი, ხელი შეუწყვეთ საკუთარ განსაკუთრებულობას, საკუთარ ჰობიზე აღფრთოვანებით ისაუბრეთ - ყველაფერი ეს გხდით განსაკუთრებულს და გიცავთ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობის გაჩენისგან. 

დატოვე კომენტარი