წარმოგიდგენთ ადამიანების 5 ტიპს და მათ პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ხელს უშლიან დროის გონივრულად მართვას: 

1. დროის მწვალებლები
ეს ადამიანები მუდმივად დროის უკმარისობაზე წუწუნებენ, თუმცა მთელი თავისუფალი დროის მანძილზე სხვებს უწევენ სამსახურს. ამით პატივისცემას და დადებით განწყობას კი იმსახურებენ, მაგრამ მეორეს მხრივ ფაქტიურად თავს არიდებენ იმ საქმეებს, რომელთა გამო პსუხისმგებლობის აღების ეშინიათ. 
სინამდვილეში:  ყველა ადამიანს დროის ერთნაირი მარაგი აქვს - ყოველ დღე 24 საათი. თუ თქვენ გიჩნდებათ განცდა, რომ ბევრი მოვალეობა გაკისრიათ ან არასაკმარისი დრო გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორად აყენებთ პრიორიტეტებს.

2. დღემეხვალიეები
ამ ტიპის ადამიანები მუდმივად ტოვებენ მოსაგვარებელ საკითხებს შემდეგისთვის ან საქმის კეთბას იწყებენ ბოლო მომენტში ფაციფუცით, სულ გადარბენაზე, რაც მუდმივ სტრესის და უხარისხოდ შესრულებული საქმის გარდა არაფრის მომტანი არ არის. 
სინამდვილეში:  პროკრასტინაცია — პროდუქტიულობის საწინააღმდეგო გაგებაა. უფრო ღრმად თუ განვიხილავთ, ეს არის ხვალისთვის გადადებულ საქმეზე მუდმივი ფიქრი, რომელიც ყოველთვის და ყველგან თან გსდევთ. ამით თქვენ უდიდეს პასუხისმგებლობას კისრულობთ ჰაერში გამოკიდებულ, შეუსრულებელ საქმეზე, რაც ხელს გიშლით ყველაფერ დანარჩენზე კონცენტრაციაში. 

3. არასათანადოდ შემფასებლები
დაუფიქრებელი დამაჯერებლობით ისინი ამტკიცებენ, რომ «ეს ერთი წუთის საქმეა» — შემდეგ კი იხრჩობიან დაგროვებულ საქმეში და ლანძღავენ დროს, რომელიც ასე შეუმჩნევლად გარბის.
სინამდვილეში:  საქმის გასაკეთებლად საჭიროა დრო - ეს ნორმალურია. დროის არასწორი გადანაწილება ადამიანებს შრომადამოკიდებულებს ხდის, რომლებიც ვერ ხედავენ რა ხაფანგს უგებენ საკუთარ თავს. 

4. ციყვები ბორბალში
ეს ადამიანები ცდილობენ ძალიან ბევრი მოასწრონ ერთი დღის მანძილზე. დროს უყურებენ როგორც თამაშს, რომლის მოგებაც შესაძლებელია. მათი მიზანია შესრულებული საქმის რაოდენობა და არა ხარისხი. ასეთი ადამიანები ყველაფრის მიმართ იჩენენ ერთნაირ დამოკიდებულებას, თითქოს ერთი დიდი გარბენი აქვთ შესასრულებელი - შედეგად კი მხოლოდ ტანჯვას და დაუკმაყოფილებლობას განიცდიან. 
სინამდვილეში:  მარტივად რომ ვთქვათ, კმაყოფილებას ვერ მოგანიჭებს ერთი საქმის კეთება, თუ მის დასრულებამდე აზრი სხვა საქმისკენ გაგექცევა. არავის შეუძლია ყველაფრის კეთება ერთდროულად ან დაუსრულებლად. ასეთი ქცევა ენერგიას აცლის ადამიანს და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. 

5. ვალდებულებაფობები
მათ ასევე ეძახიან «არასაიმედოებს» ან «უზრუნველებს». ეს ადამიანები მოქმედებენ გარემოებების შესაბამისად და საქმეს სერიოზულად არ უდგებიან. მათ ძალიან აშინებთ კონკრეტული გეგმები, ელოდებიან მომენტს, როცა «ხასიათზე მოვლენ», რომ საქმე გააკეთონ, ამის გამო კი ბევრ რამეს საერთოდ არ აკეთებენ.  
სინამდვილეში:  წარმატებული ადამიანები დღის განრიგს ხასიათის მიხედვით არ ადგენენ, პირიქით, ისინი მართავენ განწყობას ისე, რომ ის მათი გეგმების შესაბამისი იყოს. 

დროის მართვა იწყება მაშინ, როცა საკუთარ თავს იმდენად კარგად გაიცნობთ, რომ შეადგინოთ გეგმა, რომელიც იმუშავებს სწორედ თქვენთვის და გაგაბედნიერებთ. 

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ და რას საქმიანობთ — ის, თუ როგორ მართავთ დროს, განსაზღვრავს როგორი ცხოვრება გექნებათ. აირჩიეთ გონივრულად! 

დატოვე კომენტარი